კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
დაზიანებიდან აღებული ნაცხის მუქი ველის მიკროსკოპია
ტესტი
ტარდება Treponema pallidum-ის იდენტიფიცირების მიზნით.
შესაძლოა უზრუნველყოს სიფილისის საბოლოო დიაგნოზის დასმა, მაგრამ ჩვეულებრივ არ არის ხელმისაწვდომი სპეციალისტების გარემოს გარეთ.
დაზიანება სუფთავდება და ცილდება ტამპონით, სანამ გამოჩნდება სეროზული ექსუდატი, რომელიც შემდეგ უნდა შეგროვდეს სასაგნე მინაზე მიკროსკოპული ანალიზისთვის.
ერთჯერადი უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ინფექციას; იდეალურ შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს 3 ტესტი განსხვავებულ დღეებში. თუ სამივე უარყოფითია, შესაძლებელია ინფექციის გამორიცხვა.
პირველადი სიფილისი: მუქი ველის მიკროსკოპიის მგრძნობელობა არის 74-86%, ხოლო სპეციფიკურობა- 85-100%.[5][6][41]
მეორეული სიფილისი: მუქი ველის მიკროსკოპია შეიძლება დადებითი იყოს ანოგენიტალური წყლულების ნიმუშებში.
თუმცა, მესამეული სიფილისის დროს გუმებში მცირე ოდენობით ან საერთოდ არ მოიპოვება T pallidum მიკროორგანიზმები.
თანდაყოლილი სიფილისი: შეამოწმეთ საეჭვო დაზიანებები (მაგ., ბულოზური გამონაყარი ან ცხვირიდან გამონადენი).[8]
შედეგი
დახვეული სპიროქეტა ბაქტერია, კორპსაძრობის ფორმითა და მოძრაობის უნარით
შრატში ტრეპონემული ფერმენტული იმუნური კვლევა (EIA)
ტესტი
ტრეპონემული სეროლოგიური ტესტი.
პაციენტი, რომელის ტრეპონემული ტესტი დადებითია, დადებითი დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. შესაბამისად, მხოლოდ დადებითი შედეგი ვერ განასხვავებს აქტიურ ან გადატანილ (ნამკურნალებ) ინფექციას.
ყველაზე გავრცელებული მიდგომაა ტრეპონემიური ტესტის გამოყენება საწყისი სეროლოგიური ტესტის სახით, რასაც მოჰყვება არატრეპონემული ტესტის ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად და აქტიური დაავადების ან ხელახალი ინფექციის მტკიცებულების დასადგენად (ე.ი. " საპირისპირო თანმიმდევრობის სკრინინგის ალგორითმი " ).[42]
ცრუ-დადებითი შედეგები შესაძლოა გამოვლინდეს სხვა არასქესობრივად გადამდები ტრეპონემული ინფექციის დროს (მაგ: ტროპიკული სიფილისი, კანის სოკოვანი დაიზიანება, ენდემური სიფილისი).
ცრუ-უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოვლინდეს ინკუბაციურ პერიოდში და პირველადი სიფილისის ადრეულ ეტაპზე. ძირითადად, საჭიროა 3 კვირა, რათა ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზის იმუნოგლობულინი G/M ტესტი გახდეს დადებითი Treponema pallidum-ით ინფიცირების შემდეგ.
EIA არის სეროლოგიური ტესტი, რომელიც ძირითაად სკრინინგისთვის გამოიყენება.[4]
პირველადი სიფილისი: EIA სენსიტიურობა 82 - 100% და სპეციფიკურობა 97 - 100%.[68]
მეორადი სიფილისი: EIA სენსიტიურობა არის 100%.[68]
გვიანი ლატენტური სიფილისი: EIA სენსიტიურობა არის 98 - 100%.[68]
შედეგი
დადებითი
Treponema pallidum ნაწილაკების აგლუტინაცია (TP-PA) შრატში
ტესტი
ტრეპონემული სეროლოგიური ტესტი.
პაციენტი, რომელის ტრეპონემული ტესტი დადებითია, დადებითი დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად, მხოლოდ დადებითი შედეგი ვერ განასხვავებს აქტიურ ან გადატანილ (ნამკურნალებ) ინფექციას.
ყველაზე გავრცელებული მიდგომაა ტრეპონემიური ტესტის გამოყენება საწყისი სეროლოგიური ტესტის სახით, რასაც მოჰყვება არატრეპონემული ტესტის ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად და აქტიური დაავადების ან ხელახალი ინფექციის მტკიცებულების დასადგენად (ე.ი. " საპირისპირო თანმიმდევრობის სკრინინგის ალგორითმი " ).[42]
პირველადი სიფილისი: TPPA სენსიტიურობა 85 - 100% და სპეციფიკურობა 98 - 100%.[69][70]
მეორეული და გვიანი ლატენტური სიფილისი: Treponema pallidum-ის ნაწილაკების აგლუტინაციის მგრძნობელობა არის 98 - 100%.[70]
შედეგი
დადებითი
Treponema pallidum ნაწილაკების აგლუტინაცია (TP-PA) შრატში
ტესტი
ტრეპონემული სეროლოგიური ტესტი.
პაციენტი, რომელის ტრეპონემული ტესტი დადებითია, დადებითი დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად, მხოლოდ დადებითი შედეგი ვერ განასხვავებს აქტიურ ან გადატანილ (ნამკურნალებ) ინფექციას.
ყველაზე გავრცელებული მიდგომაა ტრეპონემიური ტესტის გამოყენება საწყისი სეროლოგიური ტესტის სახით, რასაც მოჰყვება არატრეპონემული ტესტის ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად და აქტიური დაავადების ან ხელახალი ინფექციის მტკიცებულების დასადგენად (ე.ი. " საპირისპირო თანმიმდევრობის სკრინინგის ალგორითმი " ).[42]
შედეგი
დადებითი
შრატში ფლუორესცენტული ანტისხეულების აბსორბციის (FTA-ABS) ტესტი
ტესტი
ტრეპონემული სეროლოგიური ტესტი.
პაციენტი, რომელის ტრეპონემული ტესტი დადებითია, დადებითი დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. შესაბამისად, მხოლოდ დადებითი შედეგი ვერ განასხვავებს აქტიურ ან გადატანილ (ნამკურნალებ) ინფექციას.
ყველაზე გავრცელებული მიდგომაა ტრეპონემიური ტესტის გამოყენება საწყისი სეროლოგიური ტესტის სახით, რასაც მოჰყვება არატრეპონემული ტესტის ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად და აქტიური დაავადების ან ხელახალი ინფექციის მტკიცებულების დასადგენად (ე.ი. " საპირისპირო თანმიმდევრობის სკრინინგის ალგორითმი " ).[42]
FTA-ABS გამოიყენება უფრო იშვიათად, ვიდრე TPPA და TPHA, რადგან იგი ნაკლებსპეციფიკურია.
შედეგი
დადებითი
ანტისხეულების და ანტიგენების შებოჭვის ანალიზი
ტესტი
ტრეპონემული სეროლოგიური ტესტი.
პაციენტი, რომელის ტრეპონემული ტესტი დადებითია, დადებითი დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. შესაბამისად, მხოლოდ დადებითი შედეგი ვერ განასხვავებს აქტიურ ან გადატანილ (ნამკურნალებ) ინფექციას.
ყველაზე გავრცელებული მიდგომაა ტრეპონემიური ტესტის გამოყენება საწყისი სეროლოგიური ტესტის სახით, რასაც მოჰყვება არატრეპონემული ტესტის ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად და აქტიური დაავადების ან ხელახალი ინფექციის მტკიცებულების დასადგენად (ე.ი. " საპირისპირო თანმიმდევრობის სკრინინგის ალგორითმი " ).[42]
შედეგი
დადებითი
იმუნოფერმენტული სეროლოგიური ტესტი (LIA)
ტესტი
ტრეპონემული სეროლოგიური ტესტი.
პაციენტი, რომელის ტრეპონემული ტესტი დადებითია, დადებითი დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შესაბამისად, მხოლოდ დადებითი შედეგი ვერ განასხვავებს აქტიურ ან გადატანილ (ნამკურნალებ) ინფექციას.
LIA სეროლოგიური ტესტები (მაგ: INNO-LIA სიფილისის ტესტი) შესაძლოა გამოვიყენოთ სიფილისის ინფექციის დასადასტურებლად საწყისი სეროლოგიური ტრეპონემული ტესტირების შემდეგ. ერთჯერადი LIA ტესტით შესაძლოა დადასტურდეს ინფექცია, რაც უფრო ხელსაყრელია, ვიდრე სეროლოგიური დადასტურების ტრადიციული მეთოდები (რაც ჩვეულებრივ საჭიროებს მრავალი ანალიზის ჩატარებას). სიფილისის ინფექციის LIA ტესტების შემფასებელი კვლევებით გამოვლინდა უფრო მაღალი სენსიტიურობა და სპეციფიკურობა, ვიდრე FTA-ABS და TPHA სეროლოგიური ტესტების დროს.[51][52]
შედეგი
დადებითი
შრატში სწრაფი პლაზმის რეაგინის (RPR) ტესტი
ტესტი
არა-ტრეპონემული სეროლოგიური ტესტი.
უზრუნველყოფს დაავადების აქტივობის რაოდენობრივ ზომას და მისი გამოყენება შესაძლებელია მკურნალობაზე რეაგირების მონიტორინგისთვის (RPR ტიტრების ქევითდება ან ხდება არა რეაქტიული ეფექტური მკურნალობის დროს).
ყველაზე გავრცელებული მიდგომაა ტრეპონემიური ტესტის გამოყენება საწყისი სეროლოგიური ტესტის სახით, რასაც მოჰყვება არატრეპონემული ტესტის ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად და აქტიური დაავადების ან ხელახალი ინფექციის მტკიცებულების დასადგენად (ე.ი. " საპირისპირო თანმიმდევრობის სკრინინგის ალგორითმი " ).[42]
ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად, ზოგიერთ პაციენტში რჩება პერსისტენული, დადებითი ანტისხეულების დაქვეითებული ტიტრი (ამ მდგომარეობას სერორეზისტენტული რეაქცია ეწოდება).[46]
ცრუ დადებითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობამ (მაგ. ორსულობა, აუტოიმუნური დაავადებები და ინფექციები).
ცრუ უარყოფითი შედეგი ზოგჯერ შეიძლება შეგვხვდეს არადილუტირებულ ნიმუშში (პროზონის ფენომენი).
პირველადი სიფილისი: პლაზმის სწრაფი რეაგენტის მგრძნობელობა არის 70 - 73 %.[5][71]
მეორადი სიფილისი: RPR სენსიტიურობა არის 100%.[71]
უპირატესი ტესტია შრატში ვენერიული დაავადებების კვლევითი ლაბორატორიის (VDRL) ტესტთან შედარებით.
თანდაყოლილი სიფილისი: მოიცავს დედათა და ახალშობილთა დაწყვილებულ არატრეპონემურ სეროლოგიურ ტიტრებს ერთი და იგივე ტესტის გამოყენებით, სასურველია ჩატარდეს იმავე ლაბორატორიაში.[8]
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) გამოსცა გაფრთხილება ცრუ დადებითი RPR შედეგების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია COVID-19 ვაქცინაციასთან. RPR ცრუ რეაქტიულობა დაფიქსირდა ზოგიერთ ადამიანში ვაქცინის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის განმავლობაში. პრობლემა გამოვლენილია Bio-Rad BioPlex 2200 Syphilis Total & RPR ტესტის კომპლექტში. ჯერ არ არის ცნობილი, სხვა RPR ტესტები ანალოგიურად იმოქმედებს თუ არა. ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, რომლებიც იყენებენ Bio-Rad BioPlex 2200 Syphilis Total & RPR ტესტის კომპლექტს, FDA რეკომენდაციას უწევს დამადასტურებელი ტესტირების ჩატარებას ყველა რეაქტიული შედეგისთვის. პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სიფილისზე, რომლებმაც მიიღეს COVID-19 ვაქცინა, და რომელთა კლინიკური პრეზენტაცია და ეპიდემიოლოგიური მოსაზრებები მხარს არ უჭერს სიფილისის რეინფექციას, BioPlex 2200 Syphilis Total & RPR ტესტის ნაკრებიდან მიღებული რეაქტიული RPR შედეგები უნდა დადასტურდეს RPR ტესტის გამოყენებით სხვადასხვა მწარმოებელი.[47]
შედეგი
დადებითი
შრატში ვენერიული დაავადებების კვლევითი ლაბორატორიის (VDRL) ტესტი
ტესტი
არა-ტრეპონემული სეროლოგიური ტესტი.
უზრუნველყოფს დაავადების აქტივობის რაოდენობრივ ზომას და მისი გამოყენება შესაძლებელია მკურნალობაზე რეაგირების მონიტორინგისთვის (VDRL ტიტრები ქევითდება ან ხდება არა რეაქტიული ეფექტური მკურნალობის დროს).
ყველაზე გავრცელებული მიდგომაა ტრეპონემიური ტესტის გამოყენება საწყისი სეროლოგიური ტესტის სახით, რასაც მოჰყვება არატრეპონემული ტესტის ჩატარება დიაგნოზის დასადასტურებლად და აქტიური დაავადების ან ხელახალი ინფექციის მტკიცებულების დასადგენად (ე.ი. " საპირისპირო თანმიმდევრობის სკრინინგის ალგორითმი " ).[42]
ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად, ზოგიერთ პაციენტში რჩება პერსისტენული, დადებითი ანტისხეულების დაქვეითებული ტიტრი (ამ მდგომარეობას სერორეზისტენტული რეაქცია ეწოდება).[46]
ცრუ დადებითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობამ (მაგ. ორსულობა, აუტოიმუნური დაავადებები და ინფექციები).
ცრუ უარყოფითი შედეგი ზოგჯერ შეიძლება შეგვხვდეს არადილუტირებულ ნიმუშში (პროზონის ფენომენი).
პირველადი სიფილისი: ვენერიული დაავადებების კვლევის ლაბორატორიული ტესტის მგრძნობელობა არის 44 - 76%.[5]
VDRL დადებითია მოგვიანებითი ლატენტური სიფილისის შემთხვევათა 77%-ში.[5]
VDRL მგრძნობელობა მეორეულ სიფილისში არის 100%.[71]
თანდაყოლილი სიფილისი: მოიცავს დედათა და ახალშობილთა დაწყვილებულ არატრეპონემურ სეროლოგიურ ტიტრებს ერთი და იგივე ტესტის გამოყენებით, სასურველია ჩატარდეს იმავე ლაბორატორიაში.[8]
შედეგი
დადებითი
გასათვალისწინებელი კვლევები
ლუმბალური პუნქცია, თავზურგტვინის სითხის (CSF) ანალიზი
ტესტი
ნაჩვენებია ნებისმიერი პაციენტისთვის ნევროლოგიური ჩართულობის კლინიკური ნიშნებით (მაგ., კრანიალური ნერვის დისფუნქცია, მენინგიტი, ინსულტი, მწვავე ან ქრონიკული შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, ან ვიბრაციის შეგრძნების დაკარგვა).
ასევე ნაჩვენებია, თუ უცნობი ხანგრძლივობის სიფილისი გვხვდება აივ კოინფექციის პარალელურად.
ნაჩვენებია ნებისმიერი ბავშვისთვის, რომელსაც აქვს თანდაყოლილი სიფილისი და უვლინდება ნევროლოგიური სიმპტომები ან ნიშნები.[8]
თავზურგტვინის სითხეში ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა და ვენერიული დაავადებების კვლევის ლაბორატორიის (VDRL) შედეგებით დადებითი თავზურგტვინის სითხე მიუთითებს ნევროლოგიურ ჩართლობაზე.[33]
ნეიროსიფილისის მქონე ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება იზოლირებულად მომატებული სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა თავზურგტვინის სითხეში და უარყოფითი RPR/VDRL ტესტი.
ნეიროსიფილისი ნაკლებად სავარაუდოა თავზურგტვინის სითხის Treponema pallidum ჰემაგლუტინაციის ანალიზით (TPHA)/T pallidum ნაწილაკის აგლუტინაციის ტესტით (TPPA) ტიტრი არის <1:320.
არა-რეაქტიული CSF-TPHA ტესტი ძირითადად გამორიცხავს ნეიროსიფილისს.
როგორ ჩატარდეს დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქცია მოზრდილებში. მოიცავს პაციენტის პოზიციის განხილვას, ნემსის არჩევას და გახსნისა და დახურვის წნევის გაზომვას.
შედეგი
სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა >10 უჯრედი/მმ^3; თავზურგტვინის სითხის ცილა >50 მგ/დლ (0.50გ/ლ); თავზურგტვინის VDRL დადებითია; თავზურგტვინის TPHA/TPPA/FTA-ABS დადებითია
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
ამ კვლევით შესაძლოა გამოვლინდეს აორტის ანევრიზმა ან აორტის კაციფიკაცია.
საჭიროა პირებში, რომელთაც აღენიშნებათ აორტული რეგურგიტაციის, გულის უკმარისობის ან აორტის ანევრიზმის სიმპტომები ან ნიშნები.
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს გულმკერდის აორტის გაფართოება, აორტის კალციფიკაცია
ექოკარდიოგრაფია
ტესტი
საჭიროა თუ არსებობს ძლიერი ეჭვი გულსისხლძარღვთა სისტემის სიფილისზე (მაგ. პაციენტს აღენიშნება რეგურგიტაციის ან გულის უკმარისობის სიმპტომები ან ნიშნები).
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს გულის უკმარისობის, აორტული რეგურგიტაციის ან გულმკერდის აორტის ანევრიზმის ნიშნები
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია
ტესტი
ტარდება ლუმბური პუნქციის შესრულებამდე, ინტრაკრანიული წნევის გამოსარიცხად, რათა უზრუნველვყოთ ლუმბური პუნქციის უსაფრთხოდ შესრულება.
მომატებული ქალაშიდა წნევა იშვიათადაა გამოწვეული თავად სიფილისით.
შედეგი
როგორც წესი ნორმალურია
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
ტესტი
ტარდება ლუმბური პუნქციის შესრულებამდე, ინტრაკრანიული წნევის გამოსარიცხად, რათა უზრუნველვყოთ ლუმბური პუნქციის უსაფრთხოდ შესრულება.
მომატებული ქალაშიდა წნევა იშვიათადაა გამოწვეული თავად სიფილისით.
შედეგი
როგორც წესი ნორმალურია
აივ (HIV) ტესტირება
ტესტი
სიფილისის მქონე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ტესტირება აივ ინფექციაზე.
გეოგრაფიულ რაიონებში, სადაც აივ-ის პრევალენტობა მაღალია, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სიფილისი, უნდა ჩაუტარდეთ ხელახალი ტესტირება აივ-ზე 3 თვის შემდეგ, თუნდაც პირველი აივ ტესტის შედეგი უარყოფითი იყოს, და შესთავაზონ აივ-ის წინასწარი ექსპოზიციის პროფილაქტიკა (PrEP).[8]
ყველა ახალშობილსა და ბავშვს თანდაყოლილი სიფილისის რისკის ქვეშ უნდა ჩაუტარდეს ტესტირება აივ-ზე.[8]
შედეგი
დადებითი ან უარყოფითი
ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა
ტესტი
უნდა გაკეთდეს ყველა ორსულში, რომლებსაც აქვთ სსიფილისი ან არსებობს ეჭვი სიფილისის ასებობაზე.
ნაყოფის ან პლაცენტის სიფილისის არსებობა მიუთითებს მკურნალობის წარუმატებლობის მაღალ რისკზე თანდაყოლილი სიფილისის დროს.[66]
შედეგი
შესაძ₾ოა გამოვლინდეს ჰეპატომეგალია, ასციტი, ნაყოფის წყალმანკი, საშვილოსნოსშიდა ზრდაში ჩამორჩენა
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
ტარდება ახალშობილებში, სავარაუდოდ თანდაყოლილი სიფილისით.
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, შესაძლებელია ნეიტროფილიაც
გრძელი ძვლების რენტგენი
ტესტი
შესაძლოა ნაჩვენები იყოს სავარაუდო თანდაყოლილი სიფილისის მქონე ახალშობილებში.[8]
ტარდება თუ ეჭვია ოსტეოქონდრიტზე.
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს ოსტეოქონდრიტი
ღვიძლის ფერმენტები (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, ალანინ ამინოტრანსფერაზა და ტუტე ფოსფატაზა) და ბილირუბინი
ტესტი
შესაძლოა ნაჩვენები იყოს სავარაუდო თანდაყოლილი სიფილისის მქონე ახალშობილებში.[8]
ტარდება, თუ კლინიკური ნიშნებით ნავარაუდებია ღვიძლის ჩართულობა (მაგ. ჰეპატომეგალია).
შედეგი
ასპარტატ ამინოტრანსფერაზა და ალანინ ამინოტრანსფერაზა შესაძლოა მომატებული იყოს
ტვინის ღეროს სმენის რეაქცია
ტესტი
შესაძლოა ნაჩვენები იყოს სავარაუდო თანდაყოლილი სიფილისის მქონე ახალშობილებში.[8]
ტარდება თუ კლინიკურადაა ნაჩვენები.
შედეგი
შესაძლოა გამოვლინდეს სიყრუე
აუდიომეტრია
ტესტი
ნეიროსიფილისმა შეიძლება მოიცვას კრანიალური ნერვები (განსაკუთრებით მე-8 კრანიალური ნერვი).
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს სმენითი დეფიციტი
ნაყოფის ჩონჩხის გამოკვლევა
ტესტი
შესაძლოა დაეხმაროს მკვდრადშობილ ჩვილებში თანდაყოლილი სიფილისის დიაგნოზს.[8]
შედეგი
ძვლოვანი დაზიანებები
ახალი ტესტები
Treponema pallidum-ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) (წყლულოვანი დაზიანებებიდან პირდაპირ აღებული ნიმუში)
ტესტი
T pallidum PCR ანალიზმა აჩვენა ზომიერი სენსიტიურობა (70-80%) და მაღალი სპეციფიკურობა >90% პირველადი ან მეორადი სიფილისის დიაგნოსტიკისთვის, როდესაც ვადარებთ შესაბამის ნორმის ტესტებს (მაგ: სეროლოგია, მუქი ველის მიკროსკოპია).[53]
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები განიხილავს PCR ტესტირებას მოქმედ მეთოდად პირველადი, მეორადი და თანდაყოლილი სიფილისის დიაგნოსტიკისთვის და მისი გამოყენება სავარაუდოდ გაიზრდება.[8][54]
შედეგი
დადებითი
ტესტირება პალატაში (POC) ტრეპონემული ან კომბინაციური ტრეპონემული/არა-ტრეპონემული ანტისხეულით
ტესტი
ტესტირება პალატაში (პაციენტის საწოლთან POC) შეფასდა მაღალი რისკის რეგიონებში, სადაც დიაგნოზი სწრაფად და ადრეულ ეტაპზე დასმა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე სიზუსტე. რამდენიმე კლინიკურმა კვლევამ აჩვენა დაპირება და POC ტესტირება რეკომენდებულია, როგორც პანამერიკულ ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრატეგიის ნაწილი სიფილისის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.[55][56]
შედეგი
დადებითია; თუმცა, დადებითი ტესტი ტრეპონემულ ანტისხეულებზე ვერ განასხვავებს მიმდინარე, გადატანილ ან ნამკურნალებ ინფექციას
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას