მონიტორინგი
არატრეპონემული ტესტები მეორდება აქტიური ინფექციის და მკურნალობაზე რეაქციის მონიტორინგისთვის. ტიტრები ძირითადად ოთხჯერ უნდა შემცირდეს პირველადი ან მეორადი სიფილისის მკურნალობიდან 12 თვის განმავლობაში და ლატენტური ან გვიანი სიფილისის მკურნალობიდან 24 თვის განმავლობაში.[8][33]
ვენერიული დაავადებების კვლევითი ლაბორატორია (VDRL) ან სწრაფი პლაზმის რეაგინის (RPR) ტიტრები უნდა გაიზოომოს მკურნალობის შემდეგ ყოველთვე, 3 თვის განმავლობაში და შემდეგ ყოველ 3 თვეში ერთხელ. იგივე არატრეპონემული ტესტი უნდა გამოვიყენოთ შემდგომში მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგისთვის. ეს იმიტომ, რომ ერთი ტესტის შედეგად მიღებული შედეგები პირდაპირ არ შეესაბამება სხვა, არატრეპონემული ტესტის შედეგებს.
ეფექტური მკურნალობის ფონზე, არა-ტრეპონემული ტესტები უნდა გახდეს უარყოფითი. თუმცა, ადეკვატური მკურნალობის ფონზეც კი, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება სეროსისწრაფე, ანუ დაბალი დონის დადებითი ტიტრი. ეს მათთვის არის ბაზისური ტიტრი, რომლის მიხედვითაც ფასდება რე-ინფექცია.
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ ცერებროსპინალური სითხის განმეორებით გამოკვლევის სარგებლიანობაზე იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში, ან აივ-ით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას, თუ ნეიროსიფილისის მკურნალობის შემდეგ შეინიშნება სეროლოგიური და კლინიკური პასუხები.[8]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას