ახალი ტიპის მკურნალობა

ანტიფიბროზული აგენტები

მრავალი ანტიფიბროზული საშუალება განიხილება ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს თერაპიული გამოყენებისთვის (მაგ., სილიმარინი, ტრანსფორმირების ზრდის ფაქტორის [TGF]-ბეტა ანტაგონისტები, ენდოთელინ-რეცეპტორების ანტაგონისტები, ACE ინჰიბიტორები და რელაქსინი). როგორც ჩანს, არ არსებობს კლინიკურად დამტკიცებული თერაპია ღვიძლის ფიბროზისთვის. რამდენიმე არის მე-2 და მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში, მათ შორის ფარნესოიდ X რეცეპტორზე, პეროქსისომ პროლიფერაციულ გამააქტივებელ რეცეპტორებზე (PPARs), და ქემოკინ რეცეპტორებზე.[130] ენდოთელინის რეცეპტორების ანტაგონისტმა მაკიტენტანმა შეიძლება სარგებლობა მოუტანოს პორტოპულმონური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს, მაგრამ არ არის დამტკიცებული ამ ჩვენებისთვის.[123]

პენტოქსიფილინი

პენტოქსიფილინი არის ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით, რაც ამცირებს სისხლის სიბლანტეს და აუმჯობესებს ერითროციტების მოქნილობას. პრო-ანთებითი ციტოკინები, მათ შორის სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (TNF)-ალფა და ინტერლეიკინ-6, მომატებულია ციროზის მქონე პაციენტებში ენდოტოქსემიის საპასუხოდ. ეს ციტოკინები იწვევს პრო-ანთებით, ჰიპერდინამიკურ მდგომარეობას. პენტოქსიფილინი ნაჩვენებია არა მხოლოდ TNF-ს დონის დასაწევად, არამედ სისხლძარღვთა სისტემური რეზისტენტობის გაზრდისთვის, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ვისცერალურ ვაზოდილატაციას პორტალურ ვენურ სისტემაში წნევის მატების გარეშე. ციროზის პროგრესული ფორმის მქონე პაციენტებში ჩატარებული რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებული კვლევის მიხედვით, პენტოქსიფილინმა შეამცირა გართულებების რისკი, მათ შორის ბაქტერიული ინფექციების, თირკმლის უკმარისობის, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, და გასტროინტესტინალური ჰემორაგიის, პლაცებოსთან შედარებით.[131] მან არ გააუმჯობესა მოკლევადიანი სიკვდილობა.[131] პენტოქსიფილინის დამატება ალბუმინითა და ვაზოკონსტრიქციით მოცულობის გაფართოების სტანდარტულ მკურნალობაზე, უსაფრთხო იყო ტიპი-1 ჰეპატორენალური სინდრომის მქონე პაციენტების მცირე რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევაში, მაგრამ საჭიროა შემდგომი ფართომასშტაბიანი პროსპექტული კვლევები ამ მკურნალობის ეფექტურობის დასადასტურებლად.[132]

ციანოაკრილატის ინექცია

მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვლევის მიხედვით ციანოაკრილატის ინექცია უფრო ეფექტურია, ვიდრე პროპრანოლოლი პირველი სისხლდენის პრევენციისთვის პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფართო მასშტაბის ტიპი 2 გასტრო-ეზოფაგეალური ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან იზოლირებული კუჭის ვარიკოზული ვენები, არ ყოფილა განსხვავება გადარცენის მხრივ და საჭიროა შემდგომი კვლევა.[33]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას