შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

27 წლის მამაკაცმა შეამჩნია უმტკივნეულო წყლული პენისზე. მან ახლახანს დაიწყო ახალი სქესობრივი ურთიერთობა. სხვამხრივ მას ან მის პარტნიორს ჩივილები არ აქვთ. გასინჯვისას, წყლული არის მკვრივი, საზარდულის ლიმფური კვანძები რეზინის კონსისტენციის და ზომიერად გადიდებულია.

შემთხვევის ანამნეზი #2

30 წლის მამაკაცი უჩივის საუბრის მოსმენისას სირთულეს, როდესაც იგი ხალხის გარემოცვაში იმყოფება. აუდიომეტრიის შემდეგ, დაისვა ორმხრივი, მაღალი სიხშირის ხმიანობის სმენის დაკარგვის დიაგნოზი. ანამნეზის შეკრებისას, პაციენტი აღნიშნავს, რომ ჰქონდა ანალური ნაპრალი დაახლოებით 10 კვირით ადრე, რომელიც სპონტანურად შეხორცდა. იგი ასევე აღწერს მსუბუქ, ტრანზიტორულ გამონაყარს კანზე, სმენითი სიმპტომების გამოვლენამდე 2 კვირით ადრე. პაციენტი აღნიშნავს, რომ იგი უჩვეულოდ გადაღლილია.

სხვა გამოვლინებები

პირველადი სიფილისის შანკრი (სიფილისის წყლული) ძირითადად ერთეული, უმტკივნეულო, სუფთა წყლულია, მკვრივი ფუძით. უფრო იშვიათად, შეიძლება გამოვლინდეს მრავლობითი ან მტკივნეული წყლულები. მსგავსი გამოვლინება შეიძლება დაკავშირებული იყოს კოინფექციასთან შანკროიდის (რბილი შანკრი) ან გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში. მეორადი სიფილისის იშვიათი გამოვლინებები მოიცავს ორგანოების სპეციფიკურ ჩართულობას, როგორიცაა ჰეპატიტი, ირიტი, ქორიორეტინიტი, გლომერულონეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ნეიროსიფილისი, რომელიც მოიცავს კრანიალურ ნერვებს (განსაკუთრებით მერვე კრანიალური ნერვის) და მენინგიტი.[9] გუმების ჩამოყალიბება მესამეული (მოგვიანებითი) სიფილისის უკიდურესად იშვიათი გამოვლინებაა. გუმატოზური სიფილისი (ასევე ცნობილია, როგორც კეთილთვისებიანი მესამეული სიფილისი) ძირითადად აზიანებს კანსა და ძვლებს, მაგრამ შესაძლებელია მოიცვას შინაგანი ორგანოები, რაც იწვევს ორგანომეგალიას, ინფილტრაციულ ან დესტრუქციულ დაზიანებებს, სტრუქტურების პერფორაციას ან კოლაფსს.[4][9]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: Treponema pallidum-ით განპირობებული პირველადი სიფილისის შანკრი ვულვაზეCDC: PHIL გამოსახულება ID 5340; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@767b32ca[Figure caption and citation for the preceding image starts]: შანკრი პენისზე, მდებარეობს პენისის პროქსიმალურ ნაწილზე: პირველადი სიფილისური ინფექციაCDC/ ექიმი გავინ ჰარტი; ექიმი ნჯ ფიუმარა; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6c446eb1[Figure caption and citation for the preceding image starts]: გუმატოზური დაზიანებები მარცხენა ხელის დორსალურ ზედაპირზეCDC / სიუზან ლინდსლი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@29c9aa1c

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას