ეპიდემიოლოგია
სიფილისი გავრცელებული სქესობრივად გადამდები დაავადებაა. 2016 წელს დაახლოებით 6 მილიონი ახალი ინფექცია გამოვლინდა მსოფლიო მასშტაბით.[10] მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სიფილისის ინფექციის ოთხი სტადია, პირველადი და მეორადი სტადიები არის ყველაზე ადრეული, სიმპტომური სტადიები და, შესაბამისად, ინსიდენტური ინფექციის მაჩვენებლებია.
სიფილისი აშშ-ში:
2021 წელს პირველადი და მეორადი სიფილისის სიხშირე შეადგენდა 16,2 შემთხვევას 100 000 მოსახლეობაზე (53 767 ახალი შემთხვევა).[11] ეს წარმოადგენს 28.6%-იან ზრდას 2020-2021 წლებში. 2021 წელს პირველადი და მეორადი სიფილისის ყველა დაფიქსირებული შემთხვევის თითქმის ნახევარი (46.5%) დაფიქსირდა მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან.[11] პირველადი და მეორადი სიფილისის სიხშირე იყო 25.2 შემთხვევა 100000 მამაკაცში და 7.3 შემთხვევა 100000 ქალში.[11] მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების მაჩვენებლები უფრო დაბალია ქალებში, ისინი მნიშვნელოვნად იზრდება თითქმის ყოველწლიურად 2017 წლიდან (217.4%), 2020 წლიდან 2021 წლამდე ინსიდენტობის ზრდა 55.3%-ით.[11] მამაკაცებში სიხშირე ყველაზე მაღალი იყო 30-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში, რასაც მოჰყვა 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი (სიხშირე მსგავსი იყო ამ ორ ასაკობრივ ჯგუფში).[11] ქალებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში იყო.[11]
2017 წლიდან მოყოლებული, ინფიცირების მაჩვენებლები გაიზარდა ყველა რასის/ეთნიკურ ჯგუფში. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა არაესპანურ ამერიკელ ინდიელ/ალასკაში მცხოვრებ ხალხში, რომელთაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ 2021 წელს (46.7 შემთხვევა 100 000 მოსახლეობაში), შემდეგ მოდიან შავკანიანები და აფროამერიკელები (41.9 შემთხვევა 100 000 მოსახლეობაში), ჰავაის მკვიდრი მოსახლეობა და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებლები (33,9 შემთხვევა 100 000 მოსახლეობაში), ისინი, ვინც იდენტიფიცირებულია როგორც მულტირასული (19,4 შემთხვევა 100 000 მოსახლეობაში), ესპანური და ლათინო ამერიკული (17,2 შემთხვევა 100 000 მოსახლეობაში), თეთრი (9,1 შემთხვევა 100 000 მოსახლეობაში) და აზიური რასა ( 4,8 შემთხვევა 100000 მოსახლეობაში).[11]
2021 წელს თანდაყოლილი სიფილისის სიხშირე იყო 77,9 შემთხვევა 100 000 ცოცხალ ახალშობილში (2855 შემთხვევა); 2020 წელთან შედარებით 30.5%-ით (2157 შემთხვევა 100000 ცოცხალ დაბადებულში) და 219.3%-ით 2017 წელთან შედარებით (941 შემთხვევა 100000 ცოცხალ დაბადებულში).[11] ეს ზრდა მსგავსი იყო რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
2020-დან 2021 წლამდე სათვალთვალო მონაცემების შეგროვებაზე გავლენა იქონია COVID-19 პანდემიამ, ამიტომ მოკლევადიანი ტენდენციები სიფრთხილით უნდა იქნას ინტერპრეტირებული.
სიფილისი სხვა ქვეყნებში:
სიფილისის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა ევროპაშ 2011 წლის შემდეგ, განსაკუთრებით მამაკაცებს შორის ჰომოსექსუალ მამაკაცებში.[11] 2018 წელს დაფიქსირდა 33,927 ახალი შემთხვევა ევროკავშირის 29 ქვეყანაში (7.0 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მალტაში (17.9 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე), შემდეგ ლუქსემბურგში (17.1), დიდ ბრიტანეთსა (12.6%) და ესპანეთში (10.3). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები (<3 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე) დაფიქსირდა ხორვატიაში, ესტონეთში, იტალიაში პორტუგალიასა და სლოვენიაში. ინსიდენტის მაჩვენებელი 8 ჯერ უფრო მაღალი იყო მამაკაცებში (12.1 შემთხვევა 100000 მოსახლეზე), ვიდრე ქალებში (1.4 შემთხვევა 100000 მოსახლეზე). ასაკობრივი და სქესის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 25-დან 34 წლამდე მამაკაცებში იყო (29 შემთხვევა 100 000 მოსახლეობაში).[12]
ლონდონში, დიდ ბრიტანეთში, 2018 წელს დაფიქსირდა სიფილისის 3435 შემთხვევა, რაც 2014 წელთან შედარებით 44%-იანი ზრდაა.[13]
2018 წელს ევროკავშირის / ევროპული ეკონომიკური ტერიტორიის წევრ 23 ქვეყანაში დაფიქსირდა სიფილისის 60 თანდაყოლილი შემთხვევა.[12] აღნიშნული წაწრმოადგენს ნედლ მაჩვენებლებს - 1.6 შემთხვევა ყოველ 100 000 ცოცხლად მშობიარობაზე.
ჩინეთში, სიფილისი თითქმის განადგურდა 1950-იან წლებში, თუმცა დაავადების სიხშირე და გავრცელება გაოთხმაგდა 1990-იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე.[14] დაავადების სიხშირის მატება მიეწერება სოფლის საზოგადოებებიდან ურბანულ გარემოში მიგრაციას, შეზღუდულ სკრინინგს, პარტნიორის გაფრთხილების არაადეკვატურობას, ზოგად პოპულაციაში გავრცელებული უყურადღებობა სგდ-ს ჯანდაცვის სამსახურების მიღების მიმართ.[15]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას