ეპიდემიოლოგია

ძალიან მაღალეფექტური და კარგად ასატანი ანტირეტოვირუსული მკურნალობის (ART) მიუხედავად, ჯერ კიდევ გვხვდება ოპორტუნისტული ინფექციები, რაც შიდსით დაავადებულ პაციენტებში ზრდის სიკვდილობის რისკს. აივ ინფიცირებულ პირთა შორის შიდსთან დაკავშირებული ავადმყოფობები სიკვდილობის დაახლოებით 30%-ს შეადგენს.[4][5]​​ ოპორტუნისტული ინფექციების რისკი იზრდება CD4 უჯრედების რაოდენობის შემცირებისას.​​ 2000 წელს ნიუ-იორკში ჩატარებულ ერთ კვლევაში, შიდსით ახლადდიაგნოსტირებულ პაციენტთა 27.4%-ს ჰქონდა სულ მცირე, ერთი ოპორტუნისტული ინფექცია, რომელთაგან ყველაზე ხშირი იყო   Pneumocystis jirovecii პნევმონია (PCP) (12.2%) და ტუბერკულოზის მიკობაქტერია (TB) (5.3%). ოპორტუნისტული ინფექციების ძირითადი რისკფაქტორებია: აივ ინფექციის დიაგნოზის დაგვიანებული დასმა, საინექციო ნარკოტიკების მოხმარება და ხანდაზმული ასაკი.[6] საფრანგეთში შიდსით გარდაცვლილი პაციენტების მულტიცენტრული კვლევით, 27%-ში ლეტალობა გამოიწვია სულ მცირე, ერთმა ოპორტუნისტულმა ინფექციამ. სიკვდილის დროს აღრიცხული უხშირესი გამომწვევი იყო: ციტომეგალოვირუსული ინფექცია, პნევმოცისტური პნევმონია, დისემინირებული M avium კომპლექსი და თავის ტვინის ტოქსოპლაზმოზი.[7] მათ შორის, შიდსთან დაკავშირებული სიკვდილობის შემთხვევაში, აივ ინფექციის დიაგნოზი ახალი დადგენილი იყო პაციენტთა მხოლოდ 20-27%-ში.[7][8]​​​

2022 წელს აივ-თან დაკავშირებულმა ავადმყოფობებმა მსოფლიო მასშტაბით გამოიწვია დაახლოებით 630,000 (480,000-880,000) სიკვდილი.[9]​ მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზი ავადობისა და სიკვდილობის წამყვანი მიზეზია აივ ინფიცირებულ პირებში.[1] 2019 წელს აივ ინფიცირებულ პირებში დაფიქსირდა 217,000 (153,000-279,000) სიკვდილი ტუბერკულოზის გამო და 1.15 მილიონი (1.01- 1.32 მილიონი) ახალი შემთხვევა.[10]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას