შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
პირველადი ვიზიტით შემოდის 56 წლის მამაკაცი, რომელსაც შორეულ ანამნეზში აღენიშნება ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება და უჩივის მუცლის გარშემოწერილობის მომატებას, თუმცა უარყოფს სიყვითლეს. იგი სვამს 2-4 ჭიქა ღვინოს სადილზე და იხსენებს, რომ წარსულში აღენიშნებოდა ღვიძლის ენზიმების პათოლოგიური მაჩვენებლები. გასინჯვისას ვლინდება ტელანგიექტაზიები, პალპირებადი გამაგრებული ღვიძლი, მსუბუქი სპლენომეგალია და ასციტისთვის დამახასიათებელი მოძრავი მოყრუება. ღვიძლის ფუნქცია დარღვეულია ამინოტრანსფერაზების მომატებით (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა [AST]: 90 U/L, ალანინ ამინოტრანსფერაზა [ALT]: 87 U/L), და პაციენტი დადებითია C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულის მიმართ.
შემთხვევის ანამნეზი #2
60 წლის ქალს, რომელსაც სამედიცინო ისტორიაში აქვს სიმსუქნე, დიაბეტი და დისლიპიდემია, აღენიშნება ღვიძლის პათოლოგიური ენზიმები ამინოტრანსფერაზების მომატება (ALT: 68 U/L, AST: 82 U/L), და ნორმალური ტუტე ფოსფატაზა და ბილირუბინი. იგი უარყოფის ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, და ვირუსულ ჰეპატიტზე და ავტოიმუნურ მარკერებზე ტესტები უარყოფითია. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევით ვლინდება ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციისა და ელენთის მსუბუქი გადიდების ნიშნები.
სხვა გამოვლინებები
ციროზის ადრეულ ეტაპებზე, პაციენტები შეიძლება სრულად უსიმპტომონი იყვნენ ან უჩიოდნენ აუხსნელ დაღლილობას, სისუსტეს და/ან წონის კლებას.
შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის ფერმენტების მხოლოდ მსუბუქი დარღვევა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას