პროგნოზი

ტუბერკულოზი (TB)

აივ ინფექციით მცხოვრებ ადამიანებში (PLWH) ტუბერკულოზის მკურნალობის გამოსავალი შედარებით კარგია 6-9 თვიანი მკურნალობის შემდეგ, თუმცა იზრდება რეციდივის განვითარების რისკი. უშუალო მეთვალყურეობით მკურნალობა (DOT) აუმჯობესებს გამოსავალს და ამ ჯგუფის პაციენტებში ის მკაცრად რეკომენდებულია. თუმცა იმ პაციენტებში, რომლებმაც დაიწყეს ანტირეტროვირუსული მკურნალობა (ART), საწყისი კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ დაფიქსირებულია დაავადების პარადოქსული გაუარესება. აივ ინფექციით მცხოვრებ პირებში, ექსტენსიური, წამლისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზით, დაფიქისრებულია წარუმატებელი მკურნალობისა და სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი.[144][239][240]

დისემინირებული დაავადება Mycobacterium avium complex (MAC)

კომბინაციური სქემის გამოყენებამ, რომელიც მოიცავს 2 ან მეტ ანტიმიკრობულ აგენტს, რომელსაც მოჰყვება მეორეული პროფილაქტიკა და ანტირეტროვირუსული თერაპია, გააუმჯობესა გადარჩენადობის და შეამცირა სიკვდილობის სიხშირე. უფრო მეტად ექსტენსიური დაავადების ან შორსწასული იმუნოსუპრესიის მქონე პაციენტებისთვის კლინიკური პასუხი შესაძლოა დაყოვნებული იყოს.[1][241]

Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია

პაციენტებში, რომელთაც მოგვმართეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით, მაღალია სიკვდილობის მაჩვენებელი. პნევმოცისტური პნევმონიის მქონე პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ რესპირატორული (ვენტილატორული) მხარდაჭერა, გადარჩენადობის მაჩვენებელი მე-12 თვეზე აღწევს 50%-ს.[217] ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოყენება მძიმე ფორმის PCP-ის დროს შემცირებული სიკვდილობის დამოუკიდებელი პროგნოზული ფაქტორია და შესაძლოა წარმოადგენდეს შესაძლო თერაპიას, რათა გაუმჯობესდეს ამ დაავადების შედეგი.[213]

ტოქსოპლაზმოზი

ანტირეტროვირუსული თერაპია აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს და გადარჩენადობას, ახდენს რეციდივის პრევენციას. ნევროლოგიური დარღვევის ნიშნები მიუთითებს მკურნალობის არასასურველ პასუხზე. პერსისტენტული ნევროლოგიური დარღვევა ხშირადაა წარმოდგენილი გადარჩენილ პაციენტებში.[242][243] იშვიათად, შესაძლოა განვითარდეს დისემინირებული დაავადება.[244]

კრიპტოკოკული მენინგიტი

მნიშვნელოვანი კრიპტოკოკური მენინგიტთან-დაკავშირებული სიკვდილობა მუდმივია, ამფოტერიცინ B-ს და ანტირეტროვირუსული თერაპიის შეყვანის მიუხედავად.[245]​ პათოლოგიური ფსიქიკური მდგომარეობა და მიკროორგანიზმებით მაღალი დატვირთვა იზომება ცერებროსპინური სითხის (CSF) კულტურის რაოდენობით ან ანტიგენის ტიტრით. ეს სიკვდილის ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. გარდა ამისა, ცერებროსპინური სითხის საწყისი წნევის მომატება და თავზურგტვინის სითხეში ლეიკოციტების დაქვეითებული რაოდენობა ასევე დაკავშირებულია არაკეთილსაიმედო გამოსავალთან.[150][246]

ციტომეგალოვირუსი

ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოყენებამ შეამცირა ციტომეგალოვირუსული რეტინიტის ინციდენტობა და გართულებები. თუმცა,იმუნიტეტის აღდგენასთან დაკავშირებული ციტომეგალოვირუსული რეტინიტი და უვეიტი რჩება ამ მოსახლეობაში მხედველობის დაკარვის გამომწვევი მიზეზი.[247]

კანისა და ლორწოვანის კანდიდოზი

პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას ექვემდებარება 48-72 საათის განმავლობაში. აივ ინფექციით მცხოვრებ ინდივიდებში 4-5%-ში დაფიქსირებულია რეფრაქტერული ორალური ან ეზოფაგური კანდიდოზი. ამ პაციენტების CD4 უჯრედების რაოდენობა ჩვეულებრივ, 50 უჯრედია/მიკროლიტრში და ჩატარებული აქვთ აზოლებით თერაპიის რამდენიმე კურსი.[1][248]

კოკციდიოიდომიკოზი

ვირუსული სუპრესიის ნაკლებობა და CD4 რაოდენობა <250 უჯრედი/მმ³ ასოცირდება აივ-ით დაავადებულ პაციენტებში დაავადების სიმძიმის მომატებასთან.[1]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას