ციროზი
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
ყველა პაციენტის
ღვიძლის ფონური დაავადების მკურნალობა და ღვიძლის თანდართული დაზიანების პრევენცია
ციროზი არის ღვიძლის ქრონიკული დაავადების პათოლოგიურად საბოლოო ეტაპი და მნიშვნელოვანია გამომწვევი მდგომარეობის მკურნალობა.
პერორალური პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული საშუალებები ითვლება პირველი რიგის მკურნალობად C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის დროს. მკურნალობის რეჟიმები დამოკიდებულია გენოტიპზე და ციროზის არსებობაზე ან არარსებობაზე.[64]American Association for the Study of Liver Diseases; Infectious Diseases Society of America. Hepatitis C guidance 2023 update: recommendations for testing, managing, and treating hepatitis C virus infection. Oct 2023 [internet publication]. https://academic.oup.com/cid/advance-article/doi/10.1093/cid/ciad319/7179952 მხედველობაში უნდა მივიღოთ ადგილობრივი გაიდლაინი. ანტივირუსული მედიკამენტები, როგორიცაა ტენოფოვირი და ენტეკავირი, ნაჩვენებია ქრონიკული B ჰეპატიტით გამოწვეული ციროზის სამკურნალოდ.[65]European Association for the Study of the Liver. EASL 2017 clinical practice guidelines on the management of hepatitis B virus infection. J Hepatol. 2017 Aug;67(2):370-98. https://www.journal-of-hepatology.eu/article/S0168-8278(17)30185-X/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28427875?tool=bestpractice.com [66]Terrault NA, Lok ASF, McMahon BJ, et al. Update on prevention, diagnosis, and treatment of chronic hepatitis B: AASLD 2018 hepatitis B guidance. Hepatology. 2018 Apr;67(4):1560-99. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5975958 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29405329?tool=bestpractice.com
ღვიძლის თანდართული დაზიანების პრევენცია შესაძლებელია ალკოჰოლისა და სხვა ჰეპატოტოქსიკური წამლების (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების [NSAIDs] და პარაცეტამოლის მაღალი დოზების [>2გ/დღე]) თავიდან არიდებით, A და B ჰეპატიტის ვირუსების წინააღმდეგ იმუნიზაციით მოწყვლად პაციენტებში, მეტაბოლური რიკ-ფაქტორების მართვით, სათანადო კვების შენარჩუნებით და რეგულარული ვარჯიშით.
გართულებებიდს მონიტორინგი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ციროზი ასოცირებულია სერიოზულ გართულებებთან, მათ შორის პორტულ ჰიპერტენზიასთან, რომელიც იწვევს ასციტს (მომავალში რთულდება სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტით და ღვიძლისმიერი ჰიდროთორაქსით), გასტროეზოფაგეალური ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას და პორტოსისტემურ ენცეფალოპათიას, თირკმლის მწვავე დაზიანებას და ჰეპატოპულმონურ სინდრომს, პორტოპულმონურ ჰიპერტენზიას, ჰეპატოცელულურ კარცინომას, და ღვიძლის მწვავე-ქრონიკულ უკმარისობას.
ხსენებული გართულებების დროული აღმოჩენა და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია მათთან დაკავშირებული ავადობის და სიკვდილიანობის მინიმუმამდე დასაყვანად. გამოსახვითი ტესტები მოიცავს: მუცლის ულტრაბგერით კვლევას ასციტის გამოსავლენად; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპიას კუჭის და საყლაპავის ვარიკოზების გამოვლენის მიზნით; და მუცლის ულტრაბგერით კვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI) ჰეპატოცელულური კარცინომის გამოვლენის მიზნით.
ინდივიდუალური სიმპტომებიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა სპეციალიზებული ტესტების ჩატარება.
იხილეთ საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰეპატორენალური სინდრომი, ჰეპატოცელულარული კარცინომა, და ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
დამხმარე და პალიატიური მზრუნველობა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
რეკომენდირებულია, რომ ციროზით ჰოსპიტალიზებული პაციენტები ოფიციალურად შეფასდეს დიეტოლოგის მიერ და მიღებულ იქნას ზომები, რათა შემცირდეს შიმშილის პერიოდი პროცედურების წინ (მაგალითად, ძილის წინ ან დილით ადრე წახემსება, თუ პროცედურა ტარდება გვიან ნაშუადღევს).[104]Lai JC, Tandon P, Bernal W, et al. Malnutrition, frailty, and sarcopenia in patients with cirrhosis: 2021 practice guidance by the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2021 Sep;74(3):1611-44. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9134787 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34233031?tool=bestpractice.com პარენტერალური დანამატები შესაძლოა საჭირო გახდეს მათთვის, ვინც ვერ აკმაყოფილებს ნუტრიციულ საწიროებებს პერორალურად. ციროზის მქონე მოზრდილი პირებისათვის ცილის რეკომენდირებული დოზა არის1.2-დან 1.5 გ/კგ-მდე (სხეულის იდეალური წონა) დღეში, და 1.2 -დან 2 გ/კგ-მდე (სხეულის იდეალური წონა) დღეში კრიტიკული პაციენტებისათვის.
ვინაიდან ციროზი სიცოცხლის შემზღუდველი მდგომარეობაა, პალიატიური მკურნალობა უნდა შევთავაზოთ სხვა სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად, და შესაძლოა რელევანტური იყოს კომპენსირებული ციროზისა და დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებისათვის.[127]Tandon P, Walling A, Patton H, et al. AGA clinical practice update on palliative care management in cirrhosis: expert review. Clin Gastroenterol Hepatol. 2021 Apr;19(4):646-56. https://www.cghjournal.org/article/S1542-3565(20)31561-5/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33221550?tool=bestpractice.com ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციამ და ღვიძლის დაავადებების შემსწავლელმა ამერიკულმა ასოციაციამ გამოაქვეყნა ორივე გაიდლაინი ციროზის მქონე პაციენტების პალიატიური მზრუნველობისათვის. ეს ხელს უწყობს პროგრესული მოვლის დაგეგმვას და სიმპტომების მართვას (მათ შორის ტკივილის, ქოშინის, კუნთების კრუნჩხვების, სექსუალური დისფუნქციის, უძილობის, დღისით ძილიანობის, დაღლილობის, ქავილის, შფოთვისა და დეპრესიის), მოვლის საჭიროებების სკრინინგს და ადგილობრივი პალიატიური მოვლის გუნდებთან ადრეულ კავშირს.[127]Tandon P, Walling A, Patton H, et al. AGA clinical practice update on palliative care management in cirrhosis: expert review. Clin Gastroenterol Hepatol. 2021 Apr;19(4):646-56. https://www.cghjournal.org/article/S1542-3565(20)31561-5/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33221550?tool=bestpractice.com [128]Rogal SS, Hansen L, Patel A, et al. AASLD practice guidance: palliative care and symptom-based management in decompensated cirrhosis. Hepatology. 2022 Sep;76(3):819-53. https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.32378 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35103995?tool=bestpractice.com განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქრონიკული ტკივილის მართვას ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების ფონზე და თანამედროვე მკურნალობას რეფრაქტერული ასციტის დროს. [128]Rogal SS, Hansen L, Patel A, et al. AASLD practice guidance: palliative care and symptom-based management in decompensated cirrhosis. Hepatology. 2022 Sep;76(3):819-53. https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.32378 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35103995?tool=bestpractice.com
ნატრიუმის შეზღუდვა და დიურეზული თერაპია ასციტის შემთხვევაში
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ასციტი ციროზის ყველაზე ხშირი გართულებაა.
ახლადდაწყებული ასციტის მქონე ყოველმა პაციენტმა უნდა ჩაიტაროს სადიაგნოსტიკო პარაცენტეზი: უჯრედების რაოდენობრივი ანალიზი, ალბუმინი, და საერთო ცილა უნდა გაისინჯოს ასციტურ სითხეში. ასციტური სითხე უნდა გაიგზავნოს ასევე კულტურასა და ციტოლოგიაზე.
აჩვენებს, როგორ უნდა წარმოებდეს დიაგნოსტიკური და თერაპიული აბდომინური პარაცენტეზი.
უნდა გამოვითვალოთ შრატი-ასციტის ალბუმინის გრადიენტი (SAAG): SAAG ≥1.1 გ/ლ ასციტის სითხის დაბალი საერთო ცილით შეესაბამება პორტულ ჰიპერტენზიას, რომელიც განვითარებულია მეორეულად ციროზის შემდგომ.
მკურნალობა მოიცავს მარილის გარეშე დიეტას (დღიური მიღება არაუმეტეს 5-დან 6.5 გ-მდე) და დიურეტიკების გამოყენებას.[72]Aithal GP, Palaniyappan N, China L, et al. Guidelines on the management of ascites in cirrhosis. Gut. 2021 Jan;70(1):9-29. https://gut.bmj.com/content/70/1/9.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33067334?tool=bestpractice.com პირველი რიგის არჩევის დიურეტიკი უნდა იყოს სპირონოლაქტონი ალდოსტერონზე მისი ზემოქმედებისა და შრატში კალიუმის ნორმალური დონის შენარჩუნების გამო. ფუროსემიდი შეიძლება დაემატოს პაციენტებში, რომლებიც არ რეაგირებენს სპირონოლაქტონზე.[72]Aithal GP, Palaniyappan N, China L, et al. Guidelines on the management of ascites in cirrhosis. Gut. 2021 Jan;70(1):9-29. https://gut.bmj.com/content/70/1/9.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33067334?tool=bestpractice.com უპირატესია დღეში ერთხელ დოზირება. ორივე პერორალური შარდმდენის დოზირების გაზრდა ერთდროულად შესაძლებელია ყოველ 3-5 დღეში (ვინარჩუნებთ 100მგ/40მგ შეფარდებას) იმ შემთხვევაში, თუ წონის კლება და ნატრიურეზი არასათანადოა.[129]Biggins SW, Angeli P, Garcia-Tsao G, et al. Diagnosis, evaluation, and management of ascites, spontaneous bacterial peritonitis and hepatorenal syndrome: 2021 practice guidance by the American Association for the Study of Liver Diseases. Hepatology. 2021 Aug;74(2):1014-48. https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.31884 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33942342?tool=bestpractice.com საჭიროა შრატში ნატრიუმის, კალიუმისა და კრეატინინის მონიტორინგი.
ასციტის მქონე პაციენტებში თავიდან უნდა იქნას აცილებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (NSAID), ACE ინჰიბიტორები და სხვა ნეფროტოქსინები.[61]Flamm SL, Wong F, Ahn J, et al. AGA clinical practice update on the evaluation and management of acute kidney injury in patients with cirrhosis: expert review. Clin Gastroenterol Hepatol. 2022 Dec;20(12):2707-16. https://www.cghjournal.org/article/S1542-3565(22)00829-1/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/36075500?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
სპირონოლაქტონი: 100 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, დასაწყისში, ტიტრატი საჭიროებისამებრ ყოველ 3-5 დღეში, მაქსიმუმ 400 მგ/დღე
ან
სპირონოლაქტონი: 100 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, დასაწყისში, ტიტრატი საჭიროებისამებრ ყოველ 3-5 დღეში, მაქსიმუმ 400 მგ/დღე
და
ფუროსემიდი: 40 მგ პერორალურად დღეში ერთხელ, დასაწყისში, ტიტრატი საჭიროებისამებრ ყოველ 3-5 დღეში, მაქსიმუმ 160 მგ/დღე
ღვიძლის ტრანსპლანტაცია
ციროზის გართულებების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა ჰეპატოცელულური კარცინომა ან დეკომპენსაციის ნიშნები (ასციტი, სიყვითლე, ვარიკოზული ჰემორაგია, ჰეპატოპულმონური სინდრომი, ღვიძლისმიერი ჰიდროთორაქსი, პორტალური სისტემური ენცეფალოპათია ან ჰეპატორენალური სინდრომი)პაციენტი უნდა გაიგზავნოს ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე დაუყოვნებლივ. ტრანსპლანტაციის შეფასება შეიძლება ხანგრძლივი პროცესი იყოს და სასურველია ადრეული მიმართვა. ზოგმა პაციენტმა ღვიძლის მწვავე-ქრონიკული უკმარისობით შესაძლოა სარგებელი ნახოს ღვიძლის ადრეული ტრანსპლანტაციით.[124]Bajaj JS, O'Leary JG, Lai JC, et al. Acute-on-chronic liver failure clinical guidelines. Am J Gastroenterol. 2022 Feb 1;117(2):225-52. https://www.doi.org/10.14309/ajg.0000000000001595 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35006099?tool=bestpractice.com
ღვიძლის ორთოტოპიური ტრანსპლანტაცია რჩება ერთდერთ განმკურნებელ თერაპიულ ვარიანტად დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ტრანსპალნტაციის შემდგომ სასარგებლო ეფექტი გადარჩენადობის თვალსაზრისით მიიღწევა, როდესაც ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მოდელის (MELD) ქულაა ≥15. [ MELDNa ქულები (ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაგეგმვის მიზნით, არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის) (SI განყოფილებები) Opens in new window ]
ტრანსიუგულარული ღვიძლშიდა პორტოსისტემური შუნტი (TIPS)
პაციენტებისთვის, რომლებიც ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის არ არიან შესაფერისნი, უნდა გაითვალისწინონ ტრანსიუგულური ინტრაჰეპატური პორტოსისტემული შუნტირება (TIPSS).[74]Benmassaoud A, Freeman SC, Roccarina D, et al. Treatment for ascites in adults with decompensated liver cirrhosis: a network meta-analysis. Cochrane Database Syst Rev. 2020 Jan 16;1:CD013123. https://www.doi.org/10.1002/14651858.CD013123.pub2 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31978257?tool=bestpractice.com
მეტა-ანალიზები მიუთითებს, რომ ტრანსიუგულარული ღვიძლშიდა პორტოსისტემული შუნტი არის უფრო ეფექტური, ვიდრე პარაცენტეზი რეზისტენტული ასციტის კონტროლისთვის, თუმცა დაკავშირებულია ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მომატებულ რისკთან.[74]Benmassaoud A, Freeman SC, Roccarina D, et al. Treatment for ascites in adults with decompensated liver cirrhosis: a network meta-analysis. Cochrane Database Syst Rev. 2020 Jan 16;1:CD013123.
https://www.doi.org/10.1002/14651858.CD013123.pub2
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31978257?tool=bestpractice.com
[75]D'Amico G, Luca A, Morabito A, et al. Uncovered transjugular intrahepatic portosystemic shunt for refractory ascites: a meta-analysis. Gastroenterology. 2005 Oct;129(4):1282-93.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16230081?tool=bestpractice.com
[76]Saab S, Nieto JM, Lewis SK, et al. TIPS versus paracentesis for cirrhotic patients with refractory ascites. Cochrane Database Syst Rev. 2006 Oct 18;(4):CD004889.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD004889.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17054221?tool=bestpractice.com
[77]Albillos A, Bañares R, González M, et al. A meta-analysis of transjugular intrahepatic portosystemic shunt versus paracentesis for refractory ascites. J Hepatol. 2005 Dec;43(6):990-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16139922?tool=bestpractice.com
[78]Salerno F, Cammà C, Enea M, et al. Transjugular intrahepatic portosystemic shunt for refractory ascites: a meta-analysis of individual patient data. Gastroenterology. 2007 Sep;133(3):825-34.
https://www.doi.org/10.1053/j.gastro.2007.06.020
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17678653?tool=bestpractice.com
[79]Chen RP, Zhu Ge XJ, Huang ZM, et al. Prophylactic use of transjugular intrahepatic portosystemic shunt aids in the treatment of refractory ascites: metaregression and trial sequential meta-analysis. J Clin Gastroenterol. 2014 Mar;48(3):290-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24030734?tool=bestpractice.com
[80]Bai M, Qi XS, Yang ZP, et al. TIPS improves liver transplantation-free survival in cirrhotic patients with refractory ascites: an updated meta-analysis. World J Gastroenterol. 2014 Mar 14;20(10):2704-14.
https://www.doi.org/10.3748/wjg.v20.i10.2704
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24627607?tool=bestpractice.com
როგორც ჩანს, საერთო სიკვდილობა ამ ორ ინტერვენციას შორის არ განსხვავდება, თუმცა ტრანსიუგულარული ღვიძლშიდა პორტოსიტემურ შუნტს გააჩნია მცირე სარგებელი ტრანსპლანტაციის გარეშე გადარჩენადობის კუთხით.[74]Benmassaoud A, Freeman SC, Roccarina D, et al. Treatment for ascites in adults with decompensated liver cirrhosis: a network meta-analysis. Cochrane Database Syst Rev. 2020 Jan 16;1:CD013123.
https://www.doi.org/10.1002/14651858.CD013123.pub2
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31978257?tool=bestpractice.com
[75]D'Amico G, Luca A, Morabito A, et al. Uncovered transjugular intrahepatic portosystemic shunt for refractory ascites: a meta-analysis. Gastroenterology. 2005 Oct;129(4):1282-93.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16230081?tool=bestpractice.com
[76]Saab S, Nieto JM, Lewis SK, et al. TIPS versus paracentesis for cirrhotic patients with refractory ascites. Cochrane Database Syst Rev. 2006 Oct 18;(4):CD004889.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD004889.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17054221?tool=bestpractice.com
[77]Albillos A, Bañares R, González M, et al. A meta-analysis of transjugular intrahepatic portosystemic shunt versus paracentesis for refractory ascites. J Hepatol. 2005 Dec;43(6):990-6.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16139922?tool=bestpractice.com
[78]Salerno F, Cammà C, Enea M, et al. Transjugular intrahepatic portosystemic shunt for refractory ascites: a meta-analysis of individual patient data. Gastroenterology. 2007 Sep;133(3):825-34.
https://www.doi.org/10.1053/j.gastro.2007.06.020
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17678653?tool=bestpractice.com
[79]Chen RP, Zhu Ge XJ, Huang ZM, et al. Prophylactic use of transjugular intrahepatic portosystemic shunt aids in the treatment of refractory ascites: metaregression and trial sequential meta-analysis. J Clin Gastroenterol. 2014 Mar;48(3):290-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24030734?tool=bestpractice.com
[80]Bai M, Qi XS, Yang ZP, et al. TIPS improves liver transplantation-free survival in cirrhotic patients with refractory ascites: an updated meta-analysis. World J Gastroenterol. 2014 Mar 14;20(10):2704-14.
https://www.doi.org/10.3748/wjg.v20.i10.2704
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24627607?tool=bestpractice.com
კოქრეინის სისტემურ მიმოხილვის და ქსელური მეტა-ანალიზის მიხედვით, მტკიცებულებების საერთო სიზუსტე (არისხი) იყო ძალიან დაბალი, პირველ რიგში, სისტემური ცდომილების გაურკვეველი ან მაღალი რისკის გამო კვლევებში, რომლებიც აფასებდნენ ინტერვენციებს რეზისტენტული ასციტის სამკურნალოდ, ციროზის მქონე პაციენტებში.[74]Benmassaoud A, Freeman SC, Roccarina D, et al. Treatment for ascites in adults with decompensated liver cirrhosis: a network meta-analysis. Cochrane Database Syst Rev. 2020 Jan 16;1:CD013123.
https://www.doi.org/10.1002/14651858.CD013123.pub2
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31978257?tool=bestpractice.com
[ ]
For adults with decompensated liver cirrhosis, how do treatments for ascites compare?/cca.html?targetUrl=https://www.cochranelibrary.com/cca/doi/10.1002/cca.3068/fullსწორი პასუხის ჩვენება
დაავადების სიმძიმე ტრანსიუგულარული ღვიძლშიდა პორტოსისტემური შუნტის ჩადგმის მომენტში მნიშვნელოვანი პროგნოზული ფაქტორია შედეგებისთვის.[81]Lebrec D, Giuily N, Hadengue A, et al. Transjugular intrahepatic portosystemic shunts: comparison with paracentesis in patients with cirrhosis and refractory ascites: a randomized trial. French Group of Clinicians and a Group of Biologists. J Hepatol. 1996 Aug;25(2):135-44. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8878773?tool=bestpractice.com
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას