ახალი ტიპის მკურნალობა

დისემინირებული დაავადება Mycobacterium avium complex (MAC)

ეთიონამიდი, თიაცეტაზონი (ბევრ ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი) და ციკლოსერინი კომბინირებული იყო პირველი რიგის აგენტებთან ერთად, როგორც "მხსნელი" რეჟიმი და შეიძლება იყოს აქტიური. თუმცა მათი როლი ამ მხრივ არ არის კარგად განსაზღვრული და დაკავშირებულია მნიშვნელოვან ტოქსიკურობასთან.[234] მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევები მიმდინარეობს, მონაცემები კვლავ არასაკმარისია იმისთვის რომ იმუნომოდულატორების დამხმარე თერაპიად გამოყენების რეკომენდაციები გაიცეს.[1]

კრიპტოკოკული მენინგიტი

არსებობს მცირე მონაცემები ახალი ტრიაზოლების კრიპტოკოკოზის მქონე პაციენტებში გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორიცაა ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი, როგორც პირველადი ასევე მეთვალყურეობითი თერაპიისთვის. ვორიკონაზოლის გამოყენება სიფრთხილითაა საჭიროა პროტეაზას ინჰიბიტორებთან და ეფავირენზთან ერთად.[1][235]​ აივ-თან დაკავშირებული კრიპტოკოკური მენინგიტის დროს სტანდარტულ მკურნალობაში გამა ინტერფერონის ხანმოკლე კურსით დამატება მნიშვნელოვნად ზრდის ცერებროსპინური სითხიდან კრიპტოკოკის ელიმინაციის მაჩვენებელს, არასასურველი მოვლენების მომატების გარეშე. მიუხედავად ამისა, საჭიროა შემდგომი დამადასტურებელი კლინიკური კვლევები.[236]

ციტომეგალოვირუსი

ლეტერმოვირი ციტომეგალოვირუსის ვირუსული ტერმინაზას კომპლექსის ინჰიბიტორია, რომელიც დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ ციტომეგალოვირუსის პროფილაქტიკისთვის მაღალი რისკის ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტის მქონე პირებში. მისი მნიშვნელობა ციტომეგალოვირუსული რეტინიტის მკურნალობაში გაურკვეველია და შეუძლია რამდენიმე ანტირეტროვირუსულ აგენტთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.[237]​ მარიბავირი ციტომეგალოვირუსის ვირუსული კინაზა UL97 ინჰიბიტორია, რომელიც შესწავლილია ტრანსპლანტის მქონე პაციენტებში, თუმცა არ არსებობს მონაცემები მისი გამოყენების თაობაზე აივ ინფიცირებულ პირებში, რომელთაც აქვთ ციტომაგალოვირუსული დაავადება.

ტუბერკულოზი (TB)

1 თვიანი რეჟიმი, ყოველდღიურად იზონიაზიდი პლუს რიფაპენტინი, შეფასებული იყო რანდომიზებული, ღია ეტიკეტის მე-3 ფაზის კვლევით და აჩვენა, რომ არ ჩამოუვარდება იზონიაზიდით მონოთერაპიის 9 თვიან რეჟიმს ტუბერკულოზის პრევენციისთვის აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობდნენ ტუბერკულოზის მაღალი პრევალენტობის რეგიონებში ან რომელთაც აღენიშნებოდა ლატენტური ტუბერკულოზის ნიშნები.[238] აშშ-ის გაიდლაინები აივ ინფიცირებულ მოზრდილებსა და მოზარდებაში ოპორტუნისტული ინფექციების პრევენციისა და მკურნალობის შესახებ მოიცავს 1 თვიან რეჟიმს როგორც ლატენტური ტუბერკულოზის მკურნალობის ალტერნატიულ ვარიანტს აივ ინფიცირებულ პაციენტებში.[1] თუმცა აღნიშნული ამჟამად არ არის რეკომენდებული ტუბერკულოზის ნაციონალური კონტროლის ასოციაციისა (National Tuberculosis Controllers Association) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) გაიდლაინებით.[65]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას