პროგნოზი
საერთო პროგნოზი
ჯამური საშუალო გადარჩენადობა ციროზით დაავადებულ პაციენტებში დაახლოებით 10 წელია, თუმცა პროგნოზი ემყარება დაავადების სტადიას.
10-წლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში დაახლოებით 90%-ია, ხოლო ციროზის დეკომპენსირებულ ფორმაში გადასვლის ალბათობა 10 წლის ფარგლებში 50 %-ს წარმოადგენს.[133] საშუალო გადარჩენადობის დრო დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში დაახლოებით 2 წელია.[133][134]
კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ჩაილდ-პიუ-ტურკოტისა და ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მოდელის ქულათა სისტემები ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის პროგნოზირებისთვის.
გამოყოფილია ციროზის 4 კლინიკური სტადია, რომელთაგანაც თითოეული განსხვავებული პროგნოზით ხასიათდება.[133]
1-ელი სტადია
კუჭისა და საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერბის ან ასციტის არმქონე პაციენტებს ყოველწილურად სიკვდილობის დაახლოებით 1% აღენიშნებათ.
მე-2 სტადია
ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს (სისხლდენის გარეშე) ასციტის გარეშე სიკვდილობის მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 4%-ია.
მე-3 სტადია
ასციტის მქონე პაციენტებში ვენების ვარიკოზული გაგანიერებით ან მის გარეშე (სისხლდენის გარეშე) სიკვდილობა დაახლოებით 20%-ს აღწევს წლიურად.
მეოთხე სტადია
პორტული ჰიპერტენზიით (ასციტით ან მის გარეშე) გამოწვეული გასტროინტესტინური სისხლდენის მქონე პაციენტებში 1-წლიანი სიკვდილობის მაჩვენებელი 57%-ს შეადგენს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას