დიფერენციული დიაგნოზები

პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მიმდინარე ეპოქაში აივ/შიდსის მქონე პაციენტების ფილტვის დაავადებების ფართოდ გავრცელებული ინფექციური გამომწვევია ტიპური ბაქტერიული პნევმონია (განსაკუთრებით, პნევმოკოკური), ასევე ატიპური და ვირუსული პნევმონია, Pneumocystis jiroveci პნევმონია და ტუბერკულოზი. ნაკლებად გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება: ენდემური სოკოვანი ინფექციები, სტაფილოკოკური პნევმონია და ტოქსოპლაზმური პნევმონიტი.

კვლევები

დასკვნითი დიაგნოზისთვის შეიძლება საჭირო გახდეს გულმკერდის რენტგენოგრაფია ან CT, CD4 უჯრედების რაოდენობის განსაზღვრა, ნახველის გრამის წესით შეღებვა და კულტურალური კვლევა, ასევე ანტიგენზე კვლევა და მოლეკულური ტესტირება.

დიარეა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

აივ ინფექციით მცხოვრებ პაციენტებში ხშირი გამოვლინებაა ენტეროკოლიტი, რომელსაც იწვევს ბაქტერია, მათ შორის, ტუბერკულოზის მიკობაქტერია და Mycobacterium avium complex, ასევე პარაზიტები (კრიპტოსპორიდია, მიკროსპორიდია ან ცისტოიზოსპორიაზი) ან ციტომეგალოვირუსი. ფონური მიზეზების დიფერენცირებაში შესაძლოა დაგვეხმაროს კლინიკური ანამნეზი, მათ შორის, იმუნოსუპრესიის ხარისხი, სიმპტომების ხასიათი და ხანგრძლივობა, თანმხლები მედიკამენტები, მოგზაურობა და სხვა ექსპოზიცია.

კვლევები

CD4 უჯრედების რაოდენობა, განავლის GI პათოგენის PCR პანელი, განავლის გამოკვლევა ლეიკოციტებზე, განავლის კულტურა ნაწლავის ბაქტერიულ პათოგენებზე, კვერცხებსა და პარაზიტებზე;  Clostridium difficile ტოქსინის ანალიზი; განავლის გამოკვლევა სულ მცირე, 3-ჯერადად, მოდიფიცირებული მჟავაგამძლე შეღებვით (კრიპტოსპორა, ციკლოსპორა და იზოსპორა).

ბიოფსიით ენდოსკოპიური შეფასება

მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტოქსოპლაზმოზი, კრიპტოკოკოზი, მიკობაქტერიული ინფექცია (განსაკუთრებით ტუბერკულოზი) და პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია ცენტრალური ნერვული სისტემის მომცველი ყველაზე ხშირი ოპორტუნისტული ინფექციებია. იმუნოსუპრესიის ხარისხი, გულყრის, თავის ტკივილის, ფოკალური და არაფოკალური პროცესის არსებობა და დარღვეული კოგნიტური ფუნქცია შესაძლოა დამხმარე იყოს.

კვლევები

CD4 უჯრედების რაოდენობა, ცერებროსპინური სითხის (CSF) საწყისი წნევა და ანალიზი, მათ შორის უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი, ინდური მელნით შეღებვა და მჟავაგამძლე ბაცილის შეღებვა; CSF-ის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, CSF-სა და შრატის კვლევა კრიპტოკოკურ ანტიგენზე; თავის ტვინის CT და MRI.

ჰეპატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ვირუსულ ჰეპატიტებს (A ჰეპატიტის ვირუსი, B ჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსი), Mycobacterium avium complex-ს, ტუბერკულოზს, კრიპტოკოკოზს, ტოქსოპლაზმას შეიძლება მსგავსი კლინიკური გამოვლინება ჰქონდეს. კლინიკური ანამნეზი მოიცავს იმუნოსუპრესიის ხარისხს და შესაძლოა დამხმარე იყოს ფონური მიზეზის დიფერენცირებაში.

კვლევები

სეროლოგია ჰეპატიტებზე, ღვიძლის ფერმენტების დონე, სისხლის კულტურა მჟავაგამძლე ბაქტერიაზე, ღვიძლის ბიოფსია.

ეზოფაგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლინიკური გამოვლინება შესაძლოა კანდიდოზის, მარტივი ჰერპეს ვირუსის, ციტომეგალოვირუსის, იდიოპათური ეზოფაგური წყლულის და უფრო ნაკლებად Mycobacterium avium complex-ის და ტუბერკულოზის მსგავსი იყოს. შესაძლოა დამხმარე იყოს კლინიკური ანამნეზი (მათ შორის იმუნოსუპრესიის ხარისხი), პირ-ხახის შემოწმება (კანდიდოზი, წყლული).

კვლევები

ენდოსკოპიური შეფასება ლორწოვანი გარსის ბიოფსიით; CD4 უჯრედების რაოდენობა.

რეტინიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

აივ-ინფიცირებულ ადამიანებში შესაძლო მიზეზებია: ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, სიფილისი, მარტივი ჰერპეს ვირუსი ან ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი. კლინიკური ანამნეზი (მათ შორის იმუნოსუპრესიის ხარისხი), გასინჯვით მიღებული მონაცემები, მათ შორის ექსტრაოკულური დაავადება შესაძლოა დამხმარე იყოს.

კვლევები

ოფთალომოლოგიური (ფუნდოსკოპიური გამოკვლევა), CD4 უჯრედების რაოდენობა.

უცნობი წარმოშობის ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტუბერკულოზი და Mycobacterium avium complex, cციტომეგალოვირუსი, ლიმფომები, ტოქსოპლაზმოზი და კრიპტოკოკოზი ხშირად ვლინდება ცხელებით. ანამნეზი სრულად უნდა შეგროვდეს, მათ შორის უნდა იყოს მოგზაურობის და ექსპოზიციის ანამნეზიც. პირის ღრუს, კანის, სინუსების, თვალების, ფილტვის, ლიმფური კვანძების და პერიანალური ადგილის გასინჯვა.

კვლევები

CD4 უჯრედების რაოდენობა; სისხლის კულტურები მჟავაგამძლე ბაცილისთვის; სეროლოგიური ტესტები; რესპირატორული ნიმუშების ანალიზი; გულმკერდის რენტგენოგრაფია; განავლის ანალიზი; თავის ტვინის ვიზუალიზაციური კვლევები (CT ან MRI).

ლიმფადენოპათია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გენერალიზებული ლიმფადენოპათიის გამომწვევი შეიძლება იყოს: პირველადი აივ ინფექცია, მიკობაქტერიული დაავადებები, მათ შორის, ტუბერკულოზი და Mycobacterium avium complex, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, კრიპტოკოკი, სიფილისი, ტოქსოპლაზმა, Bartonella henselae, ენდემური მიკოზები (კოქციდიოიდომიკოზი და ჰისტოპლაზმოზი) და არაჰოჯკინის ლიმფომა. მნიშვნელოვანია ექსპოზიცია, მოგზაურობის ანამნეზი, მიღებული მედიკამენტები, იმუნოდეფიციტის ხარისხი და კონსტიტუციური (სისტემური) სიმპტომები. შეიძლება დამხმარე იყოს კვანძების ლოკალიზაცია, ზომა, კონსისტენცია, ფიქსაცია (ან არაფიქსირება), ლიმფური კვანძების მომატებული მგრძნობელობა და სპლენომეგალია.

კვლევები

სისხლის საერთო ანალიზი, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ლიმფური კვანძების ბიოფსია კულტურისთვის და ციტოლოგიური ტესტები, სისხლის კულტურა, მათ შორის მჟავაგამძლე ბაცილისთვის.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას