განხილვები პაციენტთან

პაციენტებს უნდა განემარტოთ ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხების შესახებ, რათ თავიდან აირიდონ ღვიძლის შემდგომი დაზიანების რისკები:

  • ალკოჰოლის და სხვა ჰეპატოტოქსინებისგან თავის არიდება, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და პარაცეტამოლი მაღალი დოზები (>2 გ/დღე).

  • კვების ფრთხილი რაციონი ადეკვატური მჭლე ცილით და ნახშირწყლების შემცველი მცირე ულუფა ძილის წინ. დეკომპენსირებულ პაციენტებს უნდა ურჩიონ დაიცვან დიეტა მარილის დამატების გარეშე.[142] პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კომპენსირებული ციროზი და ჭარბი წონა, უნდა ურჩიოთ წონის დაკლება.

  • გრიპის და პნევმოკოკის საწინააღმდეგო იმუნიზაცია.

  • რეგულარული ვარჯიში. ციროზის მქონე პაციენტებში ფიზიკური დატვირთვა უსაფრთხოა და შეიძლება გაზარდოს გამძლეობა.[143][144]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას