კრიტერიუმები

დიაგნოსტიკური განსაზღვრა[2]​​

სავარაუდო ინფექციური ან აუტოიმუნური ეტიოლოგიის ენცეფალიტის და ენცეფალოპათიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

  • ძირითადი კრიტერიუმი (აუცილებელია):

    • პაციენტების მოდიან სამედიცინო დახმარებისთვის შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობით (დაქვეითებული ან შეცვლილი ცნობიერების დონით, ლეთარგიით ან პიროვნების ცვლილებით), რაც გრძელდება ≥24 სთ ალტერნატიული მიზეზების გამოვლინების გარეშე.

  • მცირე კრიტერიუმები (ორი მაინც უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ ენცეფალიტზე ვიფიქროთ; ≥3 არის აუცილებელი ენცეფალიტზე ეჭვის მისატანად ან დასადასტურებლად):

    • დოკუმენტირებული ცხელება ≥100.4°F (38ºC) გამოვლინებამდე ან მის შემდეგ 72 საათის განმავლობაში

    • გენერალიზებული ან პარციალური გულყრები სრულად არ მიეკუთვნება ადრე არსებულ ეპილეფსიას

    • კეროვანი ნევროლოგიური ნიშნების ახალი გამოვლინება

    • ცერებროსპინალურ სითხეში ლეიკოციტები (WBC) ≥5 / მმ³

    • ნეიროვიზუალიზაციით ნანახი თავის ტვინის დაზიანებები, რაც ენცეფალიტზე მიუთითებს, შესაძლოა იყოს ახალი წარმოშობის ან მწვავედ დაწყებული, წინა კვლევებთან შედარებაზე დაყრდნობით

    • ელექტროენცეფალოგრამაზე ნანახი დარღვევები შეესაბამება ენცეფალიტს და არ ესადაგება სხვა მიზეზებს.

ენცეფალიტის დადასტურებას ესაჭიროება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

  • ენცეფალიტის შესაბამისი თავის ტვინის ანთების პათოლოგიური დადასტურება

  • შესაბამის კლინიკურ ნიმუშში ენცეფალიტისთვის შესაბამისი მიკროორგანიზმით გამოწვეული მწვავე ინფექციის სეროლოგიური, მიკრობიოლოგიური ან პათოლოგიური მტკიცებულების დადგენა

  • ენცეფალიტთან მჭიდროდ დაკავშირებული აუტოიმუნური მდგომარეობის ლაბორატორიული მტკიცებულება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას