სკრინინგი

ტუბერკულოზი (TB)

აივ-ინფიცირებული ყველა პაციენტი უნდა შემოწმდეს ლატენტურ ტუბერკულოზზე, მათი ტუბერკულოზური რისკის მიუხედავად.[1][191][192]​​​ ლატენტურ ინფექციაზე ყოველწლიური ტესტირება რეკომენდებულია აივ ინფიცირებულ იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ან რჩებიან განმეორებითი ან მიმდინარე ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ აქტიური ტუბერკულოზის მქონე ინდივიდებათან.[1]

შორსწასული აივ ინფექციის მქონე ინდივიდები, (CD4 უჯრედების რაოდენობა <200 უჯრედი/მიკროლიტრში), რომელთა დიაგნოსტიკური ტესტები უარყოფითია ლატენტურ ტუბერკულოზურ ინფექციაზე( LTBI), ასევე არ არის რაიმე ჩვენება LTBI- ემპირიული მკურნალობის დაწყებისთვის, საჭიროა ხელახალი ტესტირება ლატენტურ ტუბერკულოზურ ინფექციაზე მას შემდეგ, რაც დაიწყებენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას და CD4 უჯრედების რაოდენობა მიაღწევს 200 უჯრედი/მიკროლიტრში ან უფრო მაღალ რაოდენობას.[1]

ტოქსოპლაზმოზი

აივ-ინფიცირებული ყველა პაციენტი უნდა იყოს ტესტირებული Toxoplasma gondii-ს ექპოზიციაზე. ამისათვის იზომება ანტი-Toxoplasma gondii იმუნოგლობულინი G (IgG) მკურნალობის დაწყებისას.[1]

დადებითი შედეგების შემთხვევაში პირველადი პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს, როცა CD4 უჯრედების რაოდენობა ნაკლებია 100 უჯრედი/მიკროლიტრზე.[1] თუ შედეგები უარყოფითია, პაციენტს უნდა ურჩიონ თავიდან აირიდოს ინფექცია (თავიდან აირიდოს დაუმუშავებელი ხორცი და კატის ფეკალურ მასებთან კონტაქტი).[1]

და

თუ პაციენტის CD4 უჯრედების რაოდენობა ≤100 უჯრედი/მიკროლიტრზე, განსაკუთრებით თუ CD4 ≤50 უჯრედი/მიკროლიტრზე, რეკომენდებულია შრატში კრიპტოკოპულ ანტიგენზე რუტინული ტესტირება თუ აივ ახალი დიაგნოსტირებულია და მენინგიტის გამოხატული ნიშნები არ არის. დადებითი ტესტის შემთხვევაში საჭიროა თავზურგტვინის სითხის შეფასება მენინგიტის გამოსაკვლევად.[1][70]

კოკციდიოიდომიკოზი

უსიმპტომო პაციენტებმა, რომლებიც ცხოვრობენ კოქციდიოიდომიკოზის ენდემურ რეგიონებში და CD4 უჯრედების რაოდენობა აქვთ ≤250 უჯრედი/მიკროლიტრში, ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ IgM და IgG სეროლოგიური სკრინინგი Coccidioides სახეობებისთვის.[193]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას