პირველადი პრევენცია

მნიშვნელოვანია განათლება უსაფრთხო სექსის შესახებ.[28] შეძენილი სიფილისის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს კონდომების რეგულარული და სწორი გამოყენება.[1][29] თუმცა, ორალურ-გენიტალური სექსი წარმოადგენს გავრცელების მნიშვნელოვან გზას და შესაძლოა გამოვლინდეს მიუხედავად კონდომების გამოყენებისა.[1][18] არ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მამაკაცების წინდაცვეთა ამცირებს სიფილისის სიხშირეს.[30] სისხლის დონაციისა და ორსულების ანტენათალური მკურნალობის პროგრამებში ჩართულია ეროვნული სკრინინგ პროგრამა.[31] NSC: the UK NSC recommendation on syphilis screening in pregnancy Opens in new window ანტენათალური სკრინინგის მიზანია უსიმპტომო ქალების გამოვლენა და მკურნალობა, შესაბამისად ტრანსპლაცენტური გადაცემის პრევენცია.[27]

ერთ-ერთი არაბრმა რანდომული კვლევით დადგინდა, რომ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა ერთჯერადი დოქსიციკლინით მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჰომოსექსუალ მამაკაცებში ამცირებს სიფილისის რისკს ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკის ჩაუტარებლობასთან შედარებით მე-10 თვეს კონტროლის დროს (საშიშროების თანაფარდობა: 0.27; 95% CI: 0.07 to 0.98; p = 0.047).[32]

მეორეული პრევენცია

სიფილისის მქონე ყველა პაციენტი უნდა გადიოდეს სკრინინგს ქლამიდიაზე, გონორეასა და სხვა სისხლისმიერ ვირუსებზე, როგორიცაა B და C ჰეპატიტები. სიფილისის მქონე ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს აივ სკრინინგიც.[8] გეოგრაფიულ რაიონებში, სადაც აივ-ის პრევალენტობა მაღალია, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სიფილისი, უნდა ჩაუტარდეთ ხელახალი ტესტირება აივ-ზე 3 თვის შემდეგ, თუნდაც პირველი აივ ტესტის შედეგი უარყოფითი იყოს, და შესთავაზონ აივ-ის წინასწარი ექსპოზიციის პროფილაქტიკა (PrEP).[8]სიფილისი არის აივ-ის გავრცელების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი.[19] სიფილისის მქონე ყველა პაციენტს უნდა შევთავაზოთ ვაქცინაცია B ჰეპატიტის მიმართ. აუცილებელია დადასტურებული სიფილისის მქონე პაციენტების სქესობრივი პარტნიორების სკრინინგი და ემპირიული მკურნალობის შეთავაზება, თუ კონტროლზე მოსვლა პრობლემატურია.[8]

სგდ მომსახურების ცენტრების გაძლიერებას მნიშვნელოვან ოლს თამაშობს სგდ-ს კონტროლში.[100]

პრევენციული მკურნალობა, როდესაც დაინფიცირებულ პირთან სქესობრივ კონტაქტს აქვს ადგილი:[8]

  • იმ პირების სქესობრივი პარტნიორებისათვის, რომლებსაც პირველადი, მეორეული ან ადრეული ლატენტური სიფილისის დიაგნოზი დაესვათ 90 დღის პერიოდში ბოლო კონტაქტიდან, აუცილებელია ემპირიული მკურნალობა, იმ დაშვებით, რომ სეროუარყოფითობის მიუხედავადაც შეიძლება ისინიც იმფიცირებულები იყვნენ. სიფილისის მქონე პირების პარტნიორების 30-60%-ს განუვითარდება ინფექცია.[19]

  • იმ პირების სქესობრივი პარტნიორებისათვის, რომლებსაც პირველადი, მეორეული ან ადრეული ლატენტური სიფილისის დიაგნოზი დაესვათ 90 დღის პერიოდში ბოლო კონტაქტიდან, აუცილებელია ემპირიული მკურნალობა იმ შემთხვევაში, თუ სეროლოგია ხელმისაწვდომი არ არის და პრობლემური შეიძლება იყოს კლინიკაში პაციენტის დაბრუნება.

  • ლატენტური სიფილისის მქონე პირების პარტნიორების მკურნალობა დამოკიდებულია კლინიკურ შეფასებასა და სეროლოგიურ კვლევებზე.

რისკის დროის ინტერვალები:[8]

  • პირველადი სიფილისი: ექსპოზიცია მკურნალობამდე 3 თვით ადრე, პლუს სიმპტომების ხანგრძლივობა.

  • მეორედი სიფილისისთვის: 6 თვე პლუს სიმპტომების ხანგრძლივობა.

  • ლატენტური სიფილისის ადრეული ეტაპი: 1 წელი.

სიფილისის აღმოჩენა და მკურნალობა გამოყენებული უნდა იყოს უსაფრთხო სექსის შესახებ კონსულტაციის გასაწევად, კონდომების გამოყენების წასახალისებლად, ჯანმრთელობის რისკებზე სასაუბროდ, რომლებიც მაღალი რისკის შემცველი ქცევების შედეგია, როგორიცაა ნარკოტიკების გამოყენება. უსაფრთხო სქესობრივი კავშირის წასახალისებელი პირობითი ინიციატივები, რომლებშიც ნაღდი ფულით ხდებოდა წახალისება, გარკვეულად წარმატებული იყო ტანზანიის სოფლებში.[101]

ძალადობის შემთხვევებში, დიდი ბრიტანეთის გაიდლაინებით რეკომენდებულია პროფილაქტიკა იმ შემთხვევაში, თუ მოძალადეს აქვს დადასტურებული ინფექციური სიფილისი.[50]

აშშ-ში სიფილისი შეტყობინებადი დაავადებაა ეროვნულ დონეზე აშშ დაავადებათა კონტროლისა და ნპრევენციის ცენტრების შესაბამისად. დეტალური ინფორმაციისათვის, ჯანდაცვის პროვაიდერები უნდა დაუკავშირდნენ ჯანდაცვის ადგილობრივ დეპარტამენტებს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას