მტკიცებულება
ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.
BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები
მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.
ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ მნიშვნელოვან კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ გაიდლაინში (და მის საფუძვლად აღებული სისტემატური მიმოხილვაში) მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.
მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე, სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს. თუმცა, ეს დაზუსტებული არ არის და ახალმა მტკიცებულებებმა მომავალში შესაძლოა რეკომენდაცია შეცვალოს.
პოპულაცია: ადრეული სიფილისის მქონე ზრდასრულები ან მოზარდები
ინტერვენცია: აზითრომიცინი
შედარება: ბენზატინ ბენზილპენიცილინი
შედეგები | ეფექტიანობა (BMJ შეფასება)? | მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)? |
---|---|---|
სეროლოგიური განკურნება | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | ძალიან დაბალი |
კლინიკური განკურნება | არ არის განსაზღვრადი ᵃ | მაღალია |
ჯარიშ–ჰერქსჰეიმერის რეაქცია | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | დაბალი |
გულისრევა | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | დაბალი |
ღებინება მედიკამენტის გამოყენებიდან 2 საათის ფარგლებში | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | დაბალი |
დიარეა | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | დაბალი |
მძიმე არასასურველი მოვლენები (გარდა სიკვდილისა) | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | დაბალი |
კანი (გამონაყარი, ცხელება) | სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის | დაბალი |
მედიკამენტთან დაკავშირებული (ცხელება, ტკივილი) | უფრო ხშირია ბენზათინ ბენზილპენიცილინის გამოყენების დროს, აზითრომიცინთან შედარებით (უპირატესია ინტერვენციის ჯგუფი) | დაბალი |
ცენტრალური ნერვული სისტემა (თავბრუსხვევა, თავის ტკივილი) | უფრო ხშირია აზითრომიცინის დროს, ბენზათინ ბენზილპენიცილინთან შედარებით (უპირატესობა ენიჭება საკონტროლო ჯგუფს) | დაბალი |
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (დიარეა, გულისრევა) | უფრო ხშირია აზითრომიცინის დროს, ბენზათინ ბენზილპენიცილინთან შედარებით (უპირატესობა ენიჭება საკონტროლო ჯგუფს) | დაბალი |
რეკომენდაციები წყარო გაიდლაინის მიხედვით
როდესაც ბენზათინ ბენზილპენიცილინის ან პროკაინ ბენზილპენიცილის გამოყენება ვერ ხერხდება (მაგ. პენიცილინის მიმართ ალერგიის გამო) ან არ არის ხელმისაწვდომი (მარაგის გათავების მიზეზით), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გაიდლაინი რეკომენდაციას იწევს დოქსიციკლინისᵇ პერორალურად ან ცეფტრიაქსონისᵇ კუნთშიდა გზით გამოყენებას, ან კონკრეტულ გარემოებებში, აზითრომიცინისᵇ პერორალურად გამოყენებას (პირობითი რეკომენდაცია, რომელიც ეფუძნება ძალიან დაბალი ხარისხის მტკიცებულებებს).
შენიშვნა:
შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევებში აზითრომიცინი სარგებლიანი აღოჩნდეს, როდესაც აზითრომიცინის მიმართ ლოკალური მგრძნობელობა აღინიშნება.
ᵃ გაიდლაინში ნათქვამია, რომ ყველა პაციენტი მკურნალობის და საკონტროლო ჯგუფში კლინიკურად განიკურნა.
ᵇ იხ. გაიდლაინი ამ მედიკამენტის შესახებ მკურნალობის დოზირების და ხანგრძლივობის რეკომენდაციების გასაცნობად.
მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას