ეპიდემიოლოგია

ციროზი წარმოადგენს ავადობისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვან მიზეზს. დაახლოებით 1.5 მილიარდ ადამიანს მსოფლიოში აქვს ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ღვიძლის ქრონიკული დაავადების და ციროზის ასაკობრივი სტანდარტის სიხშირით 20.7/100,000.[2] 2017 წელს, კომპენსირებული და დეკომპენსირებული ციროზის გლობალური პრევალენტობა შეფასდა, როგორც 112 მილიონი და 10.6 მილიონი შემთხვევა (რიგითობა დაცულია). ციროზის შედეგად, 2017 წელს, მსოფლიოში დაფიქსირდა სიკვდილის 2.2 მილიონი შემთხვევა.[3]

ღვიძლის ციროზტან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია აშშ-ში გაიზარდა 2012 წელს 3056 დან 100,000 ზე 2016 წელს 3757 შემთხვევამდე 100,000ზე.[4]

დიდ ბრიტანეთში ციროზი ნაადრევი სიკვდილობისა და სამუშაო წლების დაკარგვის მნიშვნელოვანი მიზეზია.[5]

ღვიძლის ქრონიკული დაავადების შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია ვირუსული ჰეპატიტებით, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებით, და ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადებით (NAFLD).[3] ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული ღვიძლის ციროზი მცირდება წარმატებული ვაქაცინაციის პროგრამების დანერვის შემდგომ.[2] NAFLD-ის პრევალენსი იზრდება სიმსუქნის ეპიდემიასთან ერთად. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ NAFLD გახდება ღვიძლის შორს წასული დაავადებისა და ღვიძლის უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი 21-ე საუკუნეში.[6][7]

აშშ-ში ჰეპატოცელულური კარცინომით გამოწვეული სიკვდილი შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა 5112-დან 1999 წელს 11,073-მდე 2016 წელს.[8] ჰეპატოცელულური კარცინომა სიკვდილის მთავარი მიზეზია C ჰეპატიტის ვირუსთან (HCV) დაკავშირებული ციროზით დაავადებულ პაციენტებში.[6]

ევროპაში, ციროზები, რომელიც დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციასთან (21% [13% HCV ინფექციით; 7% B ჰეპატიტის ინფექციით]), ან ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან (19%) არის ღვიძლის ტრანსპლანტაციის მთავარი ინდიკატორები. ღვიძლის ციროზების ორმაგი ეტიოლოგია, გამოწვეული ვირუსული ჰეპატიტითა და ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებით(ArLD) გვხვდება შემთხვევათა 3%-ში.[9]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას