მტკიცებულება

ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.

BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები

Evidence table logo

მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


თუ მტკიცებულებების სარწმუნოობა GRADE სისტემით შეფასების პირობებში საშუალო ან დაბალიდან საშუალომდე ხარისხისაა, ინტერვენციების ეფექტურობა/სარგებლიანობა ძირითადი შედეგების თვალსაზრისით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მაღალია.


პოპულაცია: ციროზის მქონე მოზრდილები (საშუალო ასაკი 41-დან 61 წლამდე)

ინტერვენცია: არა-აბსორბირებადი დისაქარიდები (ლაქტულოზა ან ლაქტილოლი)ᵃ

შედარება: პლაცებო ან ჩარევის გარეშე

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

სიკვდილობა (დაკვირვება 7 თვემდე)

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

ზომიერი

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (დაკვირვება 7 თვემდე)

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას

ზომიერი

სერიოზული გვერდითი მოვლენები (დაკვირვება 7 თვემდე)

უფრო ხშირად გვხვდება პლაცებოს ან ჩარევის გარეშე ჯგუფში დისაქარიდებთან შედარებით (უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას)

ზომიერი

სიცოცხლის ხარისხი (დაკვირვება 3 თვემდე): -ავადმყოფობის ზეგავლენის პროფილი-ცვლილება საწყისი მდგომარეობიდან

უპირატესობას ანიჭებს ინტერვენციას ᵇ

ძალიან დაბალი

სიცოცხლის ხარისხი (დაკვირვება 3 თვემდე): ავადმყოფობის ზეგავლენის პროფილი-მკურნალობის დასრულება

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ძალიან დაბალი

არასერიოზული გვერდითი მოვლენები: ზოგადად ᶜ

უფრო ხშირად ვლინდება დისაქარიდებით პლაცებოსთან ან ჩარევის გარეშე ჯგუფთან შედარებით (უპირატესობას ანიჭებს შედარებას)

ძალიან დაბალი

შენიშვნა:

ᵃ მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო ენცეგფალოპათიის ტიპზე (საშუალო ხანგრძლივობა: 5 დღე მწვავე; 74 დღე ქრონიკული, 70 დღე მინიმუმ და 207 დღე ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის პრევენციისთვის).

ᵇ ეს შედეგი დაფიქსირდა მხოლოდ კვლევებში, რომელიც ტარდებოდა ლაქტულოზაზე პლაცებოს წინააღმდეგ.

ᶜ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სამკურნალო ჯგუფებს შორის, რომლებიც ემხრობიან პლაცებოს ან მკურნალობის არსაჭიროებას, აღმოჩნდა ორი ქვეჯგუფისასთვის (დიარეა და შებერილობა), ხოლო დისაქარიდებს უპირატესობა მიენიჭა მესამე ქვეჯგუფისათვის (შეკრულობა) GRADE შეფასება არ ჩატარებულა არც ერთი ამ ქვეჯგუფისათვის. კვლევები, რომლებიც აფასებდნენ სხვა შედეგებს (გულისრევა, ჰიპონატრემია, ანალური ნახეთქი, და ჰიპერგლიკემია) იყო არასრული.

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

    კოქრეინის კლინიკური პასუხები

    Cochrane library logo

    კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.

    ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას