ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

რისკფაქტორებია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, წამლების ინტრავენური გამოყენება, დაუცველი სქესობრივი კავშირი, სიმსუქნე და სისხლის ტრანსფუზია.

მუცლის შებერვა

პორტული ჰიპერტენზიის დროს ასციტის შედეგად განვითარებული დეკომპენსირებული ციროზის სიმპტომი.

სიყვითლე და ქავილი

მიუთითებს დეკომპენსირებულ ციროზზე, რაც გამოწვეულია ღვიძლის მიერ კონიუგირებული ბილირუბინის სანაღვლე არხებში შემცირებული ექსკრეციით. ქავილი არის მეორადად გამოწვეული ნაღველის სეკრეციის დარღვევით[Figure caption and citation for the preceding image starts]: Icterus or jaundiceCDC. დ-რი თომას ფ. სელლერსი/ ემორის უნივერსიტეტი; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6df93ca1

სისხლი პირნაღებ მასაში (ჰემატემეზისი) და შავი განავალი (მელენა)

დეკომპენსირებული ციროზის სიმპტომები, რომლებიც განვითარებულია მეორადად პორტული ჰიპერტენზიის დროს საყლაპავისა და კუჭის ვენების ვარიკოზული გაგანიერებებიდან გასტროინტესტინური ჰემორაგიის შედეგად

ხელის მტევნისა და ფრჩხილების ნიშნები (მაგ. ლეიკონიქია, ხელისგულის ერითემა, ობობასებრი ანგიომა)

გასინჯვით მიღებული სახასიათო მონაცემები ხელის მტევნებსა და ფრჩხილებზე ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს: ლეიკონიქია (თეთრი ფერის ფრჩხილები) ჰიპოალბუმინემიის შედეგად, გაპრიალებული ფრჩხილები ქავილით გამოწვეული ჭარბი ფხანის შედეგად, ხელისგულის ერითემა (სიწითლე ტენარულ და ჰიპოტენარულ ბორცვებზე), ობობასებრი ანგიომები (გაუფერულება ზეწოლის შედეგად და ობობასებრი განტოტებების შევსება ცენტრალური არტერიოლიდან), დაჟეჟილობა, დოლის ჩხირისებრი თითები და ქოლესტეროლის ჩალაგება ხელისგულის ნაოჭებზე პირველადი ბილიური ქოლანგიტის დროს და დუპუიტრენის კონტრაქტურა ღვიძლის ალკოჰოლთან დაკავშირებული დაავადების შემთხვევაში.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Preoperative view of a small finger flexion contractureFrom the collection of Dr C.M. Rodner; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@13ba7ae1

სახის ნიშნები (მაგ. ტელანგიექტაზია, ობობასებრი ანგიომები, სკლერების სიყვითლე)

გასინჯვის შედეგად გამოვლენილი დამახასიათებელი ცვლილებები სახეზე ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს: ტელეანგიექტაზია (წითელი ფერის ფოკალური დაზიანებები კანის წვრილი სისხლძარღვების შეუქცევადი დილატაციის შედეგად), ობობასებრი ანგიომები (გაუფერულება ზეწოლის შედეგად და ობობასებრი განტოტებები ცენტრალური არტერიოლიდან), დაჟეჟილობა, რინოფიმა, ყბაყურა ჯირკვლის შესივება, კანის დოლარისებრი შესახედაობა (გაფანტულად განლაგებული ძაფისებრი სისხლძარღვები) და წითელი ფერის ენა ღვიძლის ალკოჰოლთან დაკავშირებული დაავადების დროს; სებორეული დერმატიტი, სკლერების სიყვითლე და ქსანთელაზმა (ყვითელი ფოლაქები ქუთუთოებზე ცხიმის ჩალაგების შედეგად) პირველადი ბილიური ქოლანგიტის დროს.

აბდომინური მახასიათებლები (მაგ. კოლატერალური ცირკულაცია, ჰეპატოსპლენომეგალია, შებერილობა)

გასინჯვით მიღებული დამახასითებელი მონაცემები მუცლის არეში ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს: კოლატერალური ცირკულაცია მუცლის კედელზე ჭიპის გარშემო (მედუზას თავი), დაჟეჟილობა, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, მუცლის შებერილობა (განსაკუთრებით გვერდებზე) მოძრავი მოყრუებითა და სითხის დინებით ასციტის შედეგად, ღვიძლის ხმიანობა (შესაძლოა აღინიშნებოდეს ვასკულურ ჰეპატომასთან ერთად) და მეორადი სასქესო თმების ცვენა და სათესლე ჯირკვლების ატროფია კაცებში.

იშვიათი

შეცვლილი მენტალური სტატუსი

დეკომპენსირებული ციროზის სიმპტომი პორტოსისტემური ენცეფალიტის შედეგად.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

კონსტიტუციური სიმპტომები

ციროზის მქონე პაციენტები შესაძლოა იყვნენ ასიმპტომური ან აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური კონსტიტუციური სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სისუსტე, წონის კლება.

ქვედა კიდურების შეშუპება

დეკომპენსირებული ციროზის სიმპტომი ჰიპოალბუმინემიით განპირობებული პერიფერიული შეშუპების შედეგად.

ღვიძლისმიერი უსიამოვნო სუნი პირიდან

მოტკბო, ლპობის სუნი პირის ღრუში დეკომპენსირებული ციროზის დროს მეორეულად პორტოსისტემური შუნტის შემდეგ.

კუნთების განლევა

გასინჯვით მიღებული ხშირი მონაცემი ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს, რომელიც განვითარებულია მეორეულად მალნუტრიციისა და ჰიპერკატაბოლური მდგომარეობის შემდეგ.

პერიფერული ედემა

დეკომპენსირებული ციროზის ნიშანი, რომელიც გამოწვეულია ნატრიუმის შეკავებისა და ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დაქვეითების შედეგად, რაც იწვევს ჰიპოალბუმინემიას.

იშვიათი

განმეორებითი ინფექციები

შესაძლოა აღინიშნებოდეს დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში უჯრედული იმუნიტეტის დარღვევის შედეგად.

ლიბიდოს დაქვეითება

დეკომპენსირებული ციროზის სიმპტომი, რასაც მეორადად განაპირობებს ჰორმონული ცვლილებები და სათესლე ჯირკვლების ატროფია, უფრო ხშირად აღინიშნება ღვიძლის ალკოჰოლთან დაკავშირებული დაავადების და ჰემოქრომატოზის მქონე პაციენტებში.

გულმკერდის კედლის მახასიათებლები (მაგ. გინეკომასტია)

გასინჯვით მიღებული სახასიათო მონაცემები გულმკერდზე ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს: გინეკომასტია (მტკივნეული და გამაგრებული, გადიდებული მკერდი), მეორადი სქესობრივი თმის ცვენა კაცებში და სარძევე ჯირკვლების ატროფია ქალებში.

ქოშინი

ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს იშვიათი სიმპტომია, რომელიც დაკავშირებულია პორტული ჰიპერტენზიის შედეგად განვითარებულ ფილტვის გართულებებთან. კლასიკურად, ჰეპატოპულმონური სინდორმის მქონე პაციენტებში აღწერილია პლატიპნოე და ორთოდეოქსია; პაციენტებს აგრეთვე შესაძლოა აღენიშნებდოეთ დოლის ჩხირისებრი თითები და ციანოზი. დისპნოე შესაძლოა შეგვხვდეს ღვიძლის ჰიდროთორაქსთან ერთად.

ტკივილ გულმკერდის არეში

შესაძლოა შეგვხვდეს პორტოპულმონური ჰიპერტენზიის დროს.

სინკოპე

შესაძლოა შეგვხვდეს პორტოპულმონური ჰიპერტენზიის დროს.

რისკფაქტორები

ძლიერი

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგად გამოწვეული ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება განვითარებულ სამყაროში ციროზის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს.[2][10]

ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება

ნარკოტიკების ინიექციურად მომხმარებლები დგნანან B და C ჰეპატიტების შეძენის რისკის ქვეშ. ორივე ხსენებული ვირუსი იწვევს ციროზის განვითარებას.

დაუცველი სქესობრივი კონტაქტი

დაუცველი სქესობრივი კავშირი პაციენტებს B და C ჰეპატიტის ვირუსებით დაინფიცირების რისკის ქვეშ აყენებს, რომელთაგანაც ორივე იწვევს ციროზს.

სიმსუქნე

ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება, მეორადად განვითარებული სიმსუქნისა და დიაბეტის საფუძველზე, ციროზის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.[2][7]

წარმოშობის ქვეყანა

B და C ჰეპატიტები ენდემურია მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში.

სუსტი

სისხლის გადასხმა

ციროზის გამომწვევი დაავადებების B და C ჰეპატიტების გადადება შესაძლებელია სისხლის დაბინძურებული პროდუქტებით, თუმცა აღნიშნული რისკი უკიდურესად დაბალია სისხლის დონორებისა და პროდუქტების ვირუსულ ჰეპატიტებზე რუტინული სკრინინგის გამო. სისხლის გადასხმა 1992 წლამდე ან შედედების ფაქტორის გადასხმა 1987 წლამდე წარმოადგენს რისკ-ფაქტორებს აშშ-ში.

ტატუირება

ტატუირება რისფაქტორია, როდესაც დაცული და გადამოწმებული არ არის უსაფრთხოების უნივერსალური ზომები. საჭიროა პაციენტებთან კონსულტაცია ამის შესახებ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას