სკრინინგი

სკრინინგი სიფილისზე მნიშვნელოვანია შემდეგი მიზეზების გამო:

  • სიფილისის ინფექცია ხშირად უსიმპტომოა, მაგრამ ძალიან გადამდები.

  • მკურნალობის გარეშე, იგი იწვევს საშვილოსნოსშიდა სიკვდილობას და მნიშვნელოვან ავადობას თავდაპირველი ინფექციიდან მრავალი წლის შემდეგ.

  • სიფილისის ინფექცია ადრეულ სტადიაზე განკურნებადია მკურნალობის შედეგად და შესაძლებელია დაავადების პროგრესიის შეჩერება, ასევე ინფექციის შემდგომი ტრანსმისიის პრევენცია.

  • სიფილისი არის აივ ტრანსმისიის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი.

სკრინინგი უტარდებათ:

  • ასიმპტომური პაციენტები, რომლებიც არიან სიფილისის ინფექციის რისკის ქვეშ[1][74]

  • ორსულები[8][31][64][65][75]

  • სისხლის დონორებს.[76]

სკრინინგის ტესტები

ბევრ ლაბორატორიაში იყენებენ 'საპირისპირო თანმიმდევრობის სკრინინგის ალგორითმს', რომლის დროსაც ტრეპონემიული სეროლოგიის ტესტი გამოიყენება, როგორც საწყისი სკრინინგის ტესტი (ჩვეულებრივ, ტრეპონემული ფერმენტული იმუნოანალიზი).[74] ტრეპონემიული ტესტი გამოავლენს ინფექციის მქონე პაციენტებს, მაგრამ მას არ შეუძლია განასხვავოს აქტიური ინფექცია (ე.ი. ამჟამად არ გადის მკურნალობას ან არასრულად აქვს გავლილი მკურნალობა) გადატანილი (მკურნალობა) ინფექციისგან.[8][42]

ცრუ-უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოვლინდეს ინკუბაციურ პერიოდში და პირველადი სიფილისის ადრეულ ეტაპზე. ცრუ-დადებითი შედეგები შესაძლოა გამოვლინდეს სხვა არასქესობრივად გადამდები ტრეპონემული ინფექციის დროს (მაგ: ტროპიკული სიფილისი, კანის სოკოვანი დაიზიანება, ენდემური სიფილისი).[45]

თუ ტრეპონემული ტესტი დადებითია, დიაგნოზის დასადასტურებლად და აქტიური დაავადების ან ხელახალი ინფექციის მტკიცებულების მისაღებად ტარდება არა-ტრეპონემული ტესტი, როგორიცაა ვენერიული დაავადებების კვლევითი ლაბორატორია (VDRL) ან პლაზმის რეაგენტის სწრაფი ტესტი (RPR). ამ ტესტებმა შესაძლოა უზრუნველყოს დაავადების აქტივობის რაოდენობრივი შეფასება (ტიტრი) მკურნალობის წარსამართად. თუ არატრეპონემური ტესტი შემდგომში უარყოფითია, მაშინ უნდა ჩატარდეს სხვა ტრეპონემური ტესტი - სასურველია Treponema pallidum ნაწილაკების აგლუტინაციის ანალიზი ან ტრეპონემური ანალიზი ორიგინალური ტესტისგან განსხვავებული ანტიგენების საფუძველზე - უნდა ჩატარდეს საწყისი ტესტის შედეგების დასადასტურებლად.[8]

სკრინინგის ალტერნატიული მიდგომა გულისხმობს საწყისი ტესტის სახით არა-ტრეპონემული ტესტის (VDRL ან RPR) გამოყენებას. დადებითი შედეგები უნდა დადასტურდეს ტრეპონემული ტესტით, რადგან შესაძელებელია ცრუ დადებითი შედეგების მიღება სხვა სამედიცინო მდგომარეობების გამო (ორსულობა, აუტოიმუნური დაავადება, სხვა ინფექციები).

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) გამოსცა გაფრთხილება ცრუ დადებითი RPR შედეგების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია COVID-19 ვაქცინაციასთან. RPR ცრუ რეაქტიულობა დაფიქსირდა ზოგიერთ ადამიანში ვაქცინის მიღებიდან სულ მცირე 5 თვის განმავლობაში. პრობლემა გამოვლენილია Bio-Rad BioPlex 2200 Syphilis Total & RPR ტესტის კომპლექტში. ჯერ არ არის ცნობილი, სხვა RPR ტესტები ანალოგიურად იმოქმედებს თუ არა. ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, რომლებიც იყენებენ Bio-Rad BioPlex 2200 Syphilis Total & RPR ტესტის კომპლექტს, FDA რეკომენდაციას უწევს დამადასტურებელი ტესტირების ჩატარებას ყველა რეაქტიული შედეგისთვის. პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სიფილისზე, რომლებმაც მიიღეს COVID-19 ვაქცინა, და რომელთა კლინიკური პრეზენტაცია და ეპიდემიოლოგიური მოსაზრებები მხარს არ უჭერს სიფილისის რეინფექციას, BioPlex 2200 Syphilis Total & RPR ტესტის ნაკრებიდან მიღებული რეაქტიული RPR შედეგები უნდა დადასტურდეს RPR ტესტის გამოყენებით სხვადასხვა მწარმოებელი.[47]

რესურსებით შეზღუდულ ქვეყნებსა და არაკლინიკურ პირობებში, სწრაფი, პალატაში ტესტირების (POC) მეთოდები (რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ), შესაძლოა დიდ როლს თამაშობდეს სიფილისის კონტროლსა და უარყოფითი შედეგების პრევენციაში, რომლებიც დაკავშირებულია ორსულობისას სიფილისის მიმდინარეობასთან.[75][77][78]

სკრინინგი STD კლინიკაში

ყველა პაციენტს, რომლებსაც აქვთ სქესობრივად გადამდები დაავადება, უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი სიფილისზე, ისევე, როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიმართ მაღალი რისკის მქონე პირებს, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება დიაგნოსტირება.[74] ეს მოიცავს მამაკაცებს, რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (MSM), აივ-ინფიცირებულ პაციენტებს, ადამიანებს მრავალი სქესობრივი პარტნიორით, კომერციულ სექს-მუშაკებს, ნარკოტიკებისა და სექს-მომსახურების სფეროში ჩართულ პირებს.[1][11]​​[74][79][80]​ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს: სიფილისისთვის ნიმუშების თვითშეგროვება შეიძლება ჩაითვალოს დამატებით მიდგომად სგგი ტესტირების სერვისების მიწოდებისთვის, თუმცა ამ რეკომენდაციას აქვს მტკიცებულების დაბალი სიზუსტე.[81]

ანტენატალური სკრინინგი

ყველა ორსული ქალის სკრინინგი სიფილისის ინფექციაზე რეკომენდირებულია აშშ-ს პრევენციული სერვისების სამუშაო ჯგუფის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ჯანმო-ს და დიდი ბრიტანეთის ეროვნული სკრინინგის კომიტეტის მიერ.[7][8][74][75][82] NSC: the UK NSC recommendation on syphilis screening in pregnancy Opens in new window

სიფილისის სეროლოგიური ტესტი უნდა ჩაუტარდეს ნებისმიერ ორსულ ქალს, პირველი ანტენატალური ვიზიტის დროს ან ორსულობის რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე.[8][75] სეროლოგია ხელახლა უნდა განმეორდეს გესტაციის 28-ე კვირაში და მშობიარობისას სიფილისის ინფექციის მაღალი რისკის მქონე ქალებისთვის.[8] ქალებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ანტენატალური დახმარება მშობიარობამდე ან იმყოფებოდნენ ორსულობის დროს სიფილისის ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ, უნდა განესაზღვროთ მათი სეროლოგიური სტატუსი, სანამ ისინი ან მათი ჩვილი საავადმყოფოდან გაეწერებიან. არც დედა და არც ბავშვი არ უნდა გაწერონ საავადმყოფოდან, თუ არ ექნებათ დედის ერთხელ მაინც დოკუმენტირებული სეროლოგიური სტატუსი თუნდაც ორსულობისას [8] ანტენათალური სკრინინგი არის ხარჯთეფექტური, დაბალი პრევალენტობის რეგიონებშიც კი.[83]

ნებისმიერ ქალს, რომელიც მკვდრადშობილ ახალშობილს გააჩენს გესტაციის 20 კვირის შემდეგ, უნდა გაიაროს ტესტი სიფილისზე.

ყველა ორსულ ქალს, რომელსაც აქვს სიფილისი და ყველა ჩვილი და ბავშვი რომელთაც აქვთ თანდაყოლილი სიფილისის მაღალი რისკი, უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება აივ-ზე; დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ აივ-ზე ტესტირებას, როგორც რუტინული ანტენატალური მოვლის ნაწილი.[8][64][65]

ანტენატალური სკრინინგი ავლენს სიფილისის ინფექციას უსიმპტომო ორსულ ქალებში, რაც მკურნალობის შედეგად ინფექციის პრევენციას განაპირობებს ახალშობილებში (თანდაყოლილი სიფილისი), და სხვა დაკავ შირებულ რისკებს, როგორიცაა სპონტანური აბორტი, მკვდრადშობადობა ან ახალშობილის სიკვდილი.[67] მტკიცებულება მტკიცედ უჭერს მხარს სიფილისის სკრინინგსა და ადრეულ მკურნალობას, როგორც მკვდრადშობადობისა და სხვა ანომალიების პრევენციის მეთოდს.[31][82][84][85][86][87][88]

კლინიკებმა, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილზე სიფილისის სწრაფ ტესტირებას და დაუყოვნებელ მკურნალობას პოზიტიური შემთხვევებისთვის და პაციენტთა პარტნიორებისთვის, შესაძლოა შეამციროს თანდაყოლილი სიფილისის სიხშირე რეგიონებში, სადაც ნაკლები ცოდნა აქვთ სიფილისის ინფექციების შესახებ, და პრობლემატური წვდომა სიფილისის ანტენატალურ სკრინინგ სერვისებთან პოტენციური განსახილველი სკითხებია.[89]

დაბალი რისკის უსიმპტომო პოპულაციის სკრინინგი

სკრინინგი არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტი უსიმპტომოა და არ არის სიფილისის ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ. ზოგად პოპულაციაში სიფილისის დაბალი სიხშირისა და შესაბამისად სკრინინგის დაბალი ეფექტურობის გამო, სკრინინგის პოტენციური ზიანი (მაგ. ცრუ დადებითები) დაბალი სიხშირის პოპულაციაში სჭარბობს სარგებელს.[74]

აივ და სხვა სგდ სკრინინგი

სიფილისის მქონე ყველა პაციენტი უნდა გადიოდეს სკრინინგს ქლამიდიაზე, გონორეაზე და სხვა სისხლისმიერ ვირუსებზე, როგორიცაა B და C ჰეპატიტები. სიფილისის მქონე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს აივ სკრინინგიც.[8] სიფილისი არის აივ ტრანსმისიის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი.[19] კოინფექცია არაპროპორციულად ხშირია MSM ჯგუფში, განსაკუთრებით ანტირეტროვირუსული თერაპიის დროს.[23][38] აივ ინფექციის მქონე პაციენტებში სიფილისზე ტესტირებისა და მკურნალობის ჩასატარებლად აუცილებელია ექიმს ქონდეს მაღალი ეჭვი ამ მდგომარეობაზე. გეოგრაფიულ რაიონებში, სადაც აივ-ის პრევალენტობა მაღალია, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სიფილისი, უნდა ჩაუტარდეთ ხელახალი ტესტირება აივ-ზე 3 თვის შემდეგ, თუნდაც პირველი აივ ტესტის შედეგი უარყოფითი იყოს, და შესთავაზონ აივ-ის წინასწარი ექსპოზიციის პროფილაქტიკა (PrEP).[8] აივ ინფიცირებულ პაციენტებში, ინფექციაზე სეროლოგიური პასუხი შეიძლება იყოს ატიპიური: მაღალი, დაბალი ან ცვალებადი (არამდგრადი) ტიტრები.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას