ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითად რისკფაქტორებს წარმოადგენს: 1 წლამდე ან 65 წელს ზემოთ ასაკი, იმუნოდეფიციტი, ვირუსული ინფექციები, სხეულის სითხესთან ექსპოზიცია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ცხოველთა ან მწერების ნაკბენები, ლოკაცია და წელიწადის დრო.

ცხელება

ხშირად აღინიშნება ინფექციური გენეზის ენცეფალიტების დროს. მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ წითელათი გამოწვეული ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, VZV - ინფექცია და ჰეპატიტი C.

გამონაყარი

ვეზიკულური გამონაყარი - ენტეროვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV), ვარიცელა (ჩუტყვავილა)-ზოსტერის ვირუსი.

მაკულოპაპულური გამონაყარი - ებშტეინ-ბარის ვირუსი (ამპიცილინით მკურნალობის შემდეგ), წითელა, ადამიანის ჰერპეს ვირუსი - ტიპი 6 (HHV-6), კოლორადოს ტკიპისმიერი ცხელება, დასავლეთ ნილოსის ვირუსი.

პეპლისებრი გამონაყარი - სისტემური წითელი მგლურა

პეტექიური გამონაყარი - რიკეტსიული ცხელება.

მიგრირებადი ერითემა - ლაიმის დაავადება.

კვანძოვანი ერითემა - ტუბერკულოზი და ჰისტოპლაზმოზი, სარკოიდოზი.

მულტიფორმული ერითემა - HSV, Mycoplasmსa.

ლორწოვანი გარსის დაზინაბები - ჰერპეს ვირუსი, ბეხეტი.

ფარინგიტი - ენტეროვირუსი, ადენოვირუსი.

კონიუქტივიტი - სენტ ლუისის ენცეფალიტის ვირუსი, ადენოვირუსი, ლეპტოსპიროზი (კონიუქტივის შერწყმა).

გუმა - სიფილისი.

კაპოშის სარკომა - HIV/AIDS.

კანის შეუხორცებელი დაზიანებები: Balamuthia mandrillaris, Acanthamoeba.

გენიტალური დაზიანებები - ბეხეტი.

შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა

ხშირი კომპონენტები. ცვალებადობს მსუბუქი ძილიანობიდან კომამდე.

კოგნიტიური დისფუნქცია მეხსიერების მწვავე დარღვევით და ფსიქიატრიული და ქცევითი გამოვლინებებით (მაგ: აბსტინენცია, აპათია, აბულია, აკინეტიკური მუტიზმი, პიროვნების ცვლილება, ფსიქოტური ქცევა, დიზორიენტაცია და ჰალუცინაციები) შესაძლოა აღინიშნოს.

კეროვანი ნევროლოგიური დარღვევა

ის მოიცავს აფაზიას, ჰემიანოპიას, ჰემიპარეზს, ატაქსიას, მყესების შენახულ რეფლექსებს, ბაბინსკის ნიშანს, კრანიალური ნერვების დარღვევებს (აღინიშნება HHV-6-ის, ტუბერკულოზის, სიფილისის, ბრუცელოზის, მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის, დასავლეთ ნილოსოს ვირუსის, სენტ ლუისის ენცეფალიტის ვირუსის, VZV, ჰერპეს B ვირუსის, ცოფის დროს); ტრემორს (არბოვირუსები); მიოკლონუსს (კოლორადოს ტკიპისმიერი ცხელება, ცოფი); გენერალიზებული სისუსტე (დასავლეთ ნილოსის ვირუსი, ცოფი).

მენინგიზმი

ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება მენინგიალური ანთების ნიშნები, როგორიცაა თავის ტკივილი, ფოტოფობია და კისრის გაშეშება.

იშვიათი

პაროტიტი

აღინიშნება ყბაყურას დროს.

ლიმფადენოპათია

გვხვდება ბართონელას შემთხვევაში

მხედველობის ნერვის ნევრიტი

აღინიშნება მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის დროს.

მწვავე პერიფერიული დამბლა

დასავლეთ ნილოსის ვირუსი და სხვა არბოვირუსები, ცოფი.

მოძრაობის დარღვევა

კრეტსფელდ-ჯაკობსის დაავადება (მიოკლონუსი), ანტი-N-მეთილ-D-ასპარტატ (NMDA) რეცეპტორული ენცეფალიტი (პირსახის დისკინეზიები/მიორითმია), ცოფი, ვიპლის დაავადება (თვალ-საღეჭი მიორითმია).

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ხველა

ზედა და ქვედა რესპირატორული სიმპტომები და ნიშნები (მაგ: ხველა) შესაძლოა გამოვლინდეს HSV-1-ს, გრიპის, პარაინფლუენზას, მიკოპლაზმას, Q ცხელების, კოქციდიოზების, ჰისტოპლაზმის, ბლასტომიკოზის, ან ცოფის შედეგად.

კუჭ-ნაწლავის ინფექცია

ენტეროვირუსები, როტავირუსები, ვიპლის დაავადება.

გულყრები

გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები და კეროვანი გულყრები (მეორადი გენერალიზაციით, ან მის გარეშე) ძალიან ხშირად აღინიშნება კლინიკური მიმდინარეობის გარკვეულ ეტაპზე. ყველაზე ხშირად ვლინდება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ წითელათი გამოწვეული ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, ადამიანის ჰერპეს ვირუსის (HHV)-6 ინფექცია და მარტივი ჰერპეს ვირუსი - ტიპი 1 (HSV-1) ინფექცია. ზოგჯერ ვლინდება ეპილეფსიური სტატუსი, რომელიც განსაკუთრებით რეზისტენტულია მკურნალობის მიმართ. სახე/მხრის დისტონიური გულყრები (სახის და/ან იმავე მხარეს მკლავის და მხრის სწრაფი მოძრაობები) ვლინდება ლიმბური ენცეფალიტის დროს, რომელიც ლეიცინით მდიდარი გლიომა-აქტივირებული 1 ანტისხეულებთანაა ასოცირებული.[35]

იშვიათი

ბიფაზური დაავადება

ენტეროვირუსი, კოლორადოს ტკიპის ცხელება.

აუტონომიური და ჰიპოთალამური დარღვევები

ტემპერატურისა და ვაზომოტორული კონტროლის (დისავტონომია) დაკარგვა, უშაქრო დიაბეტი და ანტიდიურეზული ჰორმონის (SIADH) შეუსაბამო გამოყოფის სინდრომი ზოგჯერ ენცეფალიტის კლინიკური სურათის ნაწილია და გავლენას ახდენს ავადობასა და სიკვდილობას.

აღინიშნება ენცეფალიტის ანტი-N-მეთილ-D-ასპარტატ (NMDA) რეცეპტორული და ანტივოლტაჟური პოტენციალით მართული კალიუმის არხის (VGKC) ენცეფალიტების დროს

მიოკარდიტი/პერიკარდიტი

ენტეროვირუსი, ყბაყურა.

სიყვითლე

შესაძლოა გამოვლინდეს ლეპტოსპიროზის დროს.

ართრიტი

აღინიშნება ლაიმის დაავადებისა და სისტემური წითელი მგლურას დროს.

რეტინიტი

ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი, დასავლეთ ნილოსის ვირუსი, პარანეოპლასტიური სინდრომი.

პარკინსონიზმი

არბოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი.

რისკფაქტორები

ძლიერი

ასაკი <1 ან >65 წლები

ინფექციური (ვირუსული) ენცეფალიტის უფრო ძლიერი და გამოხატული ნიშნების და სიმპტომების განვითარების გაზრდილი რისკი.

ახალშობილები ხასიათდებიან ინფექციური ენცეფალიტების განსაკუთრებული მიმღებლობით.

იმუნოდეფიციტი

ეტიოლოგიური აგენტები და კლინიკური სიმძიმე იცვლება მასპინძლის იმუნური მდგომარეობის შესაბამისად.

იმუნოკომპრომისული პაციენტები (მაგ: პაციენტები აივ ინფექციით და ქიმიოთერაპიაზე ან იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებზე მყოფი პირები) მიდრეკილი არიან უფრო გავრცობილი და მკაფიო გამოვლინებისკენ. ისინი მგრძნობიარენი არიან პათოგენების მიმართ, რომლებიც, როგორც წესი, არ იწვევენ ენცეფალიტს იმუნოკომპეტენტურ მასპინძლებში (მაგ., ციტომეგალოვირუსი, Epstein-Barr ვირუსი, ადამიანის ჰერპესვირუსი-6, ტოქსოპლაზმოზი, JC ვირუსი, Candida და Nocardia). აგამაგლობულინემიის მქონე პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ენტეროვირუსული მენინგოენცეფალიტის მიმართ.[6]

ინფექციის შემდგომი

Bickerstaff's ენცეფალიტი, Rasmussen's ენცეფალიტი, ანტი-N-მეთილ-D-ასპარტატ რეცეპტორული ენცეფალიტი და მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი შეიძლება გამოვლინდეს ვირუსული ავადმყოფობის ალაგების შემდეგ (მაგ., ვარიცელა, ჰერპეს ვირუსი, ზედა სასუნთქი გზების არასპეციფიკური ვირუსული ინფექციები, ყბაყურა, წითურა, ენტეროვირუსი, Epstein-Barr ვირუსი, გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი) და შესაძლოა გამოწვეული იყოს აუტოიმუნური პროცესით.

ექსპოზიცია სისხლთან/სხეულის სითხეებთან

აივ და დასავლეთ ნილოსის ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს დაბინძურებულის სისხლის პროდუქტებით, ნემსის ჩხვლეტით და სხეულის სითხეებთან ექსპოზიციის შედეგად.

ორგანოთა ტრანსპლანტაცია

ცოფი, დასავლეთ ნილოსის ვირუსის და ციტომეგალოვირუსული ინფექციები ვლინდება ტრანსპლანტირებულ პაციენტებში, რომლებმაც ორგანოები მიიღეს დაინფიცირებული დონორებისგან.[23]

ცხოველთა ან მწერების ნაკბენები

კოღოებს შეუძლიათ გაავრცელონ დასავლეთ ნილოსის ვირუსი, სენტ ლუისის ენცეფალიტის ვირუსი, ცხენის აღმოსავლეთის, დასავლეთის, ვენესუელური, იაპონური B, მურეის ველის, ილეუსის და როციოს ვირუსები.

ტკიპების ნაკბენის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ტკიპისმიერი ენცეფალიტი, კოლორადოს ტკიპის ცხელება, პოვასანის, შორეული აღმოსავლეთის, ცენტრალური ევროპის, კისანურის ტყის, ლუფინგ ილლ-ის, ნეგიშის, რუსეთის გაზაფხულ-ზაფხულის, ლაიმის დაავადების, კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელების და

ცხოველების ნაკბენთან / ექსპოზიციასთან ასოცირებულია ცოფი, ბრუცელოზი, ბარტონელა (კატების), ტოქსოპლაზმა, Q ცხელება და ჰერპესი B (პრიმატების). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანამნეზში თუ არ არის ნაკბენი ან ექსპოზიციის ისტორია, ცოფის დიაგნოზის გამორიცხვა არ შეიძლება.

ლოკაცია

გამომწვევები ენდემურია გარკვეული ადგილებისთვის.[24] გასათვალისწინებელია მოგზაურობა ახლო წარსულში.

აფრიკა: მალარია, ტრიპანოსომიაზი, დენგე, ებოლა ვირუსი.

აზია: იაპონური ენცეფალიტის ვირუსი, დენგე, მალარია, ნიპაჰის ვირუსი.

ავსტრალია: მურეის ველის ენცეფალიტი, კუნჯინის ვირუსი, ავსტრალიური ღამურის ლისავირუსი.[25]

ევროპა: ტკიპებით გავრცელებადი ენცეფალიტის ვივრუსი, დასავლეთ ნილოსის ვირუსი, ტოსკანას ვირუსი.

ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა: დენგე, მალარია, დასავლეთ ნილოსის ვირუსი, ცხენის ვენესუელური ენცეფალიტი.

ჩრდილოეთ ამერიკა: დასავლეთ ნილოსის ვირუსი და სენტ ლუისის ენცეფალიტის ვირუსი დამახასიათებელია აშშ-თვის. კოქციდიოიზები და ბლასტომიკოზები დამახასიათებელია, შესაბამისად, სამხრეთ-დასავლეთ და შუა-დასავლეთ აშშ-თვის. ლაიმის დაავადება ჩრდილო-ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ში.

სეზონი

გაზაფხული: პოვასანის ვირუსი, კოლორადოს ტკიპის ცხელება.

ზაფხული: ენტეროვირუსი, არბოვირუსი, კოლორადოს ტკიპის ცხელება, ლაიმის დაავადება (მაგრამ შესაზლოა გამოვლინდეს მთელი წლის განმავლობაში).

შემოდგომა: ენტეროვირუსი, არბოვირუსი, ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსი (LCMV).

ზამთარი: LCMV, გრიპი.

ივლისი - ნოემბერი: დასავლეთ ნილოსის ვირუსი

წვიმის სეზონი: ცხენის ვენესუელური (შესაძლოა დეკემებრში).

ცურვა ან ყვინთვა თბილ მტკნარ წყალში ან ცხვირის/სინუსის გამორეცხვა

ასოცირდება ნაეგლერიასთან.

სუსტი

ვაქცინაცია

ვაქცინაცია შეიძლება ასოცირებული იყოს მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის განვითარების მინიმალურ გაზრდილ რისკთან.

ბავშვები, რომლებიც არ არიან აცრილები ყბაყურის და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით, წითელას ან ყბაყურას ენცეფალიტის განვითარების რისკის ქვეშ არიან.

იშვიათად, წითელას ინფექციით დაავადებულ არავაქცინირებულ ბავშვებს შეიძლება განუვითარდეს ქვემწვავე სკლეროზული პანენცეფალიტი, პროგრესირებადი ნევროლოგიური გაუარესებით, რომელიც, ჩვეულებრივ, 4 წლის განმავლობაში იწვევს სიკვდილს.[22]

საქმიანობა

ტყეში მომუშავეები: ლაიმის დაავადება, კიასანურის ტყის დაავადების ვირუსი, ცოფი.

ფერმაში მომუშავეები: ნიპაჰ, ფრინველის გრიპი, ბრუცელოზი.

სასაკლაოს თანამშრომლები: Q ცხელება

ლაბორატორიის თანამშრომლები: ებოლა, მარბურგი, ჰერპეს B

ნადირობა/ლაშქრობა ტყეში

უკავშირდება ლაიმის დაავადებას და ცოფს (ცოფით დაავადებულ ცხოველთან ექსპოზიციის შედეგად).

სპელეოლოგია (გამოქვაბულების კვლევა)

დაკავშირებულია ცოფთან.

სიკვდილი ცხოველებში

ადამიანებში გარკვეული ვირუსული ენცეფალიტების ეპიდემიურ აფეთქებებს ხშირად წინ უსწრებს ცხოველებში დაავადების ფართოდ გავრცელება და მათი სიკვდილობის მატება (ცხენების ენცეფალიტის გამო - ცხენებში და დასავლეთ ნილოსის ვირუსის გამო - ფრინველებში).

კიბო

პარანეოპლასტიკური ენცეფალიტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ინტრაცელულარული ონკონეირონული ანტიგენის საწინააღმდეგო კლასიკურ ანტისხეულებთან (მაგ. anti-Hu), ან ანტისხეულებთან, რომლის სამიზნეა ნეირონული ზედაპირი ან სინაფსური ანტიგენები (მაგ., N-მეთილ-D-ასპარტატის რეცეპტორული ანტისხეული და ლეიცინით მდიდარი გლიომა ინაქტივირებული-ანტისხეული).[26]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას