შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

28 წლის აივ ინფიცირებულ ქალბატონს ბოლო 2 კვირაა აღენიშნება თავის ტკივილი, ცხელება, შეუძლოდ ყოფნა და კონფუზია. ბოლოს ჩატარებული კვლევით პაციენტის CD4 უჯრედების რაოდენობა იყო 10 უჯრედი/მიკროლიტრში, ხოლო აივ რნმ ვირუსული დატვირთვა- 250,000 ასლი/მლ. ერთი წლის წინ მან შეწყვიტა ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღება. გასინჯვით იგი ლეთარგიულია, იცის საკუთარი სახელი და ცნობს ახლობლებს.

შემთხვევის ანამნეზი #2

35 წლის აივ ინფიცირებულ მამაკაცს ბოლო 10 დღეა აღენიშნება მზარდი ქოშინი, ცხელება, არაპროდუქტიული ხველა და დისკომფორტი გულმკერდის არეში. ბოლოს შემოწმებული CD4 უჯრედების რაოდენობა იყო 94 უჯრედი/მიკროლიტრში და აივ რნმ ვირუსული დატვირთვა - 175,000 ასლი/მლ. მისი ტემპერატურის მაჩვენებელია 39°C (102°F), ხოლო პულსი - 130 დარტყმა/წუთში. გასინჯვით აღინიშნება პირის ღრუს მიკოზი და აუსკულტაციით ფილტვის ორივე მხარეს დიფუზური მშრალი ხიხინი.

სხვა გამოვლინებები

აივ ინფექციით მცხოვრებ პირებში (PLWH) ტუბერკულოზის გამოვლინება დამოკიდებულია იმუნოსუპრესიის ხარისხზე. ფილტვგარე დაავადება, CD4 უჯრედების რაოდენობის მიუხედავად, უფრო ხშირია და შესაძლოა დააზიანოს ნებისმიერი ორგანო. თუ CD4 უჯრედების რაოდენობა > 200 უჯრედი/მიკროლიტრში, ჩვეულებრივ, ვლინდება ფილტვის ტუბერკულოზით, ზედა წილის ინფილტრატით, კავიტაციით ან მის გარეშე. აღნიშნული აივ ინფიცირების არმქონე პირებში განვითარებული ტუბერკულოზის გამოვლინების მსგავსია. მძიმე იმუნოკომპრომისულ აივ ინფექციით მცხოვრებ პირებში ტუბერკულოზი შეიძლება გამოვლინდეს ქვედა ან შუა წილში, ინტერსტიციული ან მილიური ინფილტრატებით და გამოხატული მედიასტინური ადენოპათიით; კავიტაცია ნაკლებად ხშირია. შორსწასული იმუნოსუპრესიის შემთხვევაში გულმკერდის რენტგენოგრაფიული სურათი შესაძლოა ნორმის ფარგლებში იყოს, მაგრამ ნახველის ნიმუში მჟავაგამძლე ბაცილაზე, კულტურა და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ჩვეულებრივ, დადებითია. მძიმე იმუნოკომპრომისულ პაციენტებში ანტირეტროვირუსული მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყებამ შეიძლება გამოავლინოს ლატენტური სუბკლინიკური ტუბერკულოზი იმუნური სისტემის რეკონსტიტუციის გამო.[1][2][3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას