ახალი ტიპის მკურნალობა
ინტრავენური იმუნოგლობულინი ვირუსული ენცეფალიტებისთვის
კოჰრეინის ერთ-ერთ მიმოხილვაში მოწოდებულია ვირუსული ენცეფალიტის მოქნე ბავშვებში იმუნოგლობულინით ინტრავენური მკურნალობის დადებითი გავლენა ზოგიერთ მაჩვენებელზე (მაგ.: ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, სპაზმების შეჩერების დრო, ცნობიერების აღდგენის დრო და ნეიროპათიული სიმპტომებისა და ცხელების კუპირების დრო). თუმცა, განხილული კვლევებში მტკიცებულების ხარისხი ძალიან დაბალი იყო.[95] დასავლეთ ნილოსის ვირუსის მაღალი ტიტრის დროს შემოთავაზებულია იმუნოგლობულინის გამოყენება დასავლეთ ნილოსის ვირუსით გამოწვეული მძიმე ინფექციების მკურნალობისათვის, მაგრამ არსებული მონაცემები დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა.[96][97]
ნეირამინიდაზას ინჰიბიტორები
ნეირამინიდაზის ინჰიბიტორების გამოყენება შესაძლოა განხილული იყოის იმ შემთხვევებში, თუ შესაძლო ეტიოლოგიურ აგენტს წარმოადგენს გრიპის ვირუსი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და პედიატრთა ამერიკული აკადემიის რეკომენდაციების თანახმად, პერორალური ოსელტამივირი, ინჰალირებული ზანამივირი და ინტრავენური პერამივირი უნდა იქნას გამოყენებული მწვავე გაურთულებელი გრიპის სამკურნალოდ, დაავადების დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში; პერორალური ოსელტამივირი და ინჰალირებული ზანამივირი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ქიმიოპროფილაქტიკისათვის.[98] CDC: Influenza (Flu) Opens in new window
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას