გართულებები
სიკვდილობის მაჩვენებელი ვარირებს ეტიოლოგიური აგენტის მიხედვით. არანამკურნალები HSV ენცეფალიტით განპირობებული სიკვდილობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს, ხოლო ადრეულ ეტაპზე მკურნალობის დაწყება ამ მაჩვენებელს ამცირებს 10%-მდე.[7][107] ხანდაზმულობა და ცნობიერების დაქვეითება (გლასგოს შკალით <6) არაკეთილსაიმედო პროგნოზული მაჩვენებლებია. ცოფი და ამებური ენცეფალიტი თითქმია უნივერსალურად ფატალურია. მაღალი სიკვდილობა აღინიშნება ცხენის აღმოსავლეთ ენცეფალიტის, იაპონური ენცეფალიტის, ნიფაჰის ვირუსის და ვირუსული ჰემორაგიული ცხელების დროს. აივ ინფექცია ენცეფალიტების დროს მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელია.[7]
ადრეულ ეტაპზე აციკლოვირით და ადეკვატურმა მხარდამჭერმა ინტენსიურმა მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს HSV ენცეფალიტთან დაკავშირებული ენცეფალიტებით გამოწვეული სიკვდილობა. სხვა შემთხვევებისთვის სპეციფიკურ მკურნალობასთან ერთად თუ ხელმისაწვდლომია, კარგი მხარდამჭერი ინტენსიური მკურნალობაა რეკომენდებული; აგრეთვე, არსებობს ზოგიერთი არაპირდაპირი მტკიცებულება, რომ ეს დაკავშირებულია სიკვდილობის დაქვეითებასთან.
ენცეფალიტის მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ანტიდიურეზული ჰორმონის შეუსაბამო სეკრეციის სიდნრომი (SIADH), უშაქრო დიაბეტი (DI), ტემპერატურის კონტროლის დაკარგვა და ვაზომოტორული არასტაბილობა.
ანტიდიურეზული ჰორმონის შეუსაბამო სეკრეციის სიდნრომი: ჰიპოტონური ხსნარების არიდება და სითხეების შეზღუდვა (თუ შესაძლებელია).
უშაქრო დიაბეტი: ნორმოვოლემიის შენარჩუნება და დესმოპრესინის გამოყენება.
ჰიპერთერმია: ანტიპირეტიკები ან გამაგრილებელი ხელსაწყოები გამოიყენება ნორმოთერმიის შესანარჩუნებლად, რადგანაც ჰიპერთერმია უკავშირდება უარეს ფუნქციურ გამოსავლებს.
ვაზომოტორული ლაბილობა: მონიტორინგი ხდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადექვატური ინტრავენური ინფუზიითა და გულისა და სისხლის წნევის მონიტორინგით. მკურნალობა ხორცილედება აღნიშნული პარამეტრების სტაბილიზაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, გულ-ფილტვის რეანიმაციის პროტოკოლის განხორციელებით.
რამდენად უარესი იქნება გამოსავალი დამოკიდებულია ხანგრძლივობასა და სიმძიმეზე. შესაძლოა გავითვალისწინოთ ანტითრობოზული ან ანტიკოაგულანტური აგენტები.
ვლინდება 6 თვის შემდეგ. ექსტრაპირამიდული სინდრომი, რომლეიც ხასიათდება ძლიანობით, დაღლილობით და ოფთალმოპლეგიით, ნანახი იქნა 1918 წლის გრიპის ეპიდემიის შემდეგ. დღესდღეობით იშვიათი შემთხვევები აღინიშნება ვირუსული ენცეფალიტის, კერძოდ იაპონური ენცეფალიტის შემდეგ.[116]
ნევროლოგიური გართულებები ვლინდება ერთი თვის განმავლობაში და მოიცავს აბულიას, აკინეტიკურ სიმუნჯეს, აფაზიას, ამნეზიას, ნეიროფსიქიატრიულ და მოტორულ პრობლემებს. ყურადღების დეფიციტის სინდრომი ჰიპერაქტივობით და კოგნიტიური დარღვევები შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვებში.[101][113][114] მწვავე რაბილიტაციის სერვისებმა, მეტყველების მკურნალობამ, და ნეიროფსიქიატრიულმა სერვისებმა
შესწავლის დაქვეითებული უნარისა და დაგვიანებული კოგნიტიური განვითარების შეფასება
ენცეფალიტის ხშირი კომპონენტი და ძლიერი ანთებითი რეაქციის შედეგი, რომელიც ენცეფალიტის ნაწილია. გლიოზური ნაწიბურის წარმოქმნა აღნიშნავს შეხორცების ფაზას და შესაძლოა მიგვიყვანოს ეპილეპტოგენური კერის წარმოქმნამდე.
ინტრავენური ლორაზეპამი გამოიყენება საწყის ეტაპზე კონვულსიური აქტივობის სამკურნალოდ. ინტრავენური ფოსფენიტოინის დარტყმითი დოზას მოსდევს შემანარჩუნებელი დოზა. რეფრაქტორული გულყრების/ეპილეფსიური სტატუსის დროს უნდა ჩატარდეს ინტუბაცია, ხწლოვნური ვენტილაცია, და მაღალი დოზებით ინტრავენური სედაცია (მიდაზოლამი, პროპოფოლი ან ფენობარბიტალი), რათა კარგად დაიწიოს ეეგ მაჩვენებლებმა და შემდეგ გაგრძელდეს ინტრავენური ანტიკონვულზანტური მედიკამენტები (ფენიტოინი, ვალპროატის მჟავა, და/ა უფრო ახალი ანტიკონვულსანტური პრეპარატები, როგორიცაა ლევეტირაცეტამი და ლაკოზამიდი). ეეგ-ს მონაცემბეზე დაყრდნობით სედატივები ფრთხილად უნდა მოიხსნას სუპრესიიდან 12-24 საათის განმავლობაში. აღნიშნული საუკეთესოდ ხორციელდება ნევროლოგბეთან ან ნეირო-ინტენსიური განყოფილების სპეციალსიტებთან კონსულტაციის შედეგად. გულყრები შესაძლოა გამოვლინდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და უნდა ვუმკურნალოთ სტანდარტული ანტიკონვულსანტური მედიკამენტებით ნევროლოგთან კონსულტაციის საფუძველზე.
პაციენტებში, აუტოიმუნური ენცეფალიტით ძილის დარღვევა მოიცავს პარასომნიას, უძილობას, ჰიპერსომნიას და ძილში სუნთქვის დარღვევას.[117][118] ეს შეიძლება იყოს მწვავე და მძიმე ფორმის და ხშირად შეიძლება გაგრძელდეს დაავადების საწყის სტადიის შემდეგაც.[119] არანამკურნალებმა ძილის დარღვევამ შეიძლება გააუარესოს ვეგეტატიური არასტაბილურობა, რითაც გაართულებს პაციენტების მექანიკური ვენტილაციისგან მოხსნის მცდელობებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ძილის დარღვევამ შეიძლება ხელი შეუშალოს გამოჯანმრთელებას და სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებას.[120] რამდენადაც ძილის დარღვევა ხშირად ჩრდილავს სხვა ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ სიმპტომებს, პაციენტები და მომვლელები კონკრეტულად უნდა გამოიკითხონ ახლად დაწყებული ძილის დარღვევის ან ქცევის შესახებ.[120]
რამდენად უარესი იქნება გამოსავალი დამოკიდებულია ხანგრძლივობასა და სიმძიმეზე. სისხლდენების მართვა ძირითადად ხდება მხარდამჭერი მკურნალბით და სისხლის წნევის მონიტორინგით. უფრო დიდი სისხლდენების შემთხვევაში შესაძლოა დაგვჭირდეს ქირურგიული ჩარევა.
რამდენად უარესი იქნება გამოსავალი დამოკიდებულია ხანგრძლივობასა და სიმძიმეზე. ცერებრული ვენის თრომბოზის მკურნალობა რთულია, ვინაიდან ანტიკოაგულანტების გამოყენება ზრდის სისხლდენის რისკს.
ვარიცელა ზოსტერ ვირუსული ენცეფალიტი (VZV) ხშირად დაკვაშირებულია ცერებრული ვასკულიტის სურათთან. კორტიკოსტეროიდები გამოიყენება აციკლოვირთან ერთად VZV ინფექციებით გამოწვეული ვასკულიტების სამკურნალოდ.
შესაძლოა განვითარდეს როგორც გვიანი გართულება ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული ენცეფალიტების დროს. ამას განაპირობებს თავზურგტვინის სითხის დაქვეითებული აბსორბცია არაქნოიდული გრანულომებიდან. უნდა გავითვალისწინოთ პარკუჭის მადრენირებელი კათეტერის/ვენტრიკულოპერიტონიალური შუნტის ჩადგმა.
ვირუსული ენცეფალიტის დროს ზოგჯერ აღინიშნება გახანგრძლივებული და პერსისტენტული დაღლის სინდრომი, მიალგია, კონცნეტრირების დაღვევა და პოსტდატვირთვის შეუძლოდ ყოფნა.[115] სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს აღნიშნული მდგომარეობისთვის, მაგრამ რეკომედებულია მულტიდისციპლინარული მიდგომა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას