პროგნოზი
ინფექციის ბუნებრივი მიმდინარეობა
ინფექცია განკურნებადია, ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულების შემთხვევაში. თუმცა, შესაძლებელია რე-ინფექცია, სიფილისის განმეორებითი ზემოქმედებით.
ორგანო-სპეციფიკური ჩართულობის ბუნებრივი მიმდინარეობა დამოკიდებულია სიფილისის სტადიაზე დიაგნოსტირების დროს და მკურნალობის ადეკვატურობაზე. ორგანო-სპეციფიკური გართულებების განმეორებით შესაფასებლად საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია (მაგ. კარდიოლოგიური შეფასება აორტული რეგურგიტაციის დროს; ნევროლოგის კონსულტაცია ზურგის ტვინის ტაბესის შესაფასებლად).
სეროლოგიური ტესტების შედეგები
ტრეპონემის მიმართ სპეციფიკური ტესტები რეაქტიული რჩება ცხოვრების მანძილზე; შესაბამისად, მათ არ აქვთ უნარი განასხვაონ მიმდინარე (აქტიური) და გადატანილი ინფექციები. მათი გამოყენება მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგისთვისაც არ ხდება.
პაციენტებს უნდა აუხსნან, რომ მომავალში ტრეპონემების მიმართ სპეციფიკური ტესტირებით შესაძლებელი იქნება ნამკურნალები სიფილისის ინფექციის გამოვლენა.
არა-ტრეპონემული ტესტებით ვლინდება ტიტრების შემცირება ან არა-რეაქტიულობა (უარყოფითი პასუხი) ეფექტური მკურნალობის ფონზე. შესაბამისად, ეს ტესტები გამოიყენება რაოდენობრივ მარკერად მკურნალობაზე პასუხის განსაზღვრისთვის. ტიტრები ძირითადად ოთხჯერ უნდა შემცირდეს პირველადი ან მეორადი სიფილისის მკურნალობიდან 12 თვის განმავლობაში და ლატენტური ან გვიანი სიფილისის მკურნალობიდან 24 თვის განმავლობაში.[8][33]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას