ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
მაღალი რისკის ჯგუფებია: ადამიანები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ პაციენტთან, ჰომოსექსუალი მამაკაცები, ნარკოტიკების მომხმარებლები, კომერციული სექს-მუშაკები, მრავალი სქესობრივი პარტნიორის არსებობა და ადამიანები, რომლებიც ინფიცირებული არიან აივ ან სხვა სქესობრივად გადამდები ინფექციით.
სიფილისის მქონე ორსულ ქალებში არსებობს ინფექციის ტრანსმისიის რისკი ნაყოფზე, ტრანსპლაცენტური გზით.
ანოგენიტალური წყლული
თავდაპირველად არის მაკულა, შემდეგ გადაიზრდება პაპულაში, წყლულდება და იქმნება შანკრი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Treponema pallidum-ით განპირობებული პირველადი სიფილისის შანკრი ვულვაზეCDC: PHIL გამოსახულება ID 5340; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
ძირითადად ჩნდება ანოგენიტალურ რეგიონში, ექსპოზიციიდან 14-21 დღის შემდეგ (პირველადი ინფექცია).
ძირითადად მკვრივი, ერთეული და უმტკივნეულოა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: შანკრი პენისზე, მდებარეობს პენისის პროქსიმალურ ნაწილზე: პირველადი სიფილისური ინფექციაCDC/ ექიმი გავინ ჰარტი; ექიმი ნჯ ფიუმარა; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
პაციენტმა და ექიმმა შეიძლება ვერც შენიშნონ წყლული. ის სპონტანურად შეხორცდება.
ატიპიურ შემთხვევებში, წყლული მრავლობითია და მტკივნეული. კოინფექცია გენიტალური ჰერპესით ან შანკროიდით (რბილი შანკრი) შეიძლება იყოს მტკივნეული დაწყლულების მიზეზი. აივ კო-ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მრავლობითი წყლულები.
მეორეულ სიფილისში, ასევე შეიძლება განვითარდეს გენიტალიების ეროზიები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მეორეული სიფილისური დაზიანებები ვაგინაზეCDC/J. ფლედჯერი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
ლიმფადენოპათია
ზომიერად გადიდებული, რბილი რეგიონალური ლიმფადენოპათია, რომელიც დაკავშირებულია კლასიკურ სიფილისურ წყლულთან (შანკრი) პირველადი ინფექციის დროს.
მეორეულ სიფილისში შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ლიმფადენოპათია.
დიფუზური გამონაყარი
სიმეტრიული მაკულური, პაპულური, ან მაკულოპაპულური გამონაყარი მეორეულ სიფილისში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მეორეული სიფილისური პაპულო-სკვამოზური გამონაყარი ტანსა და სხეულის ზედა ნაწილებზეCDC / სიუზან ლინდსლი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: მეორეული სიფილისი, ვლინდება პიგმენტური მაკულები და პაპულები კანზეCDC / სიუზან ლინდსლი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
ხშირად ვრცელდება და მოიცავს ლორწოვან გარსებს.
შეიძლება აღინიშნოს დესქვამაციაც (აქერცვლა).
ძირითადად არ ახასიათებს ქავილი, ვრცელდება ტანზე, ხელისგულებზე, ფეხისგულებსა და სკალპზე.
მუქკანიან პაციენტებში შესაძლებელია ქავილიც.
შესაძლოა ახლდეს კონსტიტუციური (სისტემური) სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და შეუძლოდ ყოფნა.
იწყება ექსპოზიციიდან დაახლოებით 6-12 კვირის შემდეგ.
მკურნალობის გარეშე, მეორეული სიფილისის მქონე პირთა 25% ავლენს მეორეული სიფილისის მორეციდივე ეპიზოდებს გამონაყარისა და ცხელების თანხლებით.[9][19]
გამონაყარი ასევე გვხვდება თანდაყოლილ სიფილისში.
კონსტიტუციური სიმპტომები
როგორიცაა ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, მიალგია, დაღლილობა და ართრალგია მეორად სიფილისთან ერთად.
შეიძლება აერიოთ პირველად აივ ინფექციაში ან სხვა ხანგამოშვებით ვირუსულ ავადმყოფობაში.
მკურნალობის გარეშე, მეორეული სიფილისის მქონე პირთა 25% ავლენს მეორეული სიფილისის მორეციდივე ეპიზოდებს გამონაყარისა და ცხელების თანხლებით.[9][19]
დაღლილობა
გულსისხლძარღვთა სისტემის სიფილისის შედეგად (მესამეული დაავადება), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობაც.
შესაძლოა ასევე იყოს კონსტიტუციური სიმპტომი მეორეულ სიფილისში.
რინიტი (თანდაყოლილი სიფილისი)
ადრეული ტანადაყოლილი სიფილისის ნიშანი (ვლინდება <2 წლის ასაკში).
გამონადენი შესაძლოა იყოს ჩირქოვანი და სისხლიანი.
ჰეპატოსპლენომეგალია (თანდაყოლილი სიფილისი)
ადრეული ტანადაყოლილი სიფილისის ნიშანი (ვლინდება <2 წლის ასაკში).
ძირითადად ასოცირებულია დისემინირებული ინფექციის სხვა ნიშნებთან (გამონაყარი, ლორწოვანი გარსების დაწყლულება).
იშვიათი
კეროვანი ალოპეცია
შეიძლება განვითარდეს მეორეული სიფილისის დროს.
რბილი კონდილომა
ოდნავ ამოწეული, ან ბრტყელი, მრგვალი ან ოვალური პაპულები, რომლებიც დაფარულია ნაცრისფერი ექსუდატით.
მეორადი სიფილისის ნიშანი.
შეიძლება გამოვლინდეს პერინეუმის ნესტიან არეებში.
შესაძლოა აერიოთ გენიტალურ მეჭეჭებში.
მეხსიერების დარღვევა, შეცვლილი გუნება-განწყობილება, კონფუზია ან დემენცია
ნეიროსიფილისის შესაძლო ნიშნებია.[20]
თავის ტვინის ჩართულობა მესამეულ სიფილისის დროს იწვევს სხვადასხვა სინდრომის განვითარებას, მათ შორის კოგნიტიურ და მოტორულ აშლილობას. სინდრომებს ხშირად ჯგუფის სახით მოიხსენიებენ, როგორც "პროგრესულ პარეზს".
მხედველობის ცვლილებები
მხედველობის დაქვეითება შესაძლოა იყოს სიფილისური ირიტის ან უვეიტის გამოვლინების ნიშანი, რომელიც მეორეულ ინფექციაში გვხვდება.
არგილ-რობერთსონის გუგები
ორმხრივად პატარა, არარეგულარული გუგები, რომლებიც არ რეაგირებენ შეკუმშვით კაშკაშა სინათლეზე, მაგრამ იკუმშებიან აკომოდაციის დროს.
ზურგის ტვინის ტაბესის (ტაბეს დორსალის) ნიშანი, გვხვდება მესამეულ სიფილისში.
ვიბრაციის, პროპრიოცეფციისა და პოზიციის შეგრძნების დაკარგვა
დორსალური სვეტის დაკარგვა არის ზურგის ტვინის ტაბესის (ტაბეს დორსალის) ნიშანი, გვხვდება მესამეულ სიფილისში.
ატაქსია
ზურგის ტვინის ტაბესის (ტაბეს დორსალის) ნიშანი, გვხვდება მესამეულ სიფილისში.
ანალური და შარდის ბუშტის სფინქტერების კონტროლის დაკარგვა
ზურგის ტვინის ტაბესის (ტაბეს დორსალის) ნიშანი, გვხვდება მესამეულ სიფილისში.
დადებითი რომბერგის ნიშანი
ზურგის ტვინის ტაბესის (ტაბეს დორსალის) ნიშანი, გვხვდება მესამეულ სიფილისში.
დიასტოლური შუილი
კარდიოვასკულარუი სიფილისის შესაძლოა ნიშანი (მესამეული დაავადება).
დიასტოლური შუილი გულმკერდის მარცხენა კიდეზე მიუთითებს აორტულ რეგურგიტაციაზე, რაც ცშესაძლოა კარდიოვასკულარული სიფილისის (მესამეული დაავადება) შედეგად განვითარებული აორტიტით იყოს განპირობებული.
რბილი კვანძები ნეკროზული ცენტრით
გუმატოზური სიფილისის ნიშანია (ასევე ცნობილია, როგორც კეთილთვისებიანი მესამეული სიფილისი).
აზიანებს კანსა და შინაგან ორგანოებს.
დესტრუქციულმა გუმამ შეიძლება თანდათან ნორმალური ქსოვილი ჩაანაცვლოს.
სპონტანური აბორტი, მკვდრადშობადობა ან ახაკშობილის სიკვდილი (თანდაყოლილი სიფილისი)
თანდაყოლილი სიფილისის ნიშნებია.[67]
ნაადრევი მშობიარობა და საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება (თანდაყოლილი სიფილისი)
თანდაყოლილი სიფილისის ნიშნები.
ნეონათალური გამონაყარი კანზე (თანდაყოლილი სიფილისი)
შესაძლოა განვითარდეს ადრეული თანადაყოლილი სიფილისის დროს (ვლინდება <2 წლის ასაკში).
ეს გამონაყარი კანზე წააგავს მოზრდილებში მეორეული სიფილისის გამონაყარს. იგი ასევე შეიძლება იყოს უფრო გავრცელებული, ბულოზური ან პაპულონეკროზული, ან დესქვამაციით მიმდინარე.
თავდაპირველად, გამონაყარი შეიძლება იყოს ვეზიკულური, მცირე ზომის ბლისტერებით ხელისგულებსა და ფეხისგულებზე. ერითემატოზული ან მაკულოპაპულური გამონაყარი, რომელიც ხშირად სპილენძისფერია, შეიძლება გაჩნდეს სახეზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე. გამონაყარი ასევე შეიძლება გავრცელდეს პირის ღრუში, გენიტალიებსა და ანუსში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ეს იყო თანდაყოლილი სიფილისის შემთხვევა, რომელიც დასრულდა ახალშობილის სიკვდილითCDC: PHIL გამოსახულება ID 3510; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ამ ახალშობილს აღენიშნებოდა თანდაყოლილი სიფილისის სიმპტომები, მათ შორის დაზიანებები ორივე ფეხისგულებზეCDC: PHIL გამოსახულება ID 4148; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
დიდი წვივის ძვლის მოხრა (თანდაყოლილი სიფილისი)
ადრეული თანდაყოლილი სიფილისის ნიშანი (ვლინდება <->2 წლის ასაკში).
გამოწვეულია ნეონათალური ოსტეოქონდრიტით თანდაყოლილი სიფილისის დროს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: დიდი წვივის ძვლის ოსტეოპერიოსტიტი ("ცულისებრი წვივები")CDC/რობერტ ი. სამპერი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
ქალა-სახის მალფორმაცია (თანდაყოლილი სიფილისი)
ადრეული თანდაყოლილი სიფილისის ნიშანი (ვლინდება <->2 წლის ასაკში).
მოიცავს შუბლის ძვლის გამოწევას, მაღლა მდგომ კრანიუმს და უნაგირა ცხვირს.
კბილის პათოლოგიები (თანდაყოლილი სიფილისი)
ადრეული თანდაყოლილი სიფილისის ნიშანი (ვლინდება <->2 წლის ასაკში).
ჰაჩინსონის კბილები (კონუსის ფორმის, მწვერვალთან ნაჭდევების მქონე მჭრელები), თუთისებრი სარძევე კბილები, გუმბათის ფორმის მცირე ზომის გვირგვინოვანი მწვერვალით.
ცუდად მინერალიზებული კბილები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლურსმნის ფორმის, ჩანაჭდევებიანი ცენტრალური მჭრელი კბილები (ჰაჩინსონის კბილები)CDC/რობერტ ი. სამპერი; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
მანეკროზებელი ფუნიზიტი (თანდაყოლილი სიფილისი)
მანეკროზებელი ფუნიზიტი (ჭიპლარის ანთება) თითქმის სადიაგნოსტიკო ნიშანია თანდაყოლილი სიფილისისთვის. ძირითადად ფიქსირდება დღენაკლ ახალშობილებში, რომელთაც აღენიშნათ მკვდრადშობადობა ან სიკვდილი დაბადებიდან რამდენიმე კვირაში.
ჭიპლარს აქვს სპეციფიკური ფორმა, რომელიც ცნობილია "ზოლიანი სვეტის" სახელით. გამოწვეულია ჭიპლარის უჯრედშორისი ნივთიერების (მატრიქსის) ანთებით.[39]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
პირის ღრუს წყლული
შესაძლებელია გენიტალურ დაწყლულებასთან თანაარსებობა.
გვხვდება როგორც პირველად, ასევე მეორეულ ინფექციაში.
მეორეული ინფექციის შემთხვევაში, პირის ღრუს წყლულები (ლოკოკინას ნაკვალევი წყლულები) ძირითადად გვხვდება სხვა სიმპტომებთან და ნიშნებთან ერთად, როგორიცაა გამონაყარი და ცხელება.
უსიმპტომო დადეით სეროლოგიასთან ერთად (ლატენტური სიფილისი)
ლატენტური სიფილისი განიმარტება, როგორც სიფილისის დადებითი სეროლოგია კლინიკური ნიშნების გამოვლენის გარეშე.
პირველადი სიფილისის წყლულები შესაძლოა ვერ შეამჩნიონ პაციენტმა და ექიმმა.
იშვიათი
ტრემორი
მესამეული დაავადების შესაძ₾ოა ნიშანი თავის ტვინის ჩართულობით.
თავის ტვინის ჩართულობა მესამეულ სიფილისის დროს იწვევს სხვადასხვა სინდრომის განვითარებას, მათ შორის კოგნიტიურ და მოტორულ აშლილობას. სინდრომებს ხშირად ჯგუფის სახით მოიხსენიებენ, როგორც "პროგრესულ პარეზს".
თავის ტკივილი
შესაძლოა მიუთითებდეს ნევროლოგიურ ჩართულობაზე.
შეიძლება თან ახლდეს კისრის გაშეშება.
მენინგიზმი
შესაძლოა მიუთითებდეს ნევროლოგიურ ჩართულობაზე.
თვალის ტკივილი
შესაძლოა იყოს სიფილისური ირიტის ან უვეიტის გამოვლინების ნიშანი, რომელიც მეორეულ ინფექციაში გვხვდება.
სმენის დაკარგვა
ნეიროსიფილისის დროს კრანიალური ნერვებიდან ყველაზე ხშირად მე-8 კრანიალური ნერვი ზიანდება.
სმენის დაკარგვა შეიძლება იყოს როგორც ადრეული, ისე მოგვიანებითი სიფილისის სიმპტომი და ნიშანი.
შესაძლოა განვითარდეს გვიანი თანადაყოლილი სიფილისის დროს (ვლინდება >2 წლის ასაკში).
გულყრები
მიუთითებს ნევროლოგიურ ჩართულობაზე.
პერიფერული ედემა
ვითარდება ნეფროზული სინდრომის დროს, რომელიც გვხვდება ვასკულიტის შედეგად მეორეულ სიფილისში.
სიყვითლე
შესაძლოა მიუთითებდეს ჰეპატიტზე, რომელიც ვითარდება ვასკულიტის შედეგად მეორეულ სიფილისში.
პერიფერიული ნეიროპათია
ნეიროსიფილისის ნიშანია.
ძირითადად ეხება ქვედა კიდურებს.
არეფლექსია
შეიძლება გამოვლინდეს ნეიროსიფილისის ნებისმიერი ფორმის დროს.
სტენოკარდია
გულსისხლძარღვთა სისტემის სიფილისის შედეგია (მესამეული დაავადება).
ქოშინი
გულსისხლძარღვთა სისტემის სიფილისის შედეგად (მესამეული დაავადება), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობაც.
სიფილისით გამოწვეული აორტის ანევრიზმა თითქმის ყოველთვის აზიანებს გულმკერდის აორტას (განსაკუთრებით ასწვრივ ნაწილს), რაც იწვევს გულის უკმარისობას.
ორგანომეგალია
გუმატოზური სიფილისის დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანომეგალია და გახდეს ინფილტრაციული ან დესტრუქციული.
კანის ან შინაგანი ორგანოების პერფორაცია ან სტრუქტურის კოლაფსი
შეიძლება განვითარდეს გუმატოზური სიფილისის შედეგად.
ნეონათალური ნევროლოგიური პათოლოგიები (თანდაყოლილი სიფილისი)
შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სიმპტომებს, როგორიცაა გულყრები, მენინგიტი, ობსტრუქციული ჰიდროცეფალია და კრანიალური ნერვების დამბლა.
რისკფაქტორები
ძლიერი
სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულ პირთან
პირველადი ან მეორეული სიფილისის მქონე პირთან სქესობრივი კავშირის შემდეგ სიფილისის გადადების რისკი მერყეობს 30%-დან 60%-მდე.[19]
მამაკაცი, რომელსაც აქვს სექსი მამაკაცთან (MSM)
აღინიშნება მომატებული რისკი, განსაკუთრებით აივ კოინფექციის, ნარკოტიკების მოხმარების, როგორიცაა მეტამფეტამინი, ან რამდენიმე სქესობრივი პარტნიორის ყოლის შემთხვევაში.[23][24]
2021 წელს შეერთებულ შტატებში პირველადი და მეორადი სიფილისის ყველა დაფიქსირებული შემთხვევის თითქმის ნახევარი (46.5%) დაფიქსირდა MSM-ში.[11]
ნარკოტიკების მოხმარება
ასოციაცია განპირობებულია ფულისა ან ნარკოტიკების სანაცვლოდ, განსაკუთრებით კრეკ კოკაინის, სექსის შეთავაზებით.[25]
კომერციული სექს-მუშაკები
ასოციაცია განპირობებულია ფულისა ან ნარკოტიკების სანაცვლოდ, განსაკუთრებით კრეკ კოკაინის, სექსის შეთავაზებით.[25]
მრავალი სქესობრივი პარტნიორი
სქესობრივად გამდამდები ყველა დაავადების რისკფაქტორი.
მნიშვნელოვანია სიფილისის ეპიდემიოლოგიისათვის.[23]
აივ ან სქესობრივად გადამდები სხვა დაავადებების მქონე ადამიანები
განპირობებულია დაუცველი სქესობრივი კავშირით, რაც ზრდის სქესობრივად გადამდები დაავადებების რისკს.
ყველა პაციენტს, რომელიც აივ ინფიცირებულია, უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი სიფილისზე, ისევე, როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიმართ მაღალი რისკის მქონე პირებს, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება დიაგნოსტირება.
სიფილისი ორსულობისას (თანდაყოლილი სიფილისის რისკი)
ნაყოფი ინფექციას იძენს დაინფიცირებული დედისგან. დედის სიფილისის არასაკმარისი მკურნალობა იწვევს თანდაყოლილი სიფილისის შემთხვევების ერთ მესამედს.[26]
შესაძლოა გამოიწვიოს სპონტანური აბორტი, მკვდრადშობადობა ან ახალშობილის სიკვდილი.[3]
სიფილისის სკრინინგი პირველი ანტენატალური ვიზიტის დროს მიზნად ისახავს ასიმპტომური ინფიცირებული ქალების იდენტიფიცირებას და მკურნალობას, რითაც თავიდან აიცილებს ტრანსპლაცენტური გადაცემას.[27] აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას უწევს სიფილისის სკრინინგის განმეორებას გესტაციის 28 კვირაში და მშობიარობის დროს ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ სიფილისის ინფექციის მაღალი რისკი. ორსულობის დროს სიფილისის ინფექციის რისკ-ფაქტორები მოიცავს კომერციულ სქესობრივ მუშაობას, ნივთიერების ბოროტად გამოყენების ისტორიას, სექსს მრავალ პარტნიორთან, გვიან შესვლა ანტენატალურ მკურნალობაში (ანუ პირველი ვიზიტი მეორე ტრიმესტრში ან მოგვიანებით) ან ანტენატალური მოვლის გარეშე, არასტაბილური საცხოვრებელი ან უსახლკარობა. და ქალის ან მისი პარტნიორის პატიმრობა.[8]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას