გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

ვლინდება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდნ პირველ 24 საათში, ტრეპონემების სწრაფი განადგურების შედეგად.

ახასიათებს მწვავე ცხელება, თავის ტკივილი და მიალგია. ძირითადად გვხვდება ადრეული სიფილისის დროს.[8]

რეაქციის განვითარების ალბათობა მაღალია ადრეულ სიფილისში და დაბალია მოგვიანებით ფორმებში. თუმცა, ყველა პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული ამ შესაძლო რეაქციის შესახებ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე.

ორსულ ქალებში ჯარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია შესაძლოა გართულდეს ნაყოფის დისტრესით და ნაადრევი მშობიარობით.[8]

მკურნალობა არის დახმარე, მოიცავს პერორალურ სითხეებს, პარაცეტამოლს (აცეტამინოფენი) და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს (NSAIDs).

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა უნდა დაინიშნოს ჯარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქციის რისკის მინიმალიზაციისთვის არაორსულ ქალებში, რომლებსაც აქვთ გულსისხლძარღვთა სიფილისი ან ნეიროსიფილისი.[4]თუმცა, ეფექტურობა გაურკვეველია და ზოგიერთ ქვეყანაში რუტინული გამოყენებისთვის რეკომენდებული არ არის.

მოკლევადიანი
საშუალო

შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომელთა ალერგიული სტატუსი მანამდე ცნობილი არ იყო.

პენიცილინზე ალერგიის მქონე პირებში, შესაძლებელია ალტერნატიული მკურნალობის გამოყენება, სიფილისის სტადიის მიხედვით.

შესაძლებელია საჭირო გახდეს კანის ალერგიული ტესტი პენიცილინზე და დესენსითზაცია (მაგ. ორსული ქალების მკურნალობისას).

პენიცილინზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ურტიკარიით, ანგიო-შეშუპებითა და ანაფილაქსიით.

ალერგიული რეაქციის მკურნალობა განისაზღვრება რეაქციის სიმძიმის მიხედვით.

მოკლევადიანი
დაბალი

ვითარდება, როდესაც კუნთშიდა პროკაინ ბენზილპენიცილინი (მაგ. ნეიროსიფილისის სამკურნალოდ) შეცდომით გამოიყენება ინტრავენურად.

პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.[25]

გრძელვადიანი
საშუალო

სიფილისი ხელს უწყობს აივ ინფექციის გადადებას.[19]

HIV ინფექცია

ცვლადი
საშუალო

ორგანო-სპეციფიკური გართულებები შესაძლებელია გამოვლინდეს მკურნალობის გარეშე მიმდინარე, უცნობი ხანგრძლივობის დაავადების დროს.

გართულების ტიპის მიხედვით აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია (მაგ. ოფთალმოლოგის მიერ თვალის ინფექციის შეფასება, კარდიოლოგის მიერ აორტული რეგურგიტაციის გამოკვლევა).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას