კრიტერიუმები
ტუბერკულოზი (TB)[1]
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC): ტუბერკულოზის შემთხვევის განსაზღვრება, 2009 წელი[188]
კლინიკური კრიტერიუმი (აკმაყოფილებს ყველა ჩამოთვლილ კრიტერიუმს):
დადებითი ტუბერკულინის კანის ტესტი ან დადებითი ინტერფერონ გამას ტესტი Mycobacterium tuberculosis-ზე
ტუბერკულოზის შესაბამისი სხვა ნიშნები და სიმპტომები (მაგ. პათოლოგიური ჩრდილი გულმკერდის რენტგენოგრამაზე, კომპიუტერულ ტომოგრამაზე ან სხვა რადიოლოგიურ გამოსახულებაზე, ან კლინიკური ნიშნები მიუთითებენ მიმდინარე ტუბერკულოზზე)
ორი ან მეტი ანტიტუბერკულოზური მედიკამენტით მკურნალობა
სრული დიაგნოსტიკური შეფასება.
დიაგნოზის ლაბორატორიული კრიტერიუმები:
ტუბერკულოზის მიკობაქტერიის იზოლირება კლინიკური ნიმუშიდან ან
M tuberculosis complex-ის გამოვლენა კლინიკური ნიმუშიდან ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტით, ან
კლინიკურ ნიმუშში მჟავაგამძლე ბაცილის (AFB) გამოვლენა, როცა კულტურის მიღება არ ან ვერ მოხერხდა, ან ცრუ უარყოფითია, ან დაბინძურებულია.
დადასტურებული შემთხვევა:
შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევის დეფინიციას ან არის ლაბორატორიულად დადასტურებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO): ტუბერკულოზის შემთხვევის განსაზღვრება[189]
კლინიკურად დიაგნოსტირებული ტუბერკულოზი:
შემთხვევა, რომელიც არ აკმაყოფილებს კრიტერიუმს ბაქტერიოლოგიური დადასტურებისთვის, მაგრამ კლინიცისტის ან სამედიცინო სფეროს სხვა პრაქტიკოსის მიერ დიაგნოსტირებულია აქტიურ ტუბერკულოზად. ამასთან ტარდება ანტიტუბერკულოზური მკურნალობის სრული კურსი.
ეს განმარტება გულისხმობს შემთხვევებს, რომლებიც დიაგნოსტირებულია რენტგენოგრაფიული ცვლილებების ან მიმანიშნებელი ჰისტოლოგიის საფუძველზე და ფილტვგარე შემთხვევებს, ლაბორატორიული დადასტურების გარეშე.
კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევები, რომლებიც შემდეგ ბაქტერიოლოგიურად დასტურდება (მკურნალობის დაწყებამდე ან მას შემდეგ), უნდა გადაკლასიფიცირდეს, როგორც ბაქტერიოლოგიურად დადასტურებული შემთხვევა.
ბაქტერიულად დადასტურებული ტუბერკულოზი:
ბიოლოგიური ნიმუში დადებითია ნაცხის მიკროსკოპიით, კულტურაზე ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტით (როგორიცაა Xpert MTB/RIF).
ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიურად დადასტურებული ან კლინიკურად დიაგნოსტირებული შემთხვევები აგრეთვე კლასიფიცირდება შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
დაავადების ანატომიური ადგილმდებარეობა
წარსულში მკურნალობის ანამნეზი
წამლის მიმართ რეზისტენტობა
აივ სტატუსი
Mycobacterium avium complex (MAC) დაავადება[1]
დისემინირებული MAC, როგორც წესი, ნანახია იმ პირებში, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა ნაკლებია 50 უჯრედი/მიკროლიტრზე და ხშირად დაკავშირებულია ცხელებასთან, ანემიასთან, წონის კლებასა და დიარეასთან, ასევე ტუტე ფოსფატაზას დონის მომატებასთან. რეკომენდებულია, ყველა ასეთ პაციენტს ჩაუტარდეს სისხლის კულტურალური კვლევა მჟავაგამძლე ბაცილაზე.[146]
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია[190]
დიაგნოსტიკური კრიტერიუმი
ფიზიკური დატვირთვისას დისპნოეს ან არაპროდუქტიული ხველის უახლოეს წარსულში (ბოლო 3 თვის განმავლობაში) გამოვლინების ანამნეზი; და
გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე დიფუზური ორმხრივი ინტერსტიციული ინფილტრატების მტკიცებულება ან გალიუმის სკანირებაზე დიფუზური ორმხრივი პულმონური დაავადების მტკიცებულება; და
არტერიული სისხლის აირების ანალიზი აჩვენებს არტერიულ pO2, რომელიც 70 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლებია ან რესპირატორული დიფუზიის დაბალი მოცულობას ( მოსალოდნელი მაჩვენებლის <80%) ან ალვეოლურ-არტერიული ჟანგბადის tension გრადიენტის გაზრდა; და
ბაქტერიული პნევმონიის მტკიცებულების არარსებობა.
ტვინის ტოქსოპლაზმოზი[190]
დიაგნოსტიკური კრიტერიუმი
ფოკალური ნევროლოგიური პათოლოგიის უახლოეს წარსულში გამოვლინება, რომელიც წარმოდგენილია ინტრაკრანიული დაავადებით ან ცნობიერების დაქვეითებული დონით; და
ტვინის გამოსახულებითი ტესტებით (კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) მასის ეფექტის დაზიანების მტკიცებულება ან რადიოგრაფიული სურათი, რომელიც ძლიერდება კონტრასტის შეყვანით;
შრატში Toxoplasma gondii ანტისხეული ან წარმატებული პასუხი ტოქსოპლაზმოზის მკურნალობაზე
ციტომეგალოვირუსი (Cytomegalovirus)[190]
დამახასიათებელი გამოვლინება სერიული ოფთალმოსკოპიური გამოკვლევისას (მაგ.ბადურას სითეთრის დაყოფილი კერები მკვეთრი საზღვრებით, სისხლძარღვების გასწვრივ ცენტრიფუგალური მანერით გავრცელება, პროგრესირება რამდენიმე თვის განმავლობაში და ხშირი კავშირი ბადურას ვასკულიტთან, ჰემორაგიასა და ნეკროზთან).
აქტიური დაავადების ალაგება ტოვებს ბადურას ნაწიბურს და ატოპიას ბადურას პიგმენტური ეპითელიუმის ლაქოვან დაზიანებასთან ერთად.
კრიპტოკოკული მენინგიტი[1]
ქვემწვავე მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი წარმოდგენილია ცხელებით, შეუძლოდ ყოფნითა და თავის ტკივილით.
დადებითი კრიპტოკოკული ანტიგენი თავზურგტვინის სითხესა და შრატში.
საყლაპავის კანდიდოზი[190]
დიაგნოსტიკური კრიტერიუმი
უახლოეს წარსულში ტკივილი მეკრდისძვლის უკან ყლაპვისას
ორალური კანდიდოზი დიაგნოსტირდება ერითემატოზულ საფუძველზე თეთრი კერების ან ნადების არსებობით ან არაკულტივირებული ნიმუშის სოკოვანი მიცელური ფილამენტების ნახვით მიკროსკოპული კვლევით. ნიმუში აღებულია პირის ღრუს ლორწოვანიდან.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას