კრიტერიუმები
ჩაილდ-პიუ-ტურკოტი[42][43]
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ქულათა სისტემა ციროზის სიმძიმის განსაზღვრისთვის.[42][43] ჩაილდ-პიუ-ტრუკოტის ქულა ეფუძნება ასციტის და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, შრატის ბილირუბინის, ალბუმინის და შედედების ფაქტორების (პროთრომბინის დრო და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება [INR]) არსებობას და იყოფა ჩაილდის A, B, და C კლასებად დაავადების სიმძიმის მატების მიხედვით.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: Child-Pugh-Turcotte scoring systemFrom the collection of Dr Keith Lindor; used with permission [Citation ends].
ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მოდელი[46]
ციროზის სიმძიმის დასადგენად უფრო თანამედროვე სისტემის, MELD, ქულები ელექტრონულად გამოითვლება შრატში ბილირუბინის, ნატრიუმის, კრეატინინის და შედედების ფაქტორების (INR და პროთრომბინის დრო) მიხედვით სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.[45][46] [ MELDNa ქულები (ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაგეგმვის მიზნით, არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის) (SI განყოფილებები) Opens in new window ] კლასიფიკაციის ეს სისტემა გამოიყენება ღვიძლის ტრანსპლანტანტების გადასანაწილებლად აშშ-ში.
თირკმლის მწვავე დაზიანება-ჰეპატორენული სინდრომი (AKI-HRS)
თირკმლების მწვავე დაზიანება (AKI) არის შრატის კრეატინინის აბსოლუტური მატება ≥26.4 მკმოლ/ლ (≥0.3 მგ/დლ) 48 საათზე ნაკლებ პერიოდში, ან შრატის კრეატინინის პროცენტული მატება საბაზისოდან მინიმუმ 1,5-ჯერ 7 დღეზე ნაკლებ დროში, ან შარდის გამოყოფის შემცირება 0.5 მლ/კგ/სთ 6 საათზე მეტი დროის განმავლობაში.[59][60][61] თირკმლების მწვავე დაზიანებას (AKI)აქვს სამი სტადია, როგორც ეს განსაზღვრულია ასციტის საერთაშორისო კლუბის მიერ (ICA-AKI criteria):[62]
სტადია 1: შრატის კრეატინინი≥26.4 მკმოლი/ლ (≥0.3 mg/dL)ან შრატის კრეატინინის მომატება ≥1.5-ჯერ გაორმაგებამდე საწყისი დონიდან AKI დიაგნოზის დროს
სტადია 2: სისხლის შრატის კრეატინინის მომატება მეტად, ვიდრე ორ - სამჯერ საწყისი დონიდან
სტადია 3: სისხლის შრატის კრეატინინის მომატება საბაზისო დონიდან სამჯერ მეტად ან შრატში კრეატინინი ≥352 მიკრომოლი/ლ (≥4.0 მგ/დლ) მწვავე მომატებით ≥26.4 მიკრომოლი/ლ (≥0.3 მგ/დლ) ან თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებით.
ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის გაიდლაინი (EASL) იძლევა რეკომენდაციას, გამოყენებულ იქნას ადაპტირებული საფეხურებრივი სისტემა AKI-სთვის, რაც ყოფს AKI-ის 1 სტადიას1A and 1B სტადიებად სისხლის შრატის კრეატინინის დონის მიხედვით <133 მკმოლ/ლ (<1.5 მგ/დლ) თუ ≥133 მკმოლ/ლ (≥1.5 მგ/დლ), შესაბამისად.[59]
ასციტის საერთაშორისო კლუბის(ICA) დიაგნოსტიკური კრიტერიუმებუ AKI-HRS-სთვის:[60]
ციროზი ასციტებით
AKI-ის დიაგნოზი ICA-AKI კრიტერიუმების მიხედვით ( AKI-ს 2 ან 3 სტადია, AKI-ის 1 სტადია, რომელიც პროგრესირებს მიუხედავად ინტენსიური მეთვალყურეობისა, რისკფაქტორების მოხსნისა და ჰიპოვოლემიის კორექციისა)
არ არის რეაქცია ზედიზედ 2 დღის განმავლობაში დიურეტიკის შეწყვეტის და ალბუმინით პლაზმის მოცულობის გაზრდის შემდეგ
შოკის არარსებობა
არ არის ნეფროტოქსიკური საშუალებების ამჟამინდელი ან ბოლოდროინდელი გამოყენება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ამინოგლიკოზიდები ან იოდიზებული საკონტრასტო საშუალებები)
თირკმლის სტრუქტურული დაზიანების მაკროსკოპიული ნიშნები არ არსებობს. თირკმლის სტრუქტურულ დაზიანებაზე მიანიშნებს პროტეინურია (>500 მგ/დღეში), მიკროჰემატურია (>50 ერითროციტი მხედველობის ველში დიდი გადიდებით) და/ან თირკმლის პათოლოგიური ულტრასონოგრაფია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას