ახალი ტიპის მკურნალობა

აზითრომიცინი

შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევებში აზითრომიცინი სარგებლიანი აღოჩნდეს, როდესაც აზითრომიცინის მიმართ ლოკალური მგრძნობელობა აღინიშნება.[7][მტკიცებულების დონე A]სიფილისის სამკურნალოდ აზითრომიცინის მიმართ რეზისტენტობის მონაცემები სპეციფიური შემთხვევების დროს არ არის ხელმისაწვდომი და სავარაუდოდ გაურკვეველი დარჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინის შემქმნელი ჯგუფი აღნიშნავს შეშფოთებას Treponema pallidum- ის აზითრომიცინის მიმართ რეზისტენტობის რისკის შესახებ.[7]

ცეფტრიაქსონი

ცეფტრიაქსონი გამოიყენება გვიანი სიფილისის და ნეიროსიფილისის სამკურნალოდ. თუმცა, მკურნალობის ხანგრძლივობის თაობაზე ერთიანი შეთანხმება არ არსებობს. მეტა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ცეფტრიაქსონი პენიცილზე ნაკლებ ეფექტური არ არის განკურნების, რეციდივების სიხშირის და სერორეზისტენტობის მაჩვენებლების თვალსაზრისით.[98][99]პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტებში ცეფტრიაქსონის მიმართ ჯვარედინი სენსიტიურობით განპირობებული ალერგიული რეაქციის დაბალი რისკი არსებობს და ის შესაძლოა მივცეთ პაციენტებს, ვისაც ანამნეზში ანაფილაქსია არ ქონია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას