მიდგომა

ღვიძლის შესაძლო ქრონიკული დაავადების და ციროზის მქონე პაციენტების შეფასება უნდა დავიწყოთ დეტალური ანამნეზის შეგროვებით, რათა ამოვიცნოთ რისკ-კფაქტორები ციროზის სხვადახვა გამომწვევი მიზეზების თვალსაზრისით. პაციეტებს შემდგომ უნდა ჩაუტარდეთ სრული გასინჯვდა ღვიძლის ქრონიკული დაავადების ან ციროზის გართულებების რაიმე ნიშნის გამოსავლენად.

უნდა ჩატარდეს სისხლის ტესტების სრული პანელი ღვიძლის ქრონიკული დაავადების ეტიოლოგიის და დაავადების სიმძიმის დასადგენად. შესაძლოა საჭირო გახდეს ღვიძლის ვიზუალიზაცია და სკრინინგული ენდოსკოპია.

საჭიროა ციროზის დიფერენცირება არაციროზული მდგომარეობებისგან, რომლებმაც აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს პორტული ჰიპერტენზია. ასეთი დარღვევებია: კონსტრიქციული პერიკარდიტი; ვასკულური დარღვევები, როგორიცაა ბად-კიარის სინდრომი, პორტული ვენისა და ელენთის ვენის თრომბოზი, ქვედა ღრუ ვენის ობსტრუქცია; ინფქეციური აგენტები, როგორიცაა შისტოსომოზი; სარკოიდოზი, კვანძოვანი რეგენერაციული ჰიპერპლაზია და იდიოპათიური პორტული ჰიპერტენზია, რომელსაც აგრეთვე ჰეპატოპორტულ სკლეროზს უწოდებენ. ასევე მნიშვნელოვანია გამორიცხოს ისეთი ნივთიერებების ზემოქმედება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პორტული ჰიპერტენზია, მაგალითად A ვიტამინით ინტოქსიკაცია, დარიშხანის და ვინილის ქლორიდის ტოქსიკური მოქმედება.

ზოგიერთი არაღვიძლისმიერი მდგომარეობა რიგ შემთხვევებში იწვევს ციროზს, მაგ. შეგუბებითი ჰეპატოპათიის დროს, როდესაც გულის შეგუბებითი დაავადება ან კარდიოპულმონური პათოლოგია იწვევს ღვიძლის პასიურ შეგუბებას, რაც თავის მხრივ დროთა განმავლობაში აყალიბებს ციროზს.

ანამნეზი.

გამოვლენილი ნიშნები

  • ციროზის მქონე პაციენტები შესაძლოა იყვნენ ასიმპტომური ან აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური კონსტიტუციური სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სისუსტე, წონის კლება, განმეორებითი ინფექციები და ლიბიდოს დაქვეითება.

  • დეკომპენსაციის სიმპტომებია:

    • მუცლის გადაბერვა ასციტის გამო

    • სისხლის ღებინება (ჰემატემეზი) და შავი განავალი (მელენა) ვარიკოზული სისხლდენის გამო

    • შეცვლილი ცნობიერება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს

    • პერიფერიული შეშუპება

    • სიყვითლე.

  • სხვა, ნაკლებად ხშირი სიმპტომები, რომლებიც ფილტვის პორტული ჰიპერტენზიით გამოწველ გართულებებს, წარმოადგენს დისპნოე ფიზიკური დატვირთის დროს. ჰეპატოპულმონური სინდრომის მქონე პაციენტებში, კლასიკურად, აღწერილია პლატიპნოე (სუნთქვის უკმარისობა წამოჯდომისას) და ორთოდეოქსია (დეოქსიგენაცია წამოჯდომისას); პაციენტებს შეიძლება ასევე განუვითარდეთ დოლის ჯოხისებრი თითები და ციანოზი. პორტოპულმონური ჰიპერტენზიის დროს პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ სინკოპე და გულმკერდის ტკივილი/ზეწოლის შეგრძნება.

წარსული სამედიცინო ანამნეზი

  • შეამოწმეთ, დადგენილი აქვს თუ არა პაციენტს ღვიძლის ქრონიკული დაავადების დიაგნოზი.

  • უნდა გავითვალისწინოთ ანამნეზში მეტაბოლური სინდრომის (დიაბეტი, დისლიპიდემია, სიმსუქნე, ჰიპერტენზია) ან აუტოიმუნური დარღვევების არსებობა.

  • პაციენტის სამედიცინო ანამნეზის ცოდნა შესაძლოა დაგვეხმაროს ჰეპატოტოქსიკური წამლების მიმართ ექსპოზიციის ამოცნობაში.

  • პაციენტებს აუცილებლად უნდა შევეკითხოთ წარსულში სისხლის ტრანსფუზიის ფაქტის შესახებ.

მედიკამენტური ანამნეზი

  • აუცილებელია მედიკამენტების მოხმარების სრული ანამნეზის შეგროვება. მეტოტრექსატის და ამიოდარონის ხანგრძლივმა გამოყენებამ გავლენა მოახდინა ღვიძლის ციროზის განვითარებაზე.[19]

  • მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების, ვიტამინების, მცენარეული და საკვები დანამატების მიღება, რომლებიც შესაძლოა აზიანებდნენ ღვიძლს და რომელთა შესახებ საუბარი პაციენტმა შესაძლოა კონსულტაციაზე საჭიროდ არ ჩათვალოს.[20]

ოჯახური ანამნეზი

  • მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს ვილსონის დაავადების, ჰემოქრომატოზის ან ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტის ოჯახური ანამნეზის კვლევას.

  • ქრონიკული B ჰეპატიტი დედიდან შვილზე გადადის და ვირუსული ჰეპატიტის ოჯახური ანამნეზის შესახებ შეკითხვა მნიშვნელოვანია.

  • პაციენტებს უნდა დაუსვან კითხვა, არსებობს თუ არა ოჯახურ ანამნეზში ღვიძლის ციროზი ან ჰეპატოცელულური კარცინომა, რადგან ღვიძლის დაზიანების მიმართ გენეტიკური მგრძნობელობა, სავარაუდოდ, გარკვეულ როლს თამაშობს რისკში.

  • ოჯახში მეტაბოლური რისკ-ფაქტორების ანამნეზმა, კერძოდ, დიაბეტმა, უნდა წარმოშვას ეჭვი ღვიძლის არა ალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებაზე.

სოციალური ანამნეზი და რისკფაქტორები

  • პაციენტებს ფრთხილად უნდა გამოკითხონ სარისკო ქცევის შესახებ, როგორიცაა ნარკოტიკების ინტრავენურად მოხმარება, დაუცველი სქესობრივი კავშირი და სვირინგი.

  • საჭიროა ალკოჰოლის მოხმარების შესახებ დეტალური ანამნეზის შეგროვება, რათა შევაფასოთ პაციენტის მიერ ალკოჰოლის მიღების დონე და ფორმა. აგრეთვე დოკუმენტირებული უნდა იყოს პაციენტის მიერ კვირის განმავლობაში მიღებული ალოჰოლის ერთეულების რაოდენობა.

  • სრულად უნდა შეგროვდეს მოგზაურობის ანამნეზი პაციენტის დაბადების თარიღის და ეთნიკური წარმოშობის ჩათვლით და საზღვარგარეთ ჩატარებული ქირურგიული ან სტომატოლოგიური პროცედურების ანამნეზი.

  • უნდა იქნას მიღებული წონის მატების/კარგვის ნიმუშების ანამნეზი.

ფიზიკური გამოკვლევა

ღვიძლის ქრონიკულ დაავადებასა და ციროზს არაერთი ფიზიკური ნიშანი ახასიათებს, რომელთაგანაც რამდენიმე სპეციფიკურია გამომწვევი დაავადების მიმართ.

ხელის მტევნისა და ფრჩხილების მახასიათებლები

  • ლეიკონიქია (თეთრი ფერის ფრჩხილები) ჰიპოალბუმინემიის შედეგად

  • გადაქერცლილი ფრჩხილები, რომელიც გამოწვეულია მეორადად ქავილის შედეგად

  • ხელისგულების ერითემა

  • ტელანგიექტაზიები

  • დაჟეჟილობა

  • დოლის ჩხირისებრი თითები და ქოლესტეროლის დეპოები ხელისგულების ნაოჭებზე პირველადი ბილიური ქოლანგიტის დროს

  • დუპუიტრენის კონტრაქტურა ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების შემთხვევაში

  • ციანოზი და დოლის ჩხირისებრი თითები ჰეპატოპულმონური სინდრომის მქონე პაციენტებში.

    [Figure caption and citation for the preceding image starts]: ხელისგულების ღვიძლისმიერი ერითემა ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების მქონე ზრდასრულშიDr P. Marazzi / Science Photo Library; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3b083643[Figure caption and citation for the preceding image starts]: Preoperative view of a small finger flexion contractureFrom the collection of Dr C.M. Rodner; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3dde2ace

ნიშნები სახეზე

  • ტელანგიექტაზია

  • ტელანგიექტაზიები

  • დაჟეჟილობა

  • რინოფიმა (ცხვირის წილაკოვანი და ჰიპერტროფიული შესახედაობა ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზიის შედეგად)

  • ყბაყურა ჯირკვლის შესიება

  • გლოსიტი

  • კანი წააგავს აშშ დოლარის ბანკნოტს ("დოლარისებრი" კანი, რანდომულად განლაგებული ძაფისებრი სისხლძარღვებით)

  • სებორეული დერმატიტი

  • სკლერების სიყვითლე

  • ქსანთელაზმა პირველადი ბილიური ქოლანგიტის დროს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Icterus or jaundiceCDC. დ-რი თომას ფ. სელლერსი/ ემორის უნივერსიტეტი; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1f355b68

მახასიათებლები გულმკერდის კედელზე

  • გინეკომასტია (მტკივნეული და გამაგრებული, გადიდებული მკერდი) და მეორადი სქესობრივი თმის ცვენა კაცებში

  • სარძევე ჯირკვლების ატროფია ქალებში.

აბდომინური მახასიათებლები

  • მუცლის კედლის კოლატერალური ცირკულაცია ჭიპის გარშემო (მედუზას თავი)

  • დაჟეჟილობა

  • ჰეპატომეგალია

  • სპლენომეგალია

  • მუცლის შებერილობა (განსაკუთრებით გვერდებში) მოძრავი მოყრუებითა და სითხის ჩქროლვით ასციტის შედეგად

  • შესაძლოა აღინიშNებოდეს ღვიძლის ხმიანობა ვასკულურ ჰეპატომასთან ერთად

  • მეორადი სასქესო თმის ცვენა და სათესლე ჯირკვლების ატროფია მამაკაცებში.

    [Figure caption and citation for the preceding image starts]: მედუზას თავი: გაგანიერებული ზედაპირული (ზედა და ქვედა) ეპიგასტრული ვენები, რომლებიც გამოდის ცენტრალური დიდი ვენური ვარიკოზებიდანSingh NK, Cheema U, Khalil A. Caput medusae. Case Reports. 2010;2010:bcr0320102795; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4ae9c633[Figure caption and citation for the preceding image starts]: ასციტი. ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებისა და ციროზის მქონე ქალი პაციენტის მუცლის სურათი, რომელზეც ვლინდება ასციტით გამოწვეული შეშუპება (სითხის დაგროვება პერიტონეუმის ღრუში), სიყვითლე (კანის სიყვითლე) და დაჟეჟილობაScience Photo Library; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6094eb35

გასინჯვით მიღებული სხვა მონაცემები: ღვიძლისმიერი უსიამოვნო სუნი პირში, კუნთების განლევა, პერიფერიული ედემა და გულის მარჯვენამხრივი წნევის მომატების ნიშნები, როგორიცაა საუღლე ვენების პულსის მომატება, გულის მეორე ტონის გაძლიერებული გახლეჩა და პულსირებადი ღვიძლი პორტოპულმონური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

სისხლის ანალიზები

თითოეულ პაციენტს კონსულტაციაზე გამოცხადების დროს უნდა ჩაუტარდეს ღვიძლის ანალიზები, რათა გამოვავლინოთ გამომწვევი ფონური დაავადება და ციროზის სიმძიმე.

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

ხსენებული ტესტები ავლენენ სპეციფიკურ შედეგებს ღვიძლის კონკრეტული დაზიანების მიხედვით.

  • ამინოტრასფერაზების (ასპარტატ ამინოტრასფერაზა, ალანინ ამინოტრანსფერაზა) დონე მატულობს ჰეპატოცელულარულ დაზიანებასთან ერთად და, როგორც წესი, გარკვეული ხარისხით მომატებულია.

    • ამინოტრანსფერაზების ნორმალური დონე არ გამორიცხავს ციროზის დიაგნოზს.[21]

    • ამინოტრანფერაზას დონეს მცირე ან არანაირი კავშირი არ აქვს გართულებების ან სიკვდილობის სიხშირესთან.[22]

    • ALT-ის დონე უფრო მაღალია, ვიდრე AST-ს დონე ღვიძლის ქრონიკულ დაავადებების უმეტესობაში (გარდა ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებისა), მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს ღვიძლის დაავადების პროგრესირებასთან ერთად.

    • AST/ALT-ის ≥1 შეფარდება მიჩნეულია ციროზის პროგნოზულ ფაქტორად.[23]

  • ქოლესტაზის დროს იმატებს ტუტე ფოსფატაზას და გამა-გლუტამილ ტრანსფერაზას დონეები (პირველადი ბილიური ქოლანგიტის და პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის შედეგად), ალანინ და ასპარტატ ამინოტრანსერაზების მინიმალური დარღვევით.

  • ბილირუბინის საერთო დონე შესაძლოა ნორმაში იყოს კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში, თუმცა პათოლოგიის პროგრესირების დროს შრატში ამ ნივთიერების დონე ძირითად შემთხვევებში იმატებს.

  • საყურადღებოა, რომ ამ ანალიზების მონაცემები შესაძლოა მომატებული იყოს ღვიძლის დაავადებებისგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგადაც. მაგალითად, ამინოტრანსფერაზების დონე შეიძლება იყოს მომატებული სისტემური დაავადებების დროს, ღვიძლის პირველადი ჩართულობის გარეშე, ასეთებია: ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, კუნთების დაავადებები (მათ შორის გულის იშემია) და ცელიაკია. ტუტე ფოსფატაზას დონე შეიძლება მომატებული იყოს ძვლის დაავადების დროს, ხოლო ბილირუბინის საერთო მაჩვენებელი იმატებს ჰემოლიზის შემთხვევაში.

გამა-გლუტამილ ტრანსფერაზა

  • ღვიძლის ამ მიკროსომული ენზიმის დონის მომატება ასახავს ენზიმის აქტივაციას, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ალკოჰოლით ან ზოგიერთი მედიკამენტით, და ასევე შეინიშნება ღვიძლის მეტაბოლური დაავადების/ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების(NAFLD) დროს.

  • GGT მატულობს ქოლესტაზის დროს ტუტე ფოსფატაზასთან ერთად(ALP).

  • GGT არ არის მნიშვნელოვნად გამოხატული ძვალში, ისე, რომ ერთდროულად მომატებული GGT და ALP მიუთითებს ღვიძლზე, როგორც ALP წყაროზე.

ალბუმინი

  • შრატში ალბუმინის დონის დაქვეითება წარმოადგენს ღვიძლის სინთეტური დისფუნქციის მარკერს.

ელექტროლიტები

  • ჰიპონატრემია ხშირი მონაცემია ციროზის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ასციტი და უარესდება ღვიძლის დაავადების პროგრესირებასთან ერთად.

  • ჰიპერკალემია ხშირად აღინიშნება ციროზის მქონე პაციენტებში (ციროზით ჰოსპიტალიზებული პაცინტების 12% - 14%).[24] ეს შესაზლოა მიუთითებდეს არასახარბიელო პროგნოზზე და მკურნალობის სირთულეზე.[24][25]

სისხლის საერთო ანალიზი და შედედება

  • პროთრომბინის დროის გახანგრძლივება არის ღვიძლის სინთეტური დისფუნქციის მარკერი. (მიუხედავად იმისა, რომ K ვიტამინის დეფიციტის დროს პაციენტს ასევე შეიძლება ჰქონდეს გახანგრძივებული პროთრომბინის დრო, ღვიძლის დისფუნქციის შემთხვევისგან განსხვავებით ასეთ ვითარებაში მდგომარეობის გამოსწორება K ვიტამინის ჩანაცვლებით მარტივად ხერხდება.)

  • ღვიძლის დაავადების კოაგულოპათია კომპლექსურია. პროთრომბინის გახანგრძლივებული დრო სულაც არ ნიშნავს, რომ პაციენტი სისხლდენის მომატებული რისკის ქვეშ იმყოფება, ხოლო მწვავე სისხლდენის კონტექსტის მიღმა სისხლის პროდუქტებით კოაგულოპათიის კორექცია, ჩვეულებრივ, არ არის გამართლებული.[26]

  • თრომბოციტოპენიის (თრომბოციტების რაოდენობა <150,000/მიკროლიტრი) არსებობა ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიკური ლაბორატორიული მონაცემია ციროზის დიაგნოსტიკისთვის ღვიძლის ქრონიკული დაავადების პირობებში და განპირობებულია პორტული ჰიპერტენზიით ჰიპერსპლენიზმთან და თრომბოციტების სეკვესტრაციასთან ერთად.[27]

ვირუსის სეროლოგიური ანალიზი

  • C ჰეპატიტის ვირუსის მიმართ G იმუნოგლობულინის (IgG) ანტისხეულები (დასტურდება C ჰეპატიტის ვირუსის რნმ-ით) C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის მაჩვენებელია.[28] მკურნალობის გზამკვლევის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად აგრეთვე ტარდება C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპირება ინფექციის დადასტურების შემდეგ.

  • B ჰეპატიტის გამოვლენილი ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) ან ვირემია B ჰეპატიტის უაღრესად მგრძნობიარე დნმ-ის ტესტზე მიუთითებს ქრონიკული B ჰეპატიტის ინფექციაზე.[28] B ჰეპატიტის e-ანტიგენი/e-ანტისხეული, გენოტიპი, და ვირუსის ტვირთი გაზომილ უნდა იქნას დაავადების ფაზის შეფასებისა და შემდგომი მკურნალობის წარმართვისათვის.[28]

რკინის შემცველობის ანალიზები

  • ჰემოქრომატოზის საწყისი სკრინინგული ტესტი მოიცავს საერთო რკინის და TIBC (საერთო რკინის ბმის უნარის) განსაზღვრას, რათა გამოთვლილ იქნას ტრანსფერინის სატურაცია(რკინა/TIBC) და სისხლის შრატის ფერიტინი. თუ ტრანსფერინის სატურაცია და ფერიტინი მომატებულია, ტარდება HFE გენოტიპირება.[29]

აუტო-ანტისხეულების სკრინინგი

  • აუტო-ანტისხეულები: ანტინუკლეური (ANA) და გლუვი კუნთის მიმართ (SMA) ანტისხეულები აუტოიმუნური ჰეპატიტის დროს; ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულები (AMA) პირველადი ბილიური ქოლანგიტის შემთხვევაში, კერძოდ, M2 ანტისხეული.

შრატის იმუნოგლობულინები

  • უნდა ჩატარდეს შრატის იმუნოგლობულინების (IgA, IgG, and IgM) შეფასება. ციროზის მქონე პაციენტებში მაჩვენებლები ხშირად მომატებულია.[30]

ცერულოპლაზმინი

  • შრატის ცერულოპლაზმინი ვილსონის დაავადების დროს დაქვეითებულია.

ალფა-1 ანტიტრიფსინი

  • ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტის მქონე მოზრდილების 15%-მდე უვითარდება ციროზი.[31]

  • პლაზმაში ალფა-1 ანტიტრიფსინის დონეების განსაზღვრა გამოიყენება როგორც სკრინინგ-ტესტი.

  • ალფა-1 ანტიტრიფსინი არის მწვავე ფაზის ცილა და შეიძლება მომატებული იყოს ანთების დროს.

  • დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია შემდგომი ტესტირებით ცილის ელექტროფორეზისა და ფენოტიპირების სახით.

ალფა-ფეტოპროტეინი

  • ალფა-ფეტოპროტეინის მომატებული შემცველობის შემთხვევაში ციროზის მქონე პაციენტში უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო ჰეპატოცელულარული კარცინომის ჩამოყალიბება.[32] თუმცა სიმსივნის აღნიშნული მარკერი შესაძლოა ასევე მომატებული იყოს ღვიძლის ქრონიკული დაავადების და ანთების საფუძველზე ჰეპატოცელულური კარცინომის არარსებობის პირობებშიც; ამგვარად, საჭიროა ერთმომენტიანი რადიოლოგიური კვლევა ღვიძლის შესაძლო დაზიანებების გამოსარიცხად.

ენდოსკოპია

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპია უნდა ჩატარდეს ციროზის მქონე შერჩეულ პაციენტებში, საყლაპავის და კუჭის ვენების ვარიკოზული გაგანიერების სკრინინგის მიზნით. ამ პაციენტთა სელექცია დაფუძნებულია მათი ღვიძლის არა-ინვაზიურ შეფასებაზე, რომელიც მოიცავს თრომბოციტების რაოდენობას და ღვიძლის რიგიდულობის შეფასებას.[33] კერძოდ, კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებს, რომელთა ღვიძლის სიმტკიცე <20 კპა (როგორც გაზომილია გარდამავალი ელასტოგრაფით) და თრომბოციტების რაოდენობა >150 × 10⁹ უჯრედი/ლ, აქვთ ვარიკოზის ძალიან დაბალი რისკი და შეუძლიათ თავიდან აიცილონ სკრინინგული ენდოსკოპია.[33] თუმცა, პრაქტიკაში მრავალი ცენტრი სთავაზობს საბაზისო ენდოსკოპიას ღვიძლის ციროზის მქონე ყველა პაციენტს. მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ძალიან თხელი გასტროსკოპია შესაძლოა იყოს უკეთესი ტოლერანტული მეთოდი ვარიკოზების სკრინინგისთვის, სადაც კი მითითებულია.[34]

ციროზის მქონე პაციენტებს ისტორიულად უტარდებათ ზედა გასტროინტესტინური ენდოსკოპია კუჭისა და საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების სკრინინგისთვის დიაგნოზის დასმის დროს, და შემდგომ 1-3 წლიანი ინტერვალებით.[35] თუმცა, გაიდლაინების რეკომენდაციები განსხვავდება სკრინინგის ინტერვალების მიხედვით.

პირველადი პროფილაქტიკა (ვარიკოზული სისხლდენის პრევენცია არასელექციური ბეტა ბლოკერებით (პროპრანოლოლი, ნადოლოლი ან კარვედილოლი) ან ვარიკოზების ენდოსკოპიური ლიგირებით (EVL), რომელიც საჭიროებს ვარიკოზების ობლიტერაციისთვის რამოდენიმე სესიას), უნდა დაინერგოს, თუ მაღალი რისკის კუჭისა და საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვლინდება.[36] [ Cochrane Clinical Answers logo ] ერთ-ერთი მეტა ანალიზის მიხედვით, ვარიკოზული სისხლდენის პირველადი პრევენციისთვის ვარიკოზული ზოლის ლიგირება პლუს ბეტა-ბლოკერი ამცირებდა სისხლდენის სიხშირეს მხოლოდ ბეტა ბლოკერის გამოყენებასთან შედარებით, მაგრამ ასევე ასოცირებული იყო გვერდითი მოვლენების უფრო მარალ სიხშირესთან.[37] კომბინირებული თერაპია ამჟამად არ არის რეკომენდებული პირველადი პროფილაქტიკისათვის.

გამოსახულებითი კვლევები

შორსწასული ციროზის ნიშნების აღმოჩენა შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევით, კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT) და მაგნიტური რეზონანსით (MRI).[38][39] უპირატესი რადიოლოგიური გამოკვლევის მეთოდი დამოკიდებულია პათოლოგიაზე და ექიმის პრეფერენციაზე.

ღვიძლის სისხლძარღვებში დინების დოპლეროგრაფია სასურველი ტესტია სავარაუდო ციროზით დაავადებულ პაციენტთა საწყისი შეფასებისთვის. ის აცილებს რადიაციის და კონტრასტის რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ვიზუალიზაციის სხვა რეჟიმებთან.

იმ შემთხვევაში, თუ ულტრაბგერით გამოკვლევაზე გამოჩნდება ჰეპატოცელულური კარცინომის სავარაუდო ნიშნები, ან თუ პაციენტს აღენიშნება მუცლის დაუდგენელი ტკივილი, რეკომენდებულია შემდგომი CT ან MRI გამოკვლევები.[40]

ღვიძლის ზედაპირის კვანძოვანება ან პატარა ზომის ღვიძლი მარცხენა/კუდიანი წილის ჰიპერტროფიითა და მის გარეშე შესაძლოა გამოვლინდეს ულტრაბგერით გამოკვლევაზე, CT სკანირებაზე და MRI-ზე. შორსწასული ციროზის ნიშნების აღმოჩენა შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევით, CT სკანირებითა და MRI-ით.

არ არსებობს საკმარისი მგრძნობელობის მქონე რადიოლოგიური ტესტი, რომლის გამოყენება შეიძლება, როგორც ციროზის დიაგნოსტიკის ერთადერთი ინსტრუმენტის. ძლიერი კლინიკური ეჭვის არსებობის პარალელურად არსებული ზემოთ აღწერილი რადიოლოგიური ნიშნები საკმარისია ციროზის სადიაგნოსტიკოდ ღვიძლის დამადასტურებელი ბიოფსიის საჭიროების გარეშეც.

რადიოლოგიოური კვლევები ციროზის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტია ჰეპატოცელულური კარცინომის გამოსავლენად და რუტინულად გამოიყენება ამ პათოლოგიის ზედამხედველობისთვის.

ღვიძლის ბიოფსია

ციროზის დიაგნოსტიკაში ღვიძლის ბიოფსია რჩება ყველაზე სპეციფიკურ და მაღალი მგრძნობელობის ტესტად. თუმცა, ბიოფსიის ჩატარება საჭირო არ არის ღვიძლის შორსწასული დაავადების შემთხვევაში და ციროზის ტიპური კლინიკური, ლაბორატორიული და/ან რადიოლოგიური ნიშნების არსებობის პირობებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა ანთების ხარისხის განსაზღვრა.

დიაგნოზის დადასტურების გარდა ღვიძლის ბიოფსია შესაძლოა დაგვეხმაროს ღვიძლის ფონური დაავადების ეტიოლოგიის განსაზღვრაში, თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ვინაიდან პროცედურის ჩატარებისას ზოგჯერ უკვე აღარ არის შესაძლებელი პირველადი დაზიანების (მაგ. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება ან აუტოიმუნური ჰეპატიტი) მახასიათებელი ნიშნების გამოვლენა.

ღვიძლის ბიოფსია ასევე სასარგებლოა ღვიძლის თანმდევი დაავადებების (მაგ. ცხიმოვანი ღვიძლი და ვირუსული ჰეპატიტები, ჰემოქრომატოზი და ვირუსული ჰეპატიტები) და აუტოიმუნური გადაფარვის სინდრომების, აგრეთვე ინფილტრაციული და ინფექციური დარღვევების დიაგნოსტირებაში .

ღვიძლის ბიოფსია საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ ღვიძლის ქრონიკული დაავადების და ციროზის სპეციფიკური გამომწვევი მიზეზების მართვა. ციროზის და ღვიძლის დაზიანებების მქონე პაციენტებში ღვიძლის ბიოფსია ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კეთილვისებიანი წარმონაქმნების დიფერენცირებისთვის ღვიძლის პირველადი კიბოსა და ღვიძლის მეტასტაზური დაავადებებისგან.

ღვიძლის ბიოფსია ასოცირებულია სისხლდენის, პერფორაციის და პნევმოთორაქსის რისკთან, სხვა გართულებებს შორის.[41]

სიმძიმის შეფასება

დაავადების სიმძიმის განსაზღვრის ორი ყველაზე ხშირად გამოყენებული ქულათა სისტემაა ჩაილდ-პიუ-ტურკოტის და უფრო მოგვიანებით, ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მოდელი. ქულათა სხვა სისტემები ჯერ შეფასების პროცესშია.[42][43][44][45]

ჩაილდ-პიუ-ტურკოტი

ეფუძნება ასციტის და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, შრატის ბილირუბინის, ალბუმინის და შედედების ფაქტორების (პროთრომბინის დრო და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება [INR]) არსებობას და იყოფა ჩაილდის A, B, და C კლასებად დაავადების სიმძიმის მატების მიხედვით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Child-Pugh-Turcotte scoring systemFrom the collection of Dr Keith Lindor; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1336f5a7

ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მოდელი

ელექტრონულად გამოითვლება შრატში ბილირუბინის, ნატრიუმის, კრეატინინისა და შედედების ფაქტორების (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება და პროთრომბინის დრო) მიხედვით სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.[45][46] [ MELDNa ქულები (ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაგეგმვის მიზნით, არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის) (SI განყოფილებები) Opens in new window ] ​​კლასიფიკაციის ეს სისტემა გამოიყენება ღვიძლის ტრანსპლანტანტების გადასანაწილებლად აშშ-ში.

არაინვაზიური ტესტები

ფიბროზის სეროლოგიურ და ირიბ მარკერებს აქვს კარგი უარყოფითი პროგნოსტიკული მნიშვნელობა ციროზის დროს, და ხშირად ისინი გამოიყენება თემის პარამეტრებში ღვიძლის დაავადებების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტების სტრატიფიკაციისთვის.

ფიბროზის მარკერები

შეფასებულია რიგი ფიბროზის მარკერებისა. ზოგი მათგანი იყენებს სისხლის რუტინული ანალიზების კომბინაციებს (მაგ, NAFLD ფიბროზის ქულა, ფიბროზი-4 [FIB-4], AST/თრომბოციტების თანაფარდობის ინდექსი [APRI], AST/ALT). [ NAFLD ფიბროზის ქულები Opens in new window ] სხვა სისტემები იყენებენ ფიბროგენეზის სპეციფიკურ მოლეკულურ მარკერებს (მაგ., ღვიძლის გაძლიერებული ფიბროზი [ELF]). აღნიშნული მარკერები, მეტწილად, საჭიროა მძიმე ფიბროზის გამოსარიცხად და მათი ნორმალური მაჩვენებლები სარწმუნოა. მათი მეშვეობით ფიბროზის შუალედური სტადიების დიფერენცირება კარგად ვერ ხერხდება.

ვიზუალიზაციის მეთოდები ფიბროზის გამოსავლენად

ტრანზიენტული ელასტოგრაფია ულტრაბგერაზე დაფუძნებული მეთოდია ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის გამოსავლენად ღვიძლის ბიოფსიის საჭიროების გარეშე.

როგორც ფიბროზის შეფასებისთვის არაინვაზიური სისხლის ტესტების შემთხვევაში, გარდამავალ ელასტოგრაფიას აქვს საუკეთესო დიაგნოსტიკური ღირებულება ღვიძლის ციროზის გამოსარიცხად. ფიბროზის შუალედური სტადიების გამოვლენის კუთხით მისი სიზუსტე იკლებს. ულტრაბგერითი რადიოლოგთა საზოგადოება რეკომენდაციას უწევს დაბალ ათვლის მნიშვნელობას მნიშვნელოვანი ფიბროზის გამოსარიცხად და მაღალი ათვლის მნიშვნელობას, რომელიც მიუთითებს კომპენსირებულ შორსწასულ ღვიძლის ქრონიკულ დაავადებაზე.[47] გარდამავალი ელასტოგრაფიის მეტა-ანალიზებმა და პროსპექტულმა კვლევებმა აღნიშნა ამ გამოკვლევის შესანიშნავი დიაგნოსტიკური სიზუსტე ციროზის გამოსავლენად (გამომწვევი დაავადებისგან დამოუკიდებლად) და ფიბროზის იდენტიფიცირებისთვის განმეორებითი C ჰეპატიტის მქონე პაციენტებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომ.[48][49][50][51][52][53][54][55][56]

როგორც გარდამავალი ელასტოგრაფიის შემთხვევაში, აკუსტიკური დასხივების ძალის იმპულსის ვიზუალიზაცია იყენებს ულტრაბგერას, ელასტოგრაფიის შესანარჩუნებლად.

მაგნიტურ-რეზონანსული ელასტოგრაფია ეფექტურია ფიბროზის განსაზღვრისთვის, მაგრამ მისი გამოყენება შეზღუდულია ღირებულების გამო და ასევე შესაძლოა ვერ გამოვიყენოთ, თუ პაციენტს აქვს ძველი მეტალის პროთეზები. ფიბროზის სტადიის დადგენა შესაძლებელია გადოქსეტის მჟავით გაძლიერებული მრტ-ს გამოყენებით.[57]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას