მონიტორინგი
ტუბერკულოზი (TB)
პაციენტების მკურნალობის დროს უმჯობესია მათი მონიტორინგი. პირდაპირი დაკვირვების ქვეშ თერაპია რეკომენდებულია აივ-ის პარალელურად ტუბერკულოზის მქონე ყველა პაციენტში.
ყოველთვიურად პაციენტის შემდგომი მეთვალყურეობა მოიცავს კლინიკურ, ბაქტერიოლოგიურ და პერიოდულ ლაბორატორიულ და რადიოგრაფიულ შეფასებას, რაც აუციელებლია მკურნალობის წარმატების უზრუნველსაყოფად.
ყველა პაციენტისთვის რეკომენდებულია: ღვიძლის ფუნქციური სინჯი (LFTs) (ამინოტრანსფერაზები, ბილირუბინი და ტუტე ფოსფატაზა) და თირკმლის ფუნქცია (შრატის კრეატინინი), სისხლის საერთო ანალიზი (FBC) ლეიკოციტური ფორმულით და CD4 უჯრედების რაოდენობის შემოწმება.
პულმონური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისთვის, უნდა შესრულდეს სულ მცირე ერთი ნახველის ნიმუში მჟავაგამძლე ბაცილაზე და მიკობაქტერიული კულტურისთვის ყოველთვიურად, სანამ 2 თანმიმდევრული ნიმუშის კულტურა უარყოფითი არ იქნება. ნახველის ნიმუში უნდა შეგროვდეს მკურნალობიდან 8 კვირის შემდეგ და ამ ინფორმაციით გადაწყდეს გაგრძელების ფაზის ხანგრძლივობა.[199]
დისემინირებული დაავადება Mycobacterium avium complex (MAC)
პაციენტებში, რომელთა საწყის მკურნალობის რეჟიმზე კლინიკური პასუხი წარუმატებელი იყო, თერაპიის დაწყებიდან 4-8 კვირის განმავლობაში სისხლის კულტურა უნდა შეგროვდეს განმეორებით. [1]
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია
მკურნალობის დროს ფრთხილი მონიტორინგი მნიშნველოვანია მკურნალობაზე პასუხის შესაფასებლად და ტოქსიკურობის რაც შეიძლება ადრე დასადგენად.
თერაპიის შემდეგ მეთვალყურეობა რეკომენდებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თერაპია ჩატარდა ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლისგან განსხვავებული აგენტით, ან შემცირდა ტოქსიკურობის გამო.[1]
ტოქსოპლაზმოზი
უნდა მოხდეს პაციენტების მონიტორინგი გვერდითი შემთხვევებისა და კლინიკური და რადიოლოგიური გაუმჯობესებისთვის.[1]
კრიპტოკოკული მენინგიტი
მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტების ინტენსიური მეთვალყურეობა.
მომატებული ინტრაკრანიული წნევის ნებისმიერი ნევროლოგიური ნიშანი, ეს იქნება კონფუზია, დაბურული მხედველობა, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება თუ ქვემო კიდურის კლონუსი, იმართება ისეთი მიდგომების გამოყენებით, რაც შეამცირებს ქალასშდა წნევას ლუმბალური პუნქციით. მკურნალობიდან 2 კვირაში, თავზურგტვინის სითხიდან სითხის ალაგების დასადასტურებლად, განმეორებით უნდა შესრულდეს ლუმბალური პუნქცია.
ღვიძლის ფუნქციის სინჯის (ფლუკონაზოლი) თირკმლის ფუნქციის და ელექტროლიტების (ამფოტერიცინი) მონიტორინგი მკურნალობის განმავლობაში.[1]
ციტომეგალოვირუსი
პაციენტებს რეგულარულად უნდა ჩაუტარდეთ ოფთალმოლოგიური შემდგომი მეთვალყურეობა, რადგან იმუნიტეტის აღდგენის შემდეგ შესაძლოა რეტინიტის რეციდივი განვითარდეს მაშინაც კი, როცა CD4 უჯრედების რაოდენობა 1250 უჯრედი/მიკროლიტრშია.[256] დილატირებულ გუგაზე არაპირდაპირი ოფთალმოლოგით მონიტორინგი უნდა შესრულდეს ციტომეგალოვირუსული რეტინიტის დიაგნოზის დროს, ინდუცირებადი თერაპიის დასრულების შემდეგ და თერაპიის დაწყებიდან 1 თვეში და ამის შემდეგ ყოველთვიურად, იმ დროის განმავლობაში როდესაც პაციენტი ანტიციტომეგალოვირუსულ მკურნალობაზეა. ოფთალმოლოგიური მეთვალყურეობა შესაძლოა შემცირდეს ყოველ 3 თვემდე იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღუდგათ იმუნიტეტი.[257]
სისხლის საერთო ანალიზის, თირკმლის ფუნქციისა და სისხლის შრატის ელექტროლიტების მონიტორინგი უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან კვირაში ორჯერ და კვირაში ერთხელ პაციენტებში, რომლებიც იღებს განციკლოვირს ან ფოსკარნეტს.[1]
კოკციდიოიდომიკოზი
შემდგომი მეთვალყურეობა შესაძლოა საჭირო გახდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იმ პაციენტებისთვის, რომლებიც წყვეტენ მკურნალობას, მორეციდივე ინფექციის დეტექციისთვის მნიშვნელოვანია შემდგომი მეთვალყურეობა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას