დიფერენციული დიაგნოზები

გენიტალური ინფექციები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზშ შეიძლება აღინიშნოს ცხელება, გენიტალური ბლისტერები ან წყლულები, ლიმფადენოპათია მარტივი ჰერპესის პირველი ეპიზოდის დროს.

პაციენტმა შესაზლოა აღნიშნოს გენიტალური წყლულების გადატანილი შემთხვევები.

ფიზიკალური გასინჯვისას, ტიპიურად ვლინდება მრავლობითი, მტკივნეული ვეზიკულური ან წყლულოვანი დაზიანებები გენიტალიებზე ან მათ გარშემო ან სწორ ნაწლავზე.

კვლევები

თუ დაზიანებები არსებობს, კლინიკური დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის (HSV) კულტურის ან HSV პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) დაზიანებით.[8]

PCR-ის მაღალი მგრძნობელობის გამო, ეს არის სასურველი ტესტი, როცა ხელმისაწვდომია.[8]

გლიკოპროტეინ G-ზე დაფუძნებული ტიპის სპეციფიკური სეროლოგია შეიძლება იყოს მითითებული პაციენტების გარკვეულ ჯგუფში და შეუძლია განასხვავოს HSV-1 და HSV-2 ინფექცია.[8]

შანკროიდი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხასიათდება მტკივნეული გენიტალური წყლულებით და საზარდულის მტკივნეული ლიმფადენოპათიით. პირველადი სიფილისის დაზიანებები ტიპიურად მტკივნეული არ არის.

ძირითადად ვითარდება კონკრეტული ეპიდაფეთქებები.

ფიზიკალური გასინჯვისას, შეიძლება გამოვლინდეს ერითემატოზული პაპულა, პუსტულა ან მტკივნეული წყლული, ასევე მტკივნეული ერთმხრივი საზარდულის ლიმფადენოპათია (ბუბოს ფორმაცია), რომელიც შეიძლება გასკდეს.

კვლევები

Haemophilus ducreyi ფიქსირდება სპეციალისტის მიერ ამოთესილი კულტურის გარემოში (არეში), რომელიც ფართოდ, კომერციულად ხელმისაწვდომი არ არის და ხასიათდება <80% სენსიტიურობით.[8]

პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტი 100%-მდე სენსიტიურია, მაგრამ არ არის დამტკიცებული უნივერსალურად გამოყენებისთვის.[72][73]

აქედან გამომდინარე, შანკროიდის დადებითი დიაგნოსტიკა შემოთავაზებულია ერთი ან მეტი მტკივნეული გენიტალური წყლულის არსებობით სიფილისის ან ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის მტკიცებულების გარეშე.[8] რეგიონალური ლიმფადენოპათია ასევე დამადასტურებელია, თუ არსებობს.[8]

პირველადი აივ ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

წინ არ უსწრებს გენიტალური დაწყლულება.

თუმცა, გენიტალური დაწყლულება შეიძლება გამოვლინდეს პირველადი აივ ინფექციის პარალელურად, გამონაყარი შეიძლება ასოცირდებოდეს წყლულებთან.

კვლევები

აივ ინფექციაზე დადებითი ლაბორატორიული ტესტები, მათ შორის ანტიგენური (P24 ანტიგენი) ტესტები.

სხვა მწვავე ვირუსული ეგზანთემები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

წინ არ უსწრებს გენიტალური დაწყლულება.

კვლევები

ლაბორატორიული ტესტები დადებითია კონკრეტულ ვირუსზე.

მუნი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კანის დაზიანებები ხშირად იწვევს ქავილს.

ტიპიური გავრცელება: თითებს შორის, მაჯებზე, ძუძუსთავებზე, კოჭებსა და დუნდულებზე.

კვლევები

დიაგნოზი ჩვეულებრივ კლინიკურია, მაგრამ კანის ანაფხეკები და შესაძ₾ოა ჩატარდეს Sarcoptes scabiei-ის მიკროსკოპია.

ეგზემა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კანის დაზიანებები, ჩვეულებრივ, ხელის და ფეხის გულებზე არ აღინშინება.

არ არის ასოცირებული სისტემური ინფექციის ნიშნებთან.

კვლევები

დიაგნოზი ძირითადად კლინიკურად ისმება.

შესაძლოა ჩატარდეს კანის ბიოფსია, დიაგნოზის დასადასტურებლად.

ფსორიაზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კანის დაზიანებები, ჩვეულებრივ, ხელის და ფეხის გულებზე არ აღინშინება.

არ არის ასოცირებული სისტემური ინფექციის ნიშნებთან.

კვლევები

დიაგნოზი ძირითადად კლინიკურად ისმება.

შესაძლოა ჩატარდეს კანის ბიოფსია, დიაგნოზის დასადასტურებლად.

წითელი ბრტყელი სირსველი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კანის დაზიანებები, ჩვეულებრივ, ხელის და ფეხის გულებზე არ აღინშინება.

არ არის ასოცირებული სისტემური ინფექციის ნიშნებთან.

კვლევები

დიაგნოზი ძირითადად კლინიკურად ისმება.

შესაძლოა ჩატარდეს კანის ბიოფსია, დიაგნოზის დასადასტურებლად.

გენიტალური მეჭეჭები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ვარდისფერი წანაზარდი, გენიტალურ და/ან პერიანალურ კანსა და ლორწოვან გარსებზე. ვრცელდება არამხოლოდ ურთიერთსაპირისპირო გარსებზე.

არ არის ასოცირებული მეორეული სიფილისის სხვა ნიშნებთან (გამონაყარი, კონსტიტუციური სიმპტომები, გენერალიზებული ლიმფადენოპათია).

კვლევები

დიაგნოზი ძირითადად კლინიკურად ისმება.

სიფილისის გამორიცხვა (უარყოფითი სეროლოგია სიფილისზე).

ალცჰაიმერის დემენცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პროგრესიული დემენცია.

ნეიროსიფილისთან შედარებით სპეციფიკური მადიფერენცირებელი სიმპტომები და ნიშნები არ არსებობს.

ანამნეზში ინფექციის ადრეული სტადიების შესაბამისი ნიშნებისა და სიმპტომების არსებობა ნაკლებსავარაუდოა.

კვლევები

სიფილისის გამორიცხვა (უარყოფითი სეროლოგია სიფილისზე).

სისხლძარღვოვანი დემენცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პროგრესიული დემენცია.

მულტი-ინფარქტული დემენცია ხშირად არის ასოცირებული, არტერიოპათიის სხვა ნიშნებთან ერთად.

ანამნეზში ინფექციის ადრეული სტადიების შესაბამისი ნიშნებისა და სიმპტომების არსებობა ნაკლებსავარაუდოა.

კვლევები

სიფილისის გამორიცხვა (უარყოფითი სეროლოგია სიფილისზე).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას