განხილვები პაციენტთან
პაციენტებს უნდა აუხსნან, რომ მომავალში ტრეპონემების მიმართ სპეციფიკური ტესტირებით შესაძლებელი იქნება ნამკურნალები სიფილისის ინფექციის გამოვლენა.
ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე, ყველა პაციენტს უნდა ეცნობოს ჯარიშ-ჰერქსჰეიმერის შესაძლოა რეაქციის შესახებ, განსაკუთრებით ადრეული სიფილისის შემთხვევებში. ეს რეაქცია ვლინდება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდნ პირველ 24 საათში, ტრეპონემების სწრაფი განადგურების შედეგად. რეაქცია ხასიათდება მწვავე ცხელებით, თავის ტკივილითა და მიალგიით. ორსულ ქალებში, რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დისტრესი და ნაადრევი მშობიარობა.[8]
პირველადი სიფილისის მქონე პაციენტებს უნდა ურჩიოთ სქესობრივი კონტაქტისაგან თავის შეკავება (მათ შორის ორალური სექსი) სანამ დაზიანებები არ შეხორცდება. კერძოდ, სექსუალური აქტივობისგან თავის შეკავება რეკომენდებულია მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც პირველადი სიფილისის დაზიანებები სრულად განიკურნება, ხოლო 2 კვირამდე თერაპიის დასრულების შემდეგ.[4]
სიფილისის ინფექციის შესახებ სოციალური სტიგმა ჯერ კიდევ არსებობს და, შესაბამისად, პაციენტი შესაძლოა წუხდეს მომავალში ამ ფაქტის გამჟღავნების გამო (მაგ: ანტენატალური სკრინინგის დროს).
აუცილებელია სქესობრივი პარტნიორების მოძიება, რათა გამოიკვლიონ უსიმპტომო პაციენტები, სიფილისის მაღალი რისკით.[42]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას