კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
რუტინული ანალიზი. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება ვლინდება ინფექციური წარმოშობის ენცეფალიტების უმრავლესობაში. სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითებული რაოდენობა და პანციტოპენია შესაძლოა აღინიშნებოდეს აივ და იმუნომოდულატორული/იმუნოსუპრესიული პრეპარატების გამოყენების დროს.
ვირუსული ენცეფალიტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შედარებითი ლიმფოციტოზი. რიკეტსიული და ვირუსული ცხელება დაკავშირებულია ლეიკოპენიასა და თრომბოციტოპენიასთან.
ეოზინოფილია გვხვდება გარკვეული პარაზიტული ინფექციების დროს (Baylisascaris procyonis).
შედეგი
ხშირად მომატებულია სისხლის თეთრი უჯრედები
პერიფერიული სისხლის ნაცხში
ტესტი
ნაცხისთვის უკეთესია სისხლი ავიღოთ ცხელების პიკების დროს როდესაც არსებობს ეჭვი მალარიაზე ტროფოზოიტების გამოვლინების შანსის გასაზრდელად. ეს აუცილებელია მალარიისთვის ენდემურ არეებში. ერლიხიოზის დროს აღინიშნება ციტოპლაზმური ჩანართები მონოციტებში.
შედეგი
Plasmodium falciparum და Ehrlichia გამოვლენა
სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა
ტესტი
რუტინული ანალიზი. ჰიპონატრიემია ვლინდება რიკეტსიული ინფექციების დროს და ანტიდიურეზული ჰორმონის არასწორი გამოყოფის სინდრომის დროს, ასევე ძაბვაზე დამოკიდებული კალიუმის არხებთან დაკავშირებული ენცეფალიტის დროს (ანტი-ლეიცინით მდიდარი გლიომა ინაქტივირებული 1/კონტაქტთან ასოცირებული ცილის მსგავსი 2 ენცეფალიტი).
შედეგი
ჰიპონატრემია
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
Coxiella burnetii, Rickettsia, ტკიპისმიერი დაავადება, ციტომეგალოვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი.
შედეგი
მოამტებულია
სისხლის კულტურები
ტესტი
უნდა ჩატარდეს როგორც რუტინული გამოკვლევის ნაწილი ფებრილური დაავადების დროს. არბოვირუსული კულტურები იშვიათად კეთდება და ხელმისაწვდომია მხოლოდ სპეციალიზირებულ რეფერალურ ლაბორატორიებში.
შედეგი
სისტემური ბაქტერიული ინფექციებისა და არბოვირუსული ინფექციების უმრავლესობის განსაზღვრა და დადასტურება
ხახის ნაცხი
ტესტი
მიკრობიოლოგიური კვლევა (და ზოგიერთი ანტიგენის განმსაზღვრელი სინჯები) კეთდება ხახის ნაცხიდან ენტეროვირუსების, პოლიოვირუსის, ციტომეგალოვირუსის, ადენოვირუსის, ყბაყურას, წითელას, გრიპის და პარაგრიპის ვირუსების გამოსავლენად.
შედეგი
ვირუსების განსაზღვრა
ცხვირხახის ასპირატი
ტესტი
კეთდება ბავშვებში (ნაკლები სიხშირით გამოიყენება მოზრდილებში), რომლებსაც აქვთ რესპირატორული სიმპტომები.
შედეგი
რესპირატორული ვირუსებიბს გამოვლენა; ადენოვირუსების ან გრიპის ვირუსების PCR-ით დადასტურება.
ნახველის დათესვა
ტესტი
კეთდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფებრილური დაავადებისა და პულმონური ნისნები და სიმპტომები.
შედეგი
მიკოპლაზმას აღმოჩენა, ტუბერკულოზი (ცილ-ნილსენის წესით შეღებვა) და სოკოვანი ინფექციები
გულმკერდის რადიოგრაფიით
ტესტი
რუტინულად ტარდება ფებრილური პროცესის გამოკვლევის დროს. შეიძლება გამოვლინდეს Mycoplasma, Legionella, influenza, parainfluenza, tuberculosis, Coccidioides, Histoplasma, blastomycosis, Coxiella burnetii, ან სარკოიდოზი.
შედეგი
შესაზლოა განისაზღვროს არაინფექციური ან ინფექციური ეტიოლოგია (მაგ: ტუბერკულოზი, სარკოიდოზი)
ტავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია
ტესტი
უფრო გამოიყენება როგორც სკრინინგის საშუალება მისი ფართო მისაწვდომობის გამო და ადვილი მისაღებია არეაქტიულ პაციენტიდან. ის უნდა დავუკვეთოთ ყველა პაციენტისთვის, რომლებსაც ფსიქიკური მდგომარეობა შეცვლილი აქვთ. პოსტკონტრასტული კტ სკანირებით (თუ მივიღებთ) შესაძლებელია გამოვლინდეს მენინგების დიფუზური გაძლიერებული გამოსახულება, რაც ხშირად ვლინდება ენცეფალიტთან ერთად.
მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ენცეფალიტი: ხშირად ნორმაშია, ან მცირედ გადახრილი ნორმიდან. მოგვიანებით შესაძლოა გამოვლინდეს ნაკლებადინტენსიური დაზიანებები და სუსტი მასის ეფექტი საფეთქლის წილებში, ინსულარულ ნაწილში, სისხლდენა და გაძლიერებული სურათი თავის ტვინის ცენტრალურ წილში.
HIV-1: ნორმალური/მსუბუქი ატროფია თეთრი ნივთიერების დაბალი სიმკვრივის დაზიანებებით. ოპორტუნისტული ინფექციებს და აივ ინფექციის გართულებებს დამახასიათებელი ნიშნები აქვთ.
მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი (ADEM): ნორმა 40%-ში, დაბალი სიმკვრივის, ფანტელისებრი, ასიმეტრიული, მულტიფოკალური პუნქტატი ან რგოლისებრი დაზიანებები შესაძლოა გამოვლინდეს.
ამება: დიფუზური ედემა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: HSV ენცეფალიტის მქონე პაციენტების თავის უკონტრასტო კტ: გვიჩვენებს საეჭვო დაქვეითებული სიმკვრივის უბნებს, რომლებიც მოიცავს მარცხენა კუნძულის მიდამოს. მარცხენა საფეთქლის ზედაპირზე მორუხო-თეთრი კიდეების და ღარების დაბინდვა აღინიშნება გარკვეულწილადFrom the personal collection of Catalina C. Ionita, MD; used with permission [Citation ends].
შედეგი
ხშირად ნორმალურია ენცეფალიტის ადრეულ ეტაპზე, მაგრამ შესაძლოა უფრო გამოხატული ცვლილებებიც გამოვლინდეს
თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)
ტესტი
მეტად რეკომენდირებულია (უპირატესად თავიდან), როდესაც ეჭვი გვაქვს ენცეფალიტზე და ფასდაუდებელია დიაგნოსტირების დროს.[50][51] თუმცა, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა ნაკლებად ხელმისაწვდომია კტ-სთან შედარებით და შესაძლოა საჭირო გახდეს სედაცია ოპტიმალური გამოსახულების მისაღებად.
შემთხვევათა უმეტესობაში აღინიშნება დაზიანებები ადრეულ ეტაპზე სიგნალის დარღვევების სახით.
მარტივი ჰერპეს ვირუსით (HSV) გამოწვეული ენცეფალიტი: ხვეულების შეშუპება T1-ზე, მაღალი სიგნალი T2-ზე, FLAIR და DWI (გაძლიერებული დიფუზიით აშკარა დიფუზიის კოეფიციენტის [ADC] რუკებზე) საფეთქლის წილში და სარტყლისებრ ხვეულაში.
აივ: ატროფიის და თეთრი ნივთიერების არასპეციფიური მაღლაი სიგნალი T2 და FLAIR-ზე. ოპორტუნისტული ინფექციებს და აივ ინფექციის გართულებებს დამახასიათებელი ნიშნები აქვთ.
პოლიო და კოქსაკი: T2 ჰიპერინტენსივობა შუა ტვინსა და ზურგი ტვინის წინა რქებში.
ებშტეინ-ბარის ვირუსი: T2 ჰიპერინტენსივობა ბაზალურ ბირთვებში, თალამუსსა და ნათხემში.
VZV: თეთრი და რუხი ნივთიერების ჰიპერინტენსივობა.
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: ლეპტომენინგეალური პერივენტრიკულური გაძლიერება.
იაპონური ენცეფალიტი: T2 ჰიპერინტენსივობა თალამუსში ბილატერალურად, ტვინის ღეროსა და ნათხემში.
მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი (ADEM): მულტიდოკალური, ბილატერალური, ასიმეტრიული, თეთრი და რუხი ნივთიერების დიდი ჰიპერინტენსიური დაზიანებები T2-სა და FLAIR-ზე. დაზიანებები რგოლისებრი გაძლიერების გამოსახულებით შესაძლოა ვნახოთ პოსტკონტრასტულ T1 გამოსახულებაზე.
რასმუსენის ენცეფალიტი: T2 ჰიპერინტენსივობა ქერქსა და თეთრ ნივთიერებაში, ქერქის ატროფია შუბლ-ტვინის კუნძულის მიდამოში, ლატერალური პარკუჭების გაფართოება და კუდიანი ბირთვის ზომიერი ატროფია - ყველაფერი ეს აღინიშნება მხოლოდ ერთ დიდი ნახევარსფეროში.
კროიტსფელდტ-იაკობის დაავადება: T2 / FLAIR ჰიპერტენზია და / ან DWI ცვლილებები გლობუს პალიდუსში, თალამუსსა და ქერქში (კორტიკალური ლენტი).
პარანეოპლასტიური ლიმბური ენცეფალიტი: საფეთქლის მეიდიალური წილების ბილატერალური დაზიანება და FLAIR-სა და DWI-ზე მულტიფოკალური დაზიანებები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირველი 5 გამოსახულება არის ვარიცელა ზოსტერ ვირუსით გამოწვეული მენინგოენცეფალიტის მქონე პაციენტების FLAIR გამოსახულება, რაც გვიჩვენებს თეთრი და რუზი ნივთიერების ჰიპერინტენსივობას. ბოლო გამოსახულება არის T1 გამოსახულება კონტრასტით, რაც გვიჩვენებს პარენქიმისა და ლეპტომენინგების დიფუზურად გაძლიერებულ სურათსFrom the personal collection of Eric E. Kraus; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების თავის ტვინის მრტ სერიები: თავისუფალი წყლის სიგნალის დათრგუნვის რეჟიმში მომატებული ინტენსივობის დაზიანებები, რომლებიც მოიცავს ნათზემის მარცხენა ფეხსFrom the personal collection of Catalina C. Ionita, MD; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: წვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების თავის ტვინის მრტ სერიები: ასიმეტრიული "ფუმფულა" დაზიანებები ბილატერალურად პარკუჭების რქების და თალამუსის ზედაპირზეFrom the personal collection of Catalina C. Ionita, MD; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების თავის ტვინის მრტ სერიები: პერივენტრიკულური მიდამოებიFrom the personal collection of Catalina C. Ionita, MD; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: წვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების თავის ტვინის მრტ სერიები: ანხევრადოვალური ცენტრიFrom the personal collection of Catalina C. Ionita, MD; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტის ტვინის განმეორებით MRI გამოსახულებები: T1 პოსტ-გადიოლინიუმის გაძლიერებული სურათი აჩვენებს რგოლისებრ ჩრდილს დაზიანების გარშემო მარჯვენა შუა ტვინის ნახევრადოვალურ რეგიონში და ამ არის ზემოთ - სურათის დიფუზურად გაფერმკრთალებას.From the personal collection of Catalina C. Ionita, MD; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: წვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის მქონე პაციენტების თავის ტვინის მრტ სერიები: ერთიდაიგივე პაციენტის დიფუზურად-შეწონილი გამოსახულებები გვიჩვენებს სიგნალის მაღალ ინტენსივობას იმავე არეში და ეს უკავშირდება მომატებულ (ნათელი ADC რუკებზე) დიფუზიასFrom the personal collection of Catalina C. Ionita, MD; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავის ტვინის მრტ: დიფუზურ მრტ-ზე თალამუსის ბალიშის ნიშანი (ტერმინი მიუთითებს თალამუსის ბალიშის ბილატერალურ ჰიპერინტენსივობაზე) კრეტსფელდ-იაკობის დაავადების მქონე პაციენტშიFrom the personal collection of Leo H. Wang; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავის ტვინის მრტ: ქერქის ზოლიანობა კრეტსფელდ-იაკობის დაავადების მქონე პაციენტებში დიფუზურ მრტ-ზეFrom the personal collection of Leo H. Wang; used with permission [Citation ends].
შედეგი
დამოკიდებულია ეტიოლოგიაზე; ხშირად ჰიპერინტენსიური დაზიანებები (T2 და თავისუფალი სითხის სიგნალის დათრგუნვით აღმოჩენილი [FLAIR] მიმდევრობები), გაძლიერებული დიფუზია დიფუზურად შეფასებულ გამოსახულებაზე (DWI) მიუთითება ედემაზე, კონტრასტის გაძლიერება T1 პოსტკონტრასტულ მიმდევრობაზე, რაც ჰემატოენცეფალური ბარიერის დარღვევაზე მიუთითებს. აუტოიმუნური ენცეფალიტის მქონე პაციენტების დაახლოებით მესამედში მაგნიტურ რეზონანსული კვლევა ნორმაშია.
ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ)
ტესტი
ფონური შენელება დიდი ნახევარსფეროების დაზიანების ადრეული და სენსიტიური, მაგრამ ძალიან არა-სპეციფიური მაჩვენებელია, განსაკუთრებით თუ პაციენტს სედაცია ესაჭიროება.
საფეთქლის წილის დაზიანებები ხშირად აღინიშნება ვირუსული ენცეფალიტების დროს.
განმეორებითი მახვილი ტალღების კომპლექსები საფეთქლის წილებიდან ან პერიოდული ლატერალიზაციული ეპილეფსიური განმუხტვები (PLEDs) შესაძლოა აღინიშნოს მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ენცეფალიტების დროს.[52][53]
მწვავე სკლეროზული პანენეცეფალიტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ტიპური გენერალიზებული პერიოდული EEG მახასიათებლები, რომლებიც მეორდება 4 და 15 წუთიანი ინტერვალებით და სინქრონულია მიკლონუსთან.[53][54]
კრეტსფელდ-იაკობის დაავადების ნიშნები: მაღალი ამპლიტუდის პერიოდული (1 Hz) კომპლექსები. ექსტრემალური დელტა შეიძლება გამოვლინდეს ანტი-N-მეთილ-D-ასპარტატის რეცეპტორების ენცეფალიტის დროს. ეს ხასიათდება რიტმული დელტა აქტივობით 1 ჰც-დან 3 ჰც-მდე, რომელსაც ზედ ერთვის 20 ჰც-დან 30 ჰც-მდე ბეტა-სიხშირის აქტივობა (დელტას თითოეულ ტალღაზე).[55]
შედეგი
ხშირად გვიჩვენებს ფონურ შენელებას
თავზურგტვინის სითხის ანალიზი
ტესტი
ლუმბალური პუნქცია ყოველთვის რეკომენდებულია, თუ არ არსებობს უკუჩვენება და თუ ჩამოთვლილი ოთხიდან 2 სიმპტომი მაინც არსებობს: ცხელება, თავის ტკივილი, უცნობი ეტიოლოგიის შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, მენინგისზმი. ლუმბალური პუნქციის უკუჩვენებებს მიეკუთვნება მასის ეფექტი, რომელიც პოტენციურად თიაქრის გამომწვევი შეიძლება იყოს, კოაგულოპათია და ჩხვლეტის ადგილზე კანის ღია დაზიანება.
ლუმბური პუნქციის გადადება/დაყოვნება დასაშვებია მხოლოდ პათოლოგიების დროს.
გახსნის წნევა: ჩვეულებრივ ნორმაშია ვირუსული ენცეფალიტის დროს, მაგრამ შესაძლოა გაიზარდოს, განსაკუთრებით მენინგოენცეფალიტის დროს.
ფერი და გამჭვირვალობა: ცვალებადია, ჩვეულებრივ გამჭვირვალეა, შესაძლოა მსუბუქად ქსანტოქრომული ან სისხლნარევი იყოს სხვადასხვა ნეკროზული და ჰემორაგიული ენცეფალიტის დროს (მარტივი ჰერპეს ვირუსით (HSV) გამოწვეული ენცეფალიტი, მწვაე ჰემორაგიული ლეიკოენცეფალიტი, ლისტერიული და პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტი).
ცილა: ნორმალური ან ზომიერად მომატებული ვირუსული ენცეფალიტების უმრავლეობის დროს. ზომიერად მომატებულია ბაქტერიული ინფექციების, აუტოიმუნური დაავადებების, ლიმბური ენცეფალიტის და მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის დროს. მკვეთრად მომატებულია ტუბერკულოზი და სარკოიდოზის დროს.
გლუკოზა: ნორმაშია ან ნორმაზე დაბალია ვირუსული ენცეფალიტების დროს, გარდა ყბაყურის, ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსის, HSV-1 გვიან სტადიებზე. გლუკოზის დაბალი დონე აღინიშნება აგრეთვე ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული და ნეოპლასტიური ეტიოლოგიების დროს.
უჯრედების რაოდენობა: თუ ნემსის შეყვანა ტრავმული არ არის, წითელი უჯრედების რაოდენობა ჩვეულებრივ ნორმალურია. HSV (40%)-ის, მწვავე ჰემორაგიული ლეიკოენცეფალიტის, ლისტერიული და პირველადი ამებური მენინგოენცეფალიტის შემთვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის წითელი უჯრედების >500/mm^3 რაოდენობა. სისხლის თეთრი უჯრედები რაოდენობა ჩვეულებრივ მომატებულია შემთხვევათა უმრავლესობაში, რაც თავის ტვინის პარენქიმაში, მენინგებსა ან ორივეში (მენინგოენცეფალიტი) ანთებით პროცესებზე მიუთითებს. შეიძლება იყოს ნორმაში დაავადების ადრეულ ეტაპზე და იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ანთებითი პასუხის გაძლიერება.[56][57][58][59][60] ვირუსული ენცეფალიტის დროს საწყის ეტაპზე პოლიმორფული ბირთვის მქონე უჯრედების დომინირებას (PMN) 24-28 საათში მოსდევს გადახრა მონონუკლეარული უჯრედებისკენ (გარდა დასავლეთ ნილოსის ვირუსის დროს). ლიმფოციტოზი (ვირუსები, ტუბერკულოზი); ეტიპური ლიმფოციტები (ებშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, იშვიათად HSV); პოლიმორფონუკლეარული ლეიკოციტოზი (ბაქტერიული ინფექციები, მწვაე დისემინირებული ენცეფალომიელიტი, მწვავე ჰემორაგიული ლეიკოენცეფალიტი, ამებური ინექციები, იშვიათად ისეთი ვირუსები, როგორიცაა დასავლეთ ნილოსის ვირუსი). ეოზინოფილია (ტუბერკულოზი, სოკოვანი ინფექცია, Baylisascaris procyonis, Angiostrongylus cantonensis, Gnathostoma სახეობები).
თავზურგტვინის სითხის ცილა >1.0 გ/ლ, ან თავ-ზურგტვინის სითხის გლუკოზა პერიფერიული გლუკოზის 2/3-ზე ნაკლები, ან ლიმფოციტური პლეოციტოზი სიმტომების ქვემწვაე დაწყებით მიუთითებს ტუბერკულოზზე ან სოკოვან ინფექციაზე.
თავზურგტვინის სითხის ცილა >1.0 გ/ლ ან თავზურგტვინის სითხის გლუკოზა პერიფერიული გლუკოზის <2/3 და ნეიტროფილების დომინირება სიმტომების მწვავე დაწყებით და ახლო წარსულში ანტიბიოტიკების გამოყენება მიუთითებს Streptococcus pneumoniae ან Neisseria meningitidis არსებობაზე.
შედეგი
შედეგები დამოკიდებულია ეტიოლოგიაზე; შესაძლოა მომატებული იყოს ლეიკოციტების რაოდენობა (WBC), ნორმალური/მომატებული ცილები, ნორმალური/დაბალი გლუკოზა, სისხლის წითელი უჯრედების ნორამლური/მომატებული რაოდენობა. აუტოიმუნური ენცეფალიტის მქონე პაციენტების დაახლოებით მესამედს ნორმაში აქვს თავზურგტვინის სითხე.
თავზურგტვინის კულტურის
ტესტი
კულტურა: ძალიან სარგებლიანია ბაქტერიული და სოკოვანი ეტიოლოგიების დასადგენად. სარგებლიანი მხოლოდ მცირე რაოდენობით ვირუსებისთვის (ყბაყურა, ენტერეოვირუსი, ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსი). ვირუსული კულტურები იშვიათადაა დადებითი და უარყოფითია, ეს არ გამორიცხავს ინფექციას.
ანტიგენის განსაზღვრა: სარგებლიანია ენცეფალიტის ბაქტერიული და სოკოვანი ეტიოლოგიების დასადგენად.
გრამის წესით შეღებვა: მიკროორგანიზმის განსაზღვრა ბაქტერიული წარმოშობის დროს.
ცილ-ნილსენის მეთოდით შეღებვა: ტუბერკულოზი
კრიპტოკოკი
შედეგი
შედეგები დამოკიდებულია ეტიოლოგიაზე
თავზურგტვინის სეროლოგიის შედეგები
ტესტი
სეროლოგიური ინდექსირება აუცილებელია დიაგნოზის დასასმელად და ადარებს თავზრუგტვინის სითხის ანტისხეულების დონეს CSF-სპეციფიური ანტისხეულების დონესთან მთლიანობაში თავზურგტვინის სითხის, შრატის ალბუმინის ან საერთო იმუნოგლობულინის თვალსაზრისით. ვირუსებისთვის, IgG-ის 4-ჯერ მომატება მწვავე - გამოჯანმრთელების პერიოდის ნიმუშებიდან ან ერთეული დადებითი IgM, ასევე ადასტურებს დიაგნოზს.[61][62]
შედეგი
შედეგები დამოკიდებულია ეტიოლოგიაზე; არბოვირუსების, მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი-1 (HSV-1) და ტიპი 2 (HSV-2), ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (VZV), ციტომეგალვირუსის (CMV), ებშტეინ-ბარის ვირუსის (EBV), ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსის, ცოფის, დასავლეთ ნილოსის, ყბაყურას და წითელას გამოვლენაზე.
თავზურგტვინის სითხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
ტესტი
ენცეფალიტების საერთო ვირუსული ეტიოლოგიის გამოსავლენად თავზურგტვინის სითხის ანალიზი უნდა მოიცავდეს PCR-ს, როგორც პირველი რიგის სკრინინგი, რასაც მოსდევს სამიზნე PCR-ები დამატებით ვირუსებისთვის რისკ ფაქტორებზე, ექსპოზირებასა და კლინიკურ სურათზე დაყრდნობით.
შედეგი
შედეგები დამოკიდებულია ეტიოლოგიაზე; ვირუსები (ენტეროვირუსი, პოლიოვირუსი, არბოვირუსები, მარტივი ჰერპეს ვირუსი ტიპი-1 (HSV-1) და ტიპი 2 (HSV-2), ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი (VZV), ციტომეგალვირუსი (CMV), ებშტეინ-ბარის ვირუსის (EBV), ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსი, ადენოვირუსი, წითელა,აივ, ცოფი); ბაქტერიები (მიკოპლაზმა (Mycoplasma pneumoniae), ტუბერკულოზი); სოკოები (კრიპტოკოკები, ასპერგილოზები)
გასათვალისწინებელი კვლევები
განავლის კულტურა ენტეროვირუსებზე
ტესტი
უფრო ხშირად აღინიშნება ბავშვებში, როდესაც კუჭ-ნაწლავის სიმპტომები უსწრებს ენცეფალიტის განვითარებას. განავლის კულტურა ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ პოლიოვირუსის განსასაზღვრად.
შედეგი
ენტეროვირუსის განსაზღვრა
IgG და IgM ანტისხეულები(სისხლი)
ტესტი
კეთდება, როცა არსებობს ეჭვი ვირუსული წარმოშობის ენცეფალიტზე. შრატის კვლევებით შესაძლოა განისაზღვროს სპეციფიური ვირუსული პათოგენის საწინააღმდეგო IgG და IgM ანტისხეულები.
შედეგი
ენტეროვირუსების, პოლიოვირუსების, არბოვირუსების, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (VZV), ციტომეგალოვირუსის, ებშტეინბარის ვირუსის, ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსის (LCMV), ყბაყურას, წითელას, აივ, ცოფის და დასავლეთ ნილოსის ვირუსის საწინააღმდეგო IgG/IgM ანტისხეულების განსაზღვრა
PCR (სისხლი)
ტესტი
კეთდება, როცა არსებობს ეჭვი ვირუსული წარმოშობის ენცეფალიტზე.
შედეგი
ენტეროვირუსის, პოლიოვირუსის, არბოვირუსის, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის (VZV), ციტომეგალოვირუსის, ებშტეინბარის ვირუსის და აივ ვირუსის გამოვლენა
აივ სეროლოგია/რნმ ანალიზი
ტესტი
უნდა შემოწმდეს აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში. აივ-იმ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ენცეფალოპათია სეროკონვერსიით. მწვავე რეტროვირუსული სინდრომის (მაგ: სიმპტომური პაციენტები სანამ აივ ანტისხეულების ანალიზი დადებით შედეგს მოგვცემს) დასადასტურებლად გამოიყენება პლაზმაში ვირუსის რნმ-ს რაოდენობრივი ანალიზი. აივ-ასოცირებული ენცეფალიტი შესაძლოა განპირობებული იყოს ოპორტუნისტული ინფექციით.
შედეგი
დადებითია აივ ინფექციის შემთხვევაში
თავზურგტვინის სითხის ბიომარკერები/პრიონის ცილის ანალიზი
ტესტი
პაციენტებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ აქვთ პრიონის დაავადება, უნდა ცაუტარდეთ თავზურგტვინის სითხის ანალიზი. ბიომარკერები მოიცავს თავის ტვინის ცილებს (14-3-3 ტაუ); თუმცა, ამ ანალიზების ინტერპრეტაცია უნდა განხორციელდეს ფრთხილად, რადგანაც მათი სენსიტიურობა და სპეციფიურობა სხვადასხვაგავარია ლიტერატურის მიხედვით.[48][49] რეალურ დროში ვიბრაციით ინდუცირებული კონვერსია (RT-QuIC) იყენებს ამპლიფიკაციის ტექნიკას რპიონის ცილის განსასაზღვრად (PrPSc) და ურო მაღალი სენსიტიურობა გააჩნია ამისათვის, ვიდრე ბიომარკერებს.[49]
შედეგი
მომატებული 14-3-3 ცილა, მომატებული ტაუ ცილა; პრიონის ცილის განსაზღვრა
პარანეოპლასტიური ანტისხეულები (სისხლი და თავზურგტვინის სითხე)
ტესტი
მიიღება, როცა ფონური კიბოს არსებობაზე ვეჭვობთ.
შედეგი
შესაძლოა განისაზღვროს პარანეოპლასტიური ანტისხეულები, როგორიაცა ანტი-N-მეთილ-D-ასპარტატ (NMDA) რეცეპტორი, ანტი-პოტენციალბით მართული კალიუმის არხი, ანტი-Hu, ანტი-Yo, ანტი-Ri, ანტი-Tr, ანტი-CV2, ანტი-Ma, ანტი-ამფიფიზინი
მუცლის/მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა
ტესტი
კეთდება როცა ეჭვია ანტი-N-მეთილ-D-ასპარტატ (NMDA) რეცეპტორის ენცეფალიტზე. იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითია სკრინინგი ავთვისებიან მდგომარეობაზე, შეფასების გამეორება 3-6 თვის შემდეგ განსახილველია როცა გამოვლენილი აუტოანტისხეულები ასოცირებულია ავთვისებიან მდგომარეობასთან.[1][39]
შედეგი
საკვერცხის ტერატომის გამოვლენა
მთელის ხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია
ტესტი
კეთდება დაავადების მიმდინარეობის უფრო გვიან ეტაპზე, როგორც ლიმბური სისტემის ან ტვინის ღეროს ენცეფალიტთან დაკავშირებული ფონური კიბოს არსებობაზე გამოკვლევის ნაწილი (მაგ: ფილტვის, ძუძუს ან საკვერცხის). იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითია სკრინინგი ავთვისებიან მდგომარეობაზე, შეფასების გამეორება 3-6 თვის შემდეგ განსახილველია როცა გამოვლენილი აუტოანტისხეულები ასოცირებულია ავთვისებიან მდგომარეობასთან.[1][39]
შედეგი
ფონური კიბოს დადგენა
მთელი სხეულის PET სკანირება
ტესტი
კეთდება დაავადების მიმდინარეობის უფრო გვიან ეტაპზე, როგორც ლიმბური სისტემის ან ტვინის ღეროს ენცეფალიტთან დაკავშირებული ფონური კიბოს არსებობაზე გამოკვლევის ნაწილი (მაგ: ფილტვის, ძუძუს ან საკვერცხის). იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითია სკრინინგი ავთვისებიან მდგომარეობაზე, შეფასების გამეორება 3-6 თვის შემდეგ განსახილველია როცა გამოვლენილი აუტოანტისხეულები ასოცირებულია ავთვისებიან მდგომარეობასთან.[1][39]
შედეგი
ფონური კიბოს დადგენა
მაგნიტურ რეზონანსული სპექტროსკოპია
ტესტი
მხოლოდ სპეციალიზირებული ცენტრები. უტარდებათ ენცეფალიტის დიაგნოზის მქონე პაციენტებს, როდესაც ენცეფალიტის ეტიოლოგია უცნობია, ან არსებობს ეჭვი ენცეფალიტის დიაგნოზზე, მაგრამ თავის ტვინის სიმსივნეებისგან დიფერენცირება ვერ ხერხდება.
შედეგი
მეტაბოლური მონაცემები, რომლებიც გვეხმარება ეტიოლოგიის დადგენაში
თავზურგტვინის სითხის შემდგომი თაობის მიმდევრობის განსაზღვრა
ტესტი
მხოლოდ სპეციალიზირებული ცენტრები. პერსონალიზირებული გენომიკის გამოყენება ეტიოლოგიური ინფექციური აგენტის დასადგენად.[63] გარკვეული რაოდენობის სამიზნეების ამპლიფიკაციით PCR მეთოდისგან განსხვავებით, ახლა ხელმისაწვდომია ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელია მიკროორგანიზმის მიუკერძოებლად აღმოჩენა. გენეტიკური მასალა მიიღება ორგანიზმიდან, და დნმ-ისა და რნმ-ის შერჩეული სექვენსების ამპლიფიკაცია ხდება უნივერსალური პრაიმერებით. ორგანიზმის იდენტიფიცირებისათვის, ამ შერჩეული სეკვენსების შედარება ხდება ხელმისაწვდომ სეკვენსებთან.
შედეგი
მიკროორგანიზმის განსაზღვრა და დადგენა
თავის ტვინის ბიოფსია
ტესტი
დიაგნოსტირებისთვის ამჟამად გამოყენებული კრიტერიუმების სტანდარტი რუტინულად არ ტარდება ინვაზიურობის გამო, ამასთან ერთად, საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და გარკვეულწილად დაკავშირებულია ავადობასთან. მრტ და PCR-ზე დაფუძნებული სადიაგნოსტიკო მეთოდების წვდომის ზრდასთან ერთად მცირდება თავის ტვინის ბიოფსიის საჭიროება. ის ჯერ კიდევ სასარგებლოა იმ შემთხვევებში, როდესაც დიაგნოზის დასმა რთულია. იმუნოციტოქიმია (ICC), in situ ჰიბრიდიზაცია (ISH), და PCR შესაძლოა ჩატარდეს ბიოფსიურ/აუტოფსიურ ნიმუშებზე და საკმაოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ეტიოლოგიის ენცეფალიტების დიაგნოსტირებისთვის.
კლასიკური ენცეფალური კვანძების შემადგენლობაში შედის მიკროგლიას, ასტროციტების და ლიმფოციტების ნაზავი დაზიანებულ ნეირონთა გარშემო, ციტოლოგიური მახასიათებლები, როგორიცაა ინკლუზიური სხეულაკები (ბირთვშიდა ჰერპესის მარტივი ვირუსის, ვარიცელა- ზოსტერის ვირუსის, ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტის და ციტოპლაზმური - ნეგრიის, ცოფის დროს) და ციტომეგალიური უჯრედების ცვლილებები (ციტომეგალოვირუსი). მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის დროს მრავლობითი მცირე დემიელინიზირებული კერები განლაგებულია თეთრი ნივთიერების მცირე ვენების გარშემო, ლიმფოციტების, მაკროფაგების და მიკროგლიების ინფილტრაციასთან ერთად. კრიპტოკოკული მენინგოენცეფალიტის დროს, შეიძლება კრიპტოკოკების დანახვა. აივ ენცეფალიტის დროს შესაძლებელია დავინახოთ განსხვავებული მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედები. ტოქსოპლაზმოზის დროს შესაძლებელია მიკროორგანიზმის აღმოჩენა. კრეტსფელდ -ჯაკობის დაავადება ვლინდება ღრუბლისებრი ცვლილებებით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა საფეთქლის წილის ბიოფსია: კლასიკური H&E საღებავი გვიჩვენებს კეროვან, მაგრამ ძლიერ ანთებით ინფილტრატს მცირე მონონუკლეარული უჯრედებით (ლიმფოციტები) თავის ტვინის პარენქიმაში, ძირითადად სისხლძარღვების კედლების გარშემო. ბიოფსიური ნიმუშის PCR კვლევები ადადებითი იყო ებშტეიბ ბარის ვირუსულ ინფექციაზეFrom the personal collection of Catalina C. Ionita, MD; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა საფეთქლის წილის ბიოფსია: ჩანს სისხლძარღვების ახლო ხედი მის გარშემო გამოხატული ანთებითი ინფილტრატით. ბიოფსიური ნიმუშის PCR კვლევები ადადებითი იყო ებშტეიბ ბარის ვირუსულ ინფექციაზეFrom the personal collection of Catalina C. Ionita, MD; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცოფით დაავადებული პაციენტის ჰიპოკამპუსის ბიოფსია გვიჩვენებს ორ ნეირონს ეოზინოფილური ნეგრის სხეულაკებით (წიტელი ისრები). ეს ყველაფერი გვხვდება მცირე ანთებითი რეაქციის მქონე მიდამოებში. ლურჯი ისრები მიუთითებს მიკროგლიურ უჯრედებზეFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცოფით დაავადებული პაციენტის ჰიპოკამპუსის ბიოფსიით ვლინდება ორი ნეირონი ეოზინოფილური ნეგრის სხეულაკებით (წითელი ისრები). ლურჯი ისარი მიუთითებს თანამდევი ოლიგოდენდროციტების გროვასFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცოფით დაავადებული პაციენტის ჰიპოკამპუსის ბიოფსიით ვლინდება ნეირონი ეოზინოფილური ციტოპლაზმური ნეგრის სხეულაკებით (წითელი ისარი). ლურჯი ისარი მიუთითებს მიკროგლიური უჯრედების გროვაზე სისხლძარღვის გვერდით),From the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციტომეგალოვირუსული ენცეფალიტის მქონე აივ პაციენტების თვინის ღეროს ბიოფსია ეპენდიმის შრე გვიჩვენებს გადიადებულ უჯრედებს (ისრები) ბირთვშიდა ჩანართებითFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: CMV ენცეფალიტის მქონე ახალშობილების ქერქის ბიოფსია გვიჩვენებს გადიდებულ უჯრედებს (ისრები) ბირთვშიდა ჩანართებით. ზედა ისარი მიუთითებს ორბირთვიან უჯრედზე, თითოეულში ბირთვული ჩანართითFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე იმუნოკომპრომისული პაციენტების თავის ტვინის ბიოფსია მცირე გადიდებით. მენინგიები გაფართოებულია (ისარი), მაგრამ ქერქი შედარებით დაუზიანებელია ჰისტოლოგიურადFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე იმუნოკომპრომისული პაციენტების თავის ტვინის ბიოფსია გვიჩვენებს მენინგიტს მრგვალი განჭვირვალე კრიპტოკოკული ორგანიზმებით (წითელი ისარი), ასევე აყვავებულ საფუარებს (ლურჯი ისარი)From the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: რიპტოკოკული მენინგიტის მქონე იმუნოკომპრომისული პაციენტების თავის ტვინის ბიოფსია დაბალი გაძლიერებით გვიჩვენებს მენინგებს ანთებით (წითელი ისარი)From the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე იმუნოკომპეტენტური პაციენტების თავის ტვინის ბიოფსია გვიჩვენებს მენინგების ანთებითი უჯრედებით და კრიპტოკოკითFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე პაციენტების მუციკარმინით შეღებილი მენინგების ბიოფსია გვიჩვენებს სოკოვან მიკროორგანიზმებს, განსაკუთრებით გიგანტურ უჯრედებშიFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრიპტოკოკული მენინგოენცეფალიტის მქონე პაციენტის თავის ტვინის ფრონტალური ჭრილი გვიჩვენებს "საპნის ბუშტების" კლასიკურ სურათს ბაზალურ ბირთვებში (ისრები), რაც განპირობებულია ვირხოვ-რობინის სივრცის კრიპტოკოკული გაფართოებით სტრიოლენტიკულური სისხლძარღვების გარშემოFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრიპტოკოკული მენინგოენცეფალიტის მქონე პაციენტების ბაზალური ბირთვების ბიოფსია გვიჩენებს ვირხოვ-რობინის სივრცის კრიპტოკოკულ (ლურჯი ისარი) გაფართოებას სტრიოლენტიკულური სისხლძარღვების გარშემო (წითელი ისარი)From the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრიპტოკოკული მენინგიტის მქონე პაციენტის თავის ტვინის აუტოფსია გვიჩვენებს "პრიალა" ზედაპირს. ვლინდება შუნტიცFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქვემწვავე აივ ლეიკოენცეფალიტის მქონე პაციენტების ბიოფსია გვიჩვენებს განსხვავებულ მრავალბირთვიან უჯრედს (წითელი ისარი) თეთრ ნივთიერებაში ანთებითი უჯრედების გვერდით ვირხოვ-რობინის სივრცეშიFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქვემწვავე აივ ლეიკოენცეფალიტის მქონე პაციენტების ბიოფსია გვიჩვენებს განსხვავებულ მრავალბირთვიან უჯრედს (წითელი ისარი) თეთრ ნივთიერებაშიFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქვემწვავე აივ ლეიკოენცეფალიტის მქონე პაციენტების თავის ტვინის ბიოფსია გვიჩვენებს განსხვავებულ მრავალბირთვიან უჯრედს (წითელი ისარი), რომელიც შეიცავს აივ ვირუსს. მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედები ჰისტიოციტური/მაკროფაგული წარმოშობისაა. არის აგრეთვე დაკავშირებულია სტროციტებიFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: 30 წლის ასაკის აივ პაციენტის თავის ტვინის ფრონტალური ჭრილი. მას ქონდა ქვემწვავე აივ ენცეფალიტი, რომელშიც ჩართული იყო თეთი და რუხი ნივთიერება დიფუზურად. პარკუჭები გაფართოებული იყო თეთრი ნივთიერებისა და ქერქის დაკარგვის შესაბამისადFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსოპლაზმოზის მქონე აივ პაციენტების თავის ტვინის ფრონტალური ჭრილი გვიჩვენებს ინფექციას მარცხენა თალამუსის ზედა პერივენტრიკულურ ნაწილშიFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსოპლაზმოზის მქონე აივ პაციენტის თავის ტვინის ბიოფსია გვიჩვენებს ბრადიზოიტების (წითელი ისარი) და ტაქიზოიტების (ლურჯი ისარი) ცისტებსFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსოპლაზმოზის მქონე აივ პაციენტის ბიოფსია გვიჩვენებს უჯრედული ნაშალის და ტაქიზოიტების ნაწილებს. ტაქიზოიტები მრგვალია, გლუვი და მკვრივი, ამიტომ ანტისხეულების შეღებვის წესის გარეშე მათ განსაზღვრა ვერ ხდება (იხ. შემდგომი გამოსახულება)From the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსოპლაზმოზის მქონე აივ პაციენტის ბიოფსია გვიჩვენებს ტაქიზოიტებს იმუნოანალიზის გამოყენებითFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კრეტსფელდ -ჯაკობის დაავადების მქონე პაციენტების უკანათ ალამუსის ბიოფსია გვიჩვენებს ღრუბლისებრ ცვლილებებსFrom the personal collection of Robert E. Schmidt; used with permission [Citation ends].
შედეგი
თავის ტვინის პარენქიმის დაზიანება (ნერვული უჯრედების დაზიანება ან დაკარგვა, თანდათანობით დემიელინიზაცია), რეაქტიული გლიოზი, და ანთებითი უჯრედებით ინფილტრაცია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას