ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ჩაუტარებელი ანტირეტროვირუსული მკურნალობა ან მკურნალობის წარუმატებლობა
ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება უფრო მეტად სავარაუდოა იმ პაციენტებში, რომლებიც არ იტარებენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას.[52]
ცხელება
აივ ინფექციით მცხოვრებ პირებში (PLWH), უცნობი ეტიოლოგიის ცხელებით, გასათვალისწინებელია ფილტვგარე ტუბერკულოზის დიაგნოსტიკური კვლევები.[144]
აშშ-ში, დისემინირებული MAC წარმოადგენს აივ-დაკავშირებული უცნობი ეტიოლოგიის ცხელების წამყვან გამომწვევ მიზეზს და, როგორც წესი, წარმოდგენილია ცხელებით, ღამით ოფლიანობით, წონის კლებით, ანემიით და შრატში ტუტე ფოსფატაზას მომატებული დონით.[145][146]
Pneumocystis jirovecii პნევმონიის მქონე პაციენტებში ცხელებას ჩვეულებრივ, თან ახლავს მშრალი ხველა და დისპნოე.[147]
აივ ინფექციით მცხოვრებ პირებში ციტომეგალოვირუსი შეადგენს გახანგრძლივებული, არადიფერენცირებული ცხელების შემთხვევათა დაახლოებით 5%-დან 11%-მდე.[145][148]
ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ცხელებით, რომელსაც, როგორც წესი, ახლავს თავის ტკივილი და შეცვლილი მენტალური სტატუსი.[149]
თავის ტკივილი და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება
კრიპტოკოკული ქრონიკული ან ქვემწვავე მენინგოენცეფალიტის დროს ეს სიმპტომები შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში იყოს წარმოდგენილი და თან ახლდეს ცხელება და შეუძლოდ ყოფნა.[150]
ტუბერკულოზური მენინგიტი შესაძლოა გამოვლინდეს ცხელებით, დაღლილობით, წონის კლებით, ქცევითი ცვლილებებით, თავის ტკივილითა და ღებინებით. დიაგნოსტიკის დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური დეფიციტი, ცნობიერების დაკარგვა ან კრუნჩხვები.[151]
ტოქსოპლაზმოზის დროს გავრცელებულია ფოკალური ენცეფალიტი თავის ტკივილთან და კონფუზიასთან ერთად.[149][150]
ციტომეგალოვირუსული ენცეფალიტი შეიძლება ასევე გამოვლინდეს კონფუზიითა და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევებით.[152]
დისპნოე ან ხველა
ძირითადად მიანიშნებს ტუბერკულოზსა ან Pneumocystis jirovecii პნევმონიაზე (PCP), განსაკუთრებით, როცა ის ვითარდება ფიზიკური დატვირთვისას.
ტოქსოპლაზმოზი ნაკლებად ხშირად იწვევს პნევმონიტს, რომლის დიფერენცირება პნევმოცისტური პნევმონიისგან შესაძლოა რთული გახდეს.[110]
მუცლის ტკივილი, დიარეა, წონის კლება
Mycobacterium avium complex დისემინირებული ფორმის ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომებია წონის კლება და დიარეა და შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელების გამოვლინებას.[146]
ციტომეგალოვირუსული დაავადებისას, დიარეა ყველაზე ხშირი გასტროინტესტინური-ინვაზიური სიმპტომია.[122] ქოლანგიტი და გასტრიტი ნაკლებად გავრცელებული გამოვლინებებია.
შიდსით დაავადებულ პაციენტებში დიარეა ასევე შეიძლება იყოს პარაზიტული ინფექციების გამო, რომელსაც იწვევს ისეთი მიკროორგანიზმები, როგორიცაა, კრიპტოსპორიდია, მიკროსპორიდია და ცისტოსპორიდია.
დისფაგია
ოროფარინგეული კანდიდოზი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს მწველი ტკივილით, გემოვნების შეცვლითა და თხევადი და მყარი საკვების გაძნელებული ყლაპვით.
საყლაპავის კანდიდოზი ჩვეულებრივ, იწვევს დისფაგიას და ოდინოფაგიას, თუმცა პაციენტთა 40% შეიძლება უსიმპტომო იყოს. ეზოფაგური დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს თანმხლები ოროპარინგული კანდიდოზის გარშე.
ლიმფადენოპათია
Mycobacterium avium complex-ით განპირობებული ფოკალური ლიმფადენოპათია და/ან ლიმფადენიტი ნანახია ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყებიდან მალევე, იმუნური ფუნქციის (იმუნური რეკონსტიტუციური ანთებითი სინდრომი) აღდგენის გამო.
ყველაზე ხშირად ჩართულია ცერვიკალური, ინტრააბდომინალური და მედიასტინური ლიმფური კვანძები.[153]
შიდსით დაავადებულ პაციენტებში ლიმფადენოპათია ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ტუბერკულოზით, Bartonella henselae-თი და სხვადასხვა ენდემური მიკოზით, როგორიცაა კოქციდიოიდომიკოზი და ჰისტოპლაზმოზი.
მხედველობითი "მცურავი ტივტივები", თვალის ტკივილი და სიბრმავე.
აივ ინფექციით მცხოვრებ პირებში ციტომეგალოვირუსული დაავადების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ციტომეგალოვირუსული ქორიორეტინიტი, რომელიც ჩვეულებრივ, იწვევს მხედველობით "მცურავ ტივტივებს" და მხედველობის დაზიანებას.[154]
ტოქსოპლაზმური ქორიორეტინიტი როგორც წესი, ვლინდება თვალის ტკივილითა და მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით.[155]
მხედველობის დაკარგვა შეიძლება იყოს კრიპტოკოკური მენინგიტის შედეგი.[156]
Mycobacterium avium complex-ის დისემინირებული ფორმა იშვიათად იწვევს ენდოფთალმიტს.[94]
ოკულარული ჰემორაგია
თვალში სისხლჩაქცევა დაკავშირებულია ციტომეგალოვირუსულ რეტინიტთან და შორსწასულ ტოქსოპლაზმურ ქორიორეტინიტთან.[157]
ლორწოვანის ცვლილება
ლოყის ლორწოვანის, ღრძილების ან ენის თეთრი ნადები დამახასიათებელია პირის ღრუს ფსევდომემბრანული კანდიდოზისთვის (კანდიდოზი). მწვავე ატროფიული კანდიდოზი (ერითემატოზული ლორწოვანი) ან ქრონიკული ჰიპერპლასტიური კანდიდოზი (ლეიკოპლაკია) ნაკლებადაა გავრცელებული.[138]
ვაგინალური ერითემა თეთრი გამონადენით, ქავილი, წყლიანი- ხაჭოსმაგვარი გამონადენი, დისპარეუნია და სასირცხვო ბაგისა და გარეგანი სასქესო ორგანოების შეშუპება პუსტულოპაპულური პერიფერული დაზიანება ნანახია ვაგინალური კანდიდოზის დროს.
Mycobacterium avium complex-ის დისემინირებული ფორმა იშვიათად იწვევს სასის და ღრძილების დაწყლულებას.[92]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ჰეპატოსპლენომეგალია
მიუთითებს Mycobacterium avium complex-ის დისემინირებულ ფორმაზე.
ფიზიკური დატვირთვით განპირობებული ჟანგბადის ოქსიგენაცია
ჟანგბადის დესატურაცია, რაც აღინიშნება ვარჯიშის დროს, დამაჯერებლად მიანიშნებს Pneumocystis jirovecii პნევმონიაზე.[158]
იშვიათი
დაბურული მხედველობა და ფოტოფობია
ტოქსოპლაზმური ქორიორეტინიტი შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის დაბინდვით, სკოტომით ("ბრმა ლაქები"), ტკივილით ან ფოტოფობიით.[157] ციტომეგალოვირუსული რეტინიტი შეიძლება ასევე გამოვლინდეს მხედველობის დაბინდვით და სკოტომით, ასევე ფოტოფსიით ("მოციმციმე შუქით").[159] ფოტოფობია შეიძლება ასევე იყოს კრიპტოკოკური მენინგიტის სიმპტომი.[160]
პაპილოედემა
კრიპტოკოკული მენინგიტისას, ოფთალმოსკოპით გასინჯვისას შესაძლოა წარმოდგენილი იყოს მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება[150]
მენინგისმუსი, ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები
კრიპტოკოკური მენინგიტის დროს ნიშნები ხშირად არ ვლინდება, მაგრამ შესაძლოა აღინიშნოს ცნობიერებების დონის დაქვეითება, კრანიული ნერვების დამბლა და სხვა კეროვანი ნევროლოგიური ნიშნები.
ტოქსოპლაზმური ენცეფალიტის გამოვლინებებია: გულყრები, კრანიული ნერვის პათოლოგიები, მხედველობის ველის დეფექტი, სენსორული დარღვევები, ნათხემის დისფუნქცია, მენინგიზმი, მოძრაობის და ნეიროფსიქიატრიული დარღვევები.[149]
ტკივილი და სისუსტე
შეიძლება მიუთითებდეს ტოქსოპლაზმურ ენცეფალიტზე ან ციტომეგალოვირუსულ პოლირადიკულოპათიაზე.[123]
ძვლის ან სახსრების ტკივილი
Mycobacterium avium complex-ის დისემინირებული ფორმის იშვიათი გამოვლინება.[93]
კანის დაზიანებები
კვანძოვანი ერითემა (მტკივნეული, კანიდან ამოწეული ერითემატოზული კვანძები წვივის დიდი ძვლის ზემოდან) ტუბერკულოზის იშვიათი გამოვლინებაა.[161][162]
პაპულური დაზიანებები კანზე ცენტრალური ჩაღრმავებით, იშვიათად ვლინდება დისემინირებული კრიპტოკოკოზის დროს.[163]
კოქციდიოიდომიკოზის შედარებით გავრცელებული გამოვლინებებია კვანძოვანი და მულტიფორმული ერითემა.[164]
რისკფაქტორები
ძლიერი
აივ ინფიცირების შემდგომი სეროკონვერსია CD4 უჯრედების ნებისმიერი რაოდენობისას
ტუბერკულოზი შესაძლოა განვითარდეს აივ სეროკონვერსიის შემდეგ და აივ დაავადების მიმდინარეობისას, მათ შორის ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყების შემდეგაც. ტუბერკულოზის ინციდენტობა ორმაგდება აივ სეროკონვერსიის შემდეგ პირველივე წელიწადში.[41][42] აივ ინფიცირებულ პირებში, რომელთაც არ აქვთ ჩატარებული მკურნალობა, ლატენტური ტუბერკულოზის რეაქტივაციის ყოველწლიური რისკი 3%-დან 16%-მდეა, რაც დაახლოებით შეესაბამება აივ ინფიცირების არმქონე პირების მთელი სიცოცხლის განმავლობაში არსებულ რეაქტივაციის რისკს.[1]
ტუბერკულოზის რისკი კიდევ უფრო იზრდება, რაც უფრო მცირდება CD4 უჯრედების რაოდენობა.[43]
CD4 უჯრედების რაოდენობა ნაკლებია 250 უჯრედი/მიკროლიტრში
ინდივიდები, რომელთაც CD4 უჯრედების რაოდენობა აქვთ ნაკლები 250 უჯრედი/მიკროლიტრში, ცხოვრობენ ან სტუმრობენ Coccidioides სახეობების ენდემურ რეგიონებში, იმყოფებიან კოქციდიოიდომიკოზის გაზრდილი რისკის ქვეშ.[40]
CD4 უჯრედების რაოდენობა ნაკლებია 200 უჯრედი/მიკროლიტრში
პაციენტებს, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა ნაკლებია 200 უჯრედი/მიკროლიტრში, აქვთ Pneumocystis jirovecii პნევმონიის (PCP) ან კანდიდოზის განვითარების გაზრდილი რისკი . ამ პაციენტებში პირის ღრუს მიკოზის ან ცხელების განვითარება მნიშვნელოვნად და დამოუკიდებლად ზრდის პნევმოკოკური პნევმონიის რისკს.[44]
CD4 უჯრედების რაოდენობა ნაკლებია 100 უჯრედი/მიკროლიტრში
ტოქსოპლაზმური ენცეფალიტი ჩვეულებრივ, გვხვდება აივ ინფექციით მცხოვრებ პირებში (PLWH), რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა < 100 უჯრედი/მიკროლიტრში (განსაკუთრებით, როცა < 50 უჯრედი/მიკროლიტრში) და ის თითქმის ყოველთვის გამოწვეულია ქრონიკული ინფექციის რეაქტივაციით.[45] სეროპრევალენტობა მერყეობს გეოგრაფიულად, დაახლოებით 10%-დან (აშშ-ს აივ ინფექციით მცხოვრებ ინდივიდებს შორის) 50%-80%-მდე (ევროპის, ლათინური ამერიკის და აფრიკის გარკვეულ ქვეყნებში აივ ინფექციით მცხოვრებ პირებს შორის).[46][47][48]
CD4 უჯრედების რაოდენობა < 50 უჯრედი/მიკროლიტრში
შიდსთან ასოცირებული კრიპტოკოკური ინფექციების 3/4-ზე მეტი ვითარდება მაშინ, როცა CD4 უჯრედების რაოდენობა < 50 უჯრედი/მიკროლიტრში.[49] ინციდენტობა უფრო მაღალია აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებ შიდსით დაავადებულ პაციენტებში, ვიდრე აშშ-ში; ის აშშ-თან შედარებით, ნაკლებად ხშირად გვხვდება ევროპაში.[50]
შიდსით დაავადებულ პაციენტებს, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა < 50 უჯრედი/მიკროლიტრში, აქვთ ყველაზე მაღალი რისკი განუვითარდეთ ციტომეგალოვირუსული დაავადება ორგანოებში ინვაზიით.
Mycobacterium avium complex დისემინირებული ინფექციის განვითარების რისკი უკუპროპორციულ კორელაციაშია CD4 უჯრედების რაოდენობის აბსოლუტურ მნიშვნელობასთან.[51]
ჩაუტარებელი ანტირეტროვირუსული მკურნალობა ან მკურნალობის წარუმატებლობა
ყველა ოპორტუნისტული ინფექცია უფრო მეტად სავარაუდოა განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც არ იტარებენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას; ARTთერაპიის დაწყების შემდეგ, რომელიც იწვევს ანთებით იმუნურ პასუხს, რაც მანამდე არ არსებობდა; ან იმ შემთხვევაში, როცა ჩატარებული ანტირეტროვირუსული მკურნალობა, ვირუსის რეზისტენტობის გამო, წარუმატებელი აღმოჩნდა.[52]
მამაკაცი, რომელსაც აქვს სექსი მამაკაცთან (MSM)
ციტომეგალოვირუსი მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა პოპულაციაშია გავრცელებულია. ის, როგორც წესი, ბავშვობაშია შეძენილი, თუმცა სქესობრივი აქტიურობა ტრანსმისიის მნიშვნელოვანი გზაა. ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი აღინიშნა აივ ინფექციით მცხოვრებ იმ მამაკაცებში, რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (MSM), ვიდრე აივ ინფიცირების არმქონე ასეთი ქცევის მამაკაცებში (98%, შედარებით 80%-თან).[53]
შავკანიანები ან ლათინოამერიკელები
ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება
სოციალური ფაქტორები ( სიღარიბე, ხელხმრავალი ადგილი, უსახლკარობა, ცუდი კვება)
Coccidioides ენდემურ რეგიონებში მტვრის შესუნთქვა
კოქციდიოიდომიკოზით დაავადება ხდება აეროგენული სოკოვანი ართროკონიდიის შესუნთქვის შედეგად; ამიტომ პროფესიული (მაგ., მშენებლობა, გათხრა) ან რეკრეაციული აქტივობები ზრდის ენდემურ რეგიონში მტვრის შესუნთქვის და ასევე ინფიცირების ალბათობას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას