მონიტორინგი

ციროზით დაავადებულ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მონიტორინგი ყოველ 6-12 თვეში ლაბორატორიული ტესტებით (თირკმლის ფუნქცია / ელექტროლიტები, ღვიძლის ფუნქციის ტესტები, ალბუმინი, სისხლის საერთო ანალიზი, პროთრომბინის დრო, ალფა-ფეტოპროტეინი) და ვიზუალიზაციის კვლევები (6 თვეში ერთხელ მუცლის ღრუს ექოსკოპია), რათა შემოწმდეს:

  • ღვიძლის შორსწასული დაავადების ნიშნები და სიმპტომები

  • დაავადების პროგრესირება

  • პორტული ჰიპერტენზიის ისეთი გართულებების განვითარება, როგორიცაა ასციტები, ღვიძლის ენცეფალოპათია, სიყვითლე და ვარიკოზული სისხლდენა.

ციროზის მქონე ყველა პაციენტს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აღენიშნება ვირუსული ჰეპატიტი (B და C ტიპის), ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება და ჰემოქრომატოზი, არიან ჰეპატოცელულარული კარცინომის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ და უნდა გაიარონ მეთვალყურეობა ულტრაბგერით ყოველ 6 თვეში, ალფა-ფეტოპროტეინით ან მის გარეშე.[135] კლინიკურ პრაქტიკაში, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) გამოიყენება, როგორც მეორე რიგის დიაგნოსტიკური გამოსახულების მეთოდი. თუმცა, ის შეიძლება ნაკლებად ზუსტი იყოს ჰეპატოცელულური კარცინომის (HCC) გამოსარიცხად; ერთმა მეტა-ანალიზმა გვიჩვენა, რომ თუ კტ გამოიყენება HCC ნებისმიერი ზომისა და სტადიის დასადგენად, HCC-ს მქონე პაციენტების 22.5% გამოტოვებულ იქნება, და 8.7% HCC-ს გარეშე, მიიღებს არასაჭირო მკურნალობას. თუმცა, ყველა ჩართული კვლევა მიიჩნიეს სისტემური ცდომილების მაღალი რისკის ქვეშ, რაც ზღუდავს ავტორების შესაძლებლობას, ამ შდეგების საფუძველზე დამაჯერებლად გამოიტანონ დასკვნები.[141]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას