პროგნოზი

სხვადასხვა ეტიოლოგიის გამო, ისინი, ვინც გადაურჩნენ დაავადების კრიტიკულ ფაზებს, მიეკუთვნებიან ჰეტეროგენულ ჯგუფს. სივკდილობა და ავადობა ვარირებს ეტიოლოგიის, მასპინძლის იმუნური სტატუსის, ანატომიური დაზიანების ხარისხის და ლოკაციის, გართულებების განვითარების და მკურნალობის დაწყების დროის მიხედვით. ინფექციური ენცეფალიტის დროს სიკვდილობა, როგორც გამოსავალი, ვლინდება 6%-დან 9%-მდე აშშ-ში,და12%-ში ინგლისში.[3][6][7][99]​​ასაკი >65 წელზე, იმუნოკომპრომისული მდგომარეობა (HIV ან იმუნოსუპრესიული მედიკამენტ-ინდუცირებული), მექანიკური ვენტილაცია, კომა, მწვავე თრომბოციტოპენია, ცერებროსპინალური სითხის პოლიმორფონუკლეარული რაოდენობა, ცერებრალური შეშუპება და ეპილეფსიური სტატუსი ასოცირდება ცუდ შედეგებთან.[99][100]

გვიანი შედეგების განვითარება დამოკიდებულია ასაკზე, ენცეფალიტის ეტიოლოგიაზე და კლინიკური ეპიზოდების სიმძიმეზე.[62] გადარჩენილების ნახევარზე მეტს უვითარდება მძიმე დარღვევები. ბავშვებში, ხანგრძლივი ავადობა ვითარდება პაციენტთა ორ მესამედში. აღნიშნული მოიცავს: დაღლილობას, ცნობიერების დარღვევას, ყურადღების დეფიციტის დარღვევებს, დისფაზიას, მოტორულ დარღვევებს, ატაქსიას, ეპილეფსიას და პიროვენულ ცვლილებებს.[101][102][103][104] ბავშვებს ნათხემის იზოლირებული დაზიანებით ან რესპირატორული სინციტიალური ვირუსის ენცეფალიტით კარგი პროგნოზი აქვთ.

პოსტენცეფალიტური ეპილეფსია ვლინდება 10%_ში 5 წლის ასაკისთვის და 20%-ში 20 წლის ასაკისთვის.[105] ჰოსპიტალიზაციის დროს გულყრები და თავის ტვინის მრტ-ს დარღვეული მონაცემები პოსტენცეფალიტური ეპილეფსიის განვითარების ძლიერი პრედიქტორებია. ენცეფალიტის ეტიოლოგია, კეროვანი ნვეროლოგიური დარღვევების არსებობა და გულყრებს შორის ეეგ-ს დარღვევები არ ახდენს გავლენას პოსტენცეფალიტური ეპილეფსიის განვითარებაზე.[106]

ჰერპესის მარტივი ვირუსით (HSV) გამოწვეული ენცეფალიტის შემთხვევაში, ხანდაზმულობა, ცნობიერების დონის დაქვეითება და აციკლოვირით მკურნალობის დაყოვნება, ან საერთოდ არჩატარება, უკვაშირდება სიკვდილობის მაღალ მაჩვენებელს. თავის ტვინის დიფუზური შეშუპება და ქრონიკული გულყრები არაკეთილსაიმედო პროგნოზის დამატებითი მაჩვენებლებია. გადარჩენილებს აქვთ დამაინვალიდებელი ნევროლოგიური დარღვევები, როგორიცაა (ხანმოკლე) მეხსიერების დარღვევები, პიროვნებისა და ქცევით ცვლილებები, ფსიქიატრიული პრობლემები და ანოსმია.[107] ქცევით და პიროვნების მძიმე ცვლილებები, როგორიცაა კლუვერ-ბიუსის სინდრომი, აღინიშნებოდა აციკლოვირის ფართო გამოყენებამდე და აღარ არის ისეთ გავრცელებული.

აუტოიმუნური ენცეფალიტის დროს სიკვდილობის მაჩვენებელი ზოგადად უფრო დაბალია, ვიდრე ინფექციურ შემთხვევებში; თუმცა, ხანგრძლივი გამოჯანმრთელება და რეციდივის პოტენციალი გრძელვადიან მართვას ართულებს.[1] ანტი-N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) რეცეპტორული ენცეფალიტისთვის სიკვდილობის მაჩვენებელი 6%-მდეა, ხოლო რეციდივი ვლინდება პაციენტების 12%-დან 25%-მდე.[37][108][109]​ადრეული იმუნური თერაპია დაკავშირებულია უკეთეს შედეგებთან, მაგრამ კოგნიტური და ქცევითი ცვლილებები შეიძლება გაგრძელდეს.[37][109]​​[110]​სიკვდილობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს უფრო დაბალი ანტი-ლეიცინით მდიდარი გლიომა-ინაქტივირებული 1 ენცეფალიტისთვის, ვიდრე ანტი-NMDA ენცეფალიტისთვის, მაგრამ გრძელვადიანი რეციდივის სიხშირე შეიძლება იყოს უფრო მაღალი.[1][111][112]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას