დიფერენციული დიაგნოზები

ვირუსული მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავის ტკივილი, კისრის გაშეშება და ცხელება შეუცვლელი ფსიქიკური მდგომარეობით (შესაძლოა მსუბუქი ძილიანობა) ან კეროვანი ნევროლოგიური ნიშნები.

ხშირად თანაარსებობს მენინგიტი და ენცეფალიტი (მენინგოენცეფალიტი).

კვლევები

მენინგების გაძლიერებული სურათის მრტ მტკიცებულება თავის ტვინის პარენქიმის დაზიანების გარეშე.

ენცეფალოპათია (ტოქსიკური/მეტაბოლური)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მეტაბოლური ფაქტორებისა და მოშორებული ინფექციების სიმრავლემ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის პარენქიმის დისფუნქცია თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანების გარეშე.

ხშრად აღინიშნება საავადმყოფოებში/ინვალიდთა სამედიცინო დახმარების ცენტრებში.

შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა და კეროვანი ნევროლოგიური ნიშნები (ჰიპოგლიკემია) შესაძლოა აღინიშნოს ორივე მდგომარეობის დროს და არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებელი ნიშნები.

კვლევები

თავზურგტვინის ანალიზის ნორმალური შედეგები, ნორმალური მრტ, ეეგ-დიფუზური შენელება, ტრიფაზური (სამფაზიანი) ტალღები.

ეპილეფსიური სტატუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებელი ნიშნები და ეპილეფსიური სტატუსიცმ საკმაოდ ხშირია ენცეფალიტის მქონე პაციენტებში. ასე რომ, ეპისტატუსი ამ დაავადების კლინიკურ მახასიათებლადაც შეიძება ჩაითვალოს.

შემთხვევებში, როდესაც ენცეფალიტი აშკრად არ არის გამომწვევი (მრტ, თავ-ზურგტვინის სითხის საფუძველზე), პაციენტს ხშირად აქვს ჩვეული გულყრით მიმდინარე მდგომარეობა მედიკამენტების სუბ-თერაპიული დონით.

კვლევები

ეეგ - მიმდინარე გულყრით აქტივობის მტკიცებულება.

ცენტრალური ნერვული სისტემის ვასკულიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებებლი ნიშნები. შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი და კეროვანი ნევროლოგიური ნიშნები.

კვლევები

დიფერენცირება ხორციელდება მრტ-ით, ანგიოგრაფიითა და ბიოფსიით.

მრტ - მრავლობითი მცირე ინსულტის, ჩვეულებრივ კორტიკალურის, მტკიცებულება.

ანგიოგრაფია - შესაძლოა იყოს ნორმაში, მაგრამ ხშირად სისხლძარღვების მულტისეგმენტური შევიწროვება/გაფართოების ტიპიური ანგიოგრაფიული სურათი აღინიშნება.

საბოლოო დიაგნოზისთვის ზოგჯერ საჭიროა თავის ტვინის და მენინგეური ბიოფსია, რაც გვიდასტურებს ანთების არსებობას (მაგ: ანთებითი უჯრედების არსებობას, როგორიცაა ლიმფოციტები, სისხლძარღვების კედელში და სიხლძარღვების გარშემო სისხლძარღვების სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად).

შაკიკი კონფუზიით პლეოციტოზთან ერთად

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შაკიკის მქონე ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება გონების მწვავე დაბინდვა, ფსიქოზი, და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები შაკიკის თავის ტკივილებთან ერთად,[64] იგივე გვხვდება ოჯახური ჰემიპლეგიური შაკიკის დროს.[65] ეს ყველაფერი მიუთითებს შაკიკზე, მაგრამ არ არის მისთვის სპეციფიკური.

ამ სინდრომის სხვა დასახელება გახლავთ "გარდამავალი თავის ტკივილი და ნევროლოგიური დარღვევები თავზურგტვინის ლიმფოციტოზით (HaNDL)'.

კვლევები

თავზურგტვინის სითხე - ლეიკოციტების რაოდენობა მომატებულია ინფექციის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების გარეშე.

ავთვისებიანი არტერიალური ჰიპერტენზია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შესაძლოა გამოვლინდეს მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილები, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა და მხედველობითი სიმპტომები.

კვლევები

მომატებული არტერიული წნევა (ჩვეულებრივ >220/110 mmHg). მაგრამ, შესაძლოა უცებ მოხდეს წნევის აწევა დაბალი წნევის ქონის შემთხვევაშიც.

დიფერენცირება ხდება ფუნდოსკოპიით, კტ-თი და მრტ-თი.

ფსკერის დათვალიერება - მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება და სისხლდენა.

კტ ჩვეულებრივ ნორმაშია, მაგრამ კეფის წილში იშვიათად აღინიშნება დაბალი სიმკვრივის დაზიანებები.

MRI: T2 და თავისუფალი წყლის სიგნალის დათრგუნვის რეჟიმით (FLAIR) ჰიპერინტენსიური დაზიანებები კეფის წილში (ჩვეულებრივ ასიმეტრიული). დიფუზურად-შეწონილ გამოსახულებაზე ასევე ვლინდება მომატებულია დიფუზია (აშკარა დიფუზიის კოეფიციენტის რუკებით, რომლებიც გვიჩვენებს მომატებულ დიფუზიას). ტერმინი "უკუშექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)" ასევე გამოიყენება მრტ ცვლილებების ასაღწერად.

"უკუშექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომი (PRES)"

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, გულყრები, მხედველობის დაკარგვა, კეროვანი დარღვევები; პათოგენეზი მოიცავს იმუნოსუპრესიულ მკურნალობას, თირკმლის უკმარისობას, ეკლამფსიას, ჰიპერტენზიას, მგლურას.

კვლევები

მრტ: T2 / სითხის დაქვეითებული ინვერსიის აღდგენის (FLAIR) დაზიანებები მთელ ტვინში.

ქალასშიდა სიმსივნეები და კისტები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებებლი ნიშნები.

ქალასშიდა სიმსივნეების დროს აღინიშნება სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება, როგორიცაა თავის ტკივილი, რომელიც ყველაზე მძიმეა გაღვიძებისას, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, გულყრები და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები.

კვლევები

თავის ტვინის კტ და მრტ (უპირატესობა ენიჭება მრტ-ს) გამოსახულება შესაძლოა დაგვეხმაროს ამ მდგომარეობის დიაგნოსტირებაში. ბიოფსია - აუცილებელია ზოგიერთ შემთხვევაში საბოლოო დიაგნოზის დასასმელად.

ნეიროსარკოიდოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებებლი ნიშნები. კრანიალური ნეიროპათიები (განსაკუთრებით ცნ II და VII), ზურგის ტვინის დაზიანება, ჰიპოთალამო/ჰიპოფიზური ღერძის დარღვევა და პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა გამოვლინდეს თანმხლები ნიშნების სახით. დამატებითი სისტემური ნიშნებია ფილტვის დაავადება, კვანძოვანი ერითემა, ართრალგიები და უვეიტი.

კვლევები

თავის ტვინის მრტ-მ კონტრასტირებით შესაძლოა გამოავლინოს გაძლიერებული სურათი. ლუმბალურმა პუნქციამ შესაძლოა გვიჩვენოს პლეოციტოზი (ლიმფოციტების დომინირება) და მომატებული საერთო ცილა; გლუკოზის დონე ზოგჯერ დაბალია. შრატსა და თავზურგტვინის სითხეში აგფ-ს კონცენტრაციები შესაძლოა გაიზომოს, მაგრამ მოგვცეს ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგები. გულმკერდის რენტგენი, მთელი სხეულის (18F)-ფტორ-2 დეოქსი-D-გლუკოზა პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფია (FDG-PET), და გალიუმით სკანირება შესაძლოა ჩატარდეს ინდივიდებში, რომლებსაც სარკოიდოზის დიაგნოზი არა აქვთ დასმული. ბიოფსია უნდა ჩატარდეს არაკაზეოზური გრანულომების პათოლოგიურანატომიური დიაგნოსტირებისათვის, განსაკუთრებით თუ გამოვლენილია დაზიანებები ცნს-ს გარეთ.

სისტემური წითელი მგლურა (SLE)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებებლი ნიშნები. შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი, ნეიროფსიქიატრიული პრობლემები და გულყრები.

სისტემური ნიშნები მოიცავს კანის ცვლილებებს (მაგ: პეპელასებრი გამონაყარი, დისკოიდური გამონაყარი), ართრიტი, სეროზიტი, ჰემატოლოგიური დარღვევები, თირკმლის დაავადება და იმუნოლოგიური დარღვევები.

კვლევები

შრატის იმუნოლოგიური ანალიზები ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე (ANA), ანტი-ორმაგჯაჭვიანი სტანდარტული დნმ ანტისხეულებზე, ანტი-სმიტის ანტისხეულებსა და ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებზე დადებითია სისტემური წითელი მგლურას (SLE) მქონე პაციენტების უმრავლესობაში.

ქალასშიდა სისხლჩაქცევა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებებლი ნიშნები. შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, გულყრა და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები.

კვლევები

კტ და მრტ-მ შესაძლოა გარკვევით გვიჩვენოს ქალასშიდა მწვავე სისხლჩაქცევები. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს, ლუმბალურმა პუნქციამ შესაძლოა გამოავლინოს ქსანთოქრომია და არ აჩვენოს სისხლის წითელი უჯრედების ცვლილებები 1-4 სინჯარებში.

ტვინის ტრავმული დაზიანება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში ხშირად აღინიშნება თავის ტრავმა, მაგრამ შესაძლოა ვერ გავარკვიოთ ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც უგონოდაა.

შესაძლოა აღინიშნოს თავის ტკივილი, სხვადასხვა ხარისხით შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები.

არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებებლი ნიშნები.

კვლევები

კტ და მრტ გვიჩვენებს სხვადასხვა ინტრაკრანიალურ სისხლჩაქცევებს, რომლებიც დაკავშირებულია თავის ტრავმასთან; ტვინსი შერყევის დროს რადიოლოგიური ნოშნები ნორმაშია; აქსონების დიფუზური დაზიანება შესაძლაო გამოვლინდეს სიგნალის დარღვევის სახით მრტ გამოსახულებებში.

იშემიური ინსულტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებებლი ნიშნები.

კეროვანი ნევროლოგიური დარღვევების, შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობის, გულყრისა და თავის ტკივილის უცაბედი დაწყება.

ინსულტეი, რომლიც აზიანებს უკანა ცერებრულ არტერიას, ბაზილარულ არტერიას და წინა ცერებრულ არტერიას, შესაძლოა გამოვლინდეს ენცეფალიტის კლინიკური სურათის არსებობისას.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ იშემიური ინსულტი შესაძლოა გამოვლინდეს ენცეფალიტის შემთხვევების გართლების სახით.

კვლევები

კტ სკანირება - დაბალი დასუსტება დაზიანებულ არეებში.

მრტ - დიფუზურ-შეწონილი გამოსახულება გვიჩვენებს დაქვეითებულ დიფუზიას, რაც მწვავე იშემიური ინსულტისთვისაა დამახასიათებელი. FLAIR და T2 ჰიპერტენზიული დაზიანებები აღინიშნება ქვემწვავე შემთხვევებში.

მიტოქონდრიული ენცეფალოპათიის ლაქტატ აციდოზი და ინსულტის მსგავსი ეპიზოდები (MELAS)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არ არსებობს სპეციფიკური კლინიკური განმასხვავებებლი ნიშნები. სმენის დაკარგვა, ენცეფალოპათია, გულყრა, ინსულტის მსგავსი ეპიზოდები და ლაქტატაციდოზის არსებობა დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია.

კვლევები

ცერებროსპინალური სითხის ლაქტატი - მომატებულია

მრტ - T2 ჰიპერინტენსიური სიგნალი ტერიტორიაზე, რომლეიც არ ქმნის ძირითად სისხლძარღვოვან მიდამოებს. მოამტებული დიფუზიის დიფუზურად შეფასებული გამოსახულება.

გენეტიკური ანალიზი - მიტოქონდრიული დნმ-ს წერტილოვანი მუტაცია (A3243G მუტაცია შემთხვევათა 80%-ში).

კუნთების ბიოფსია - დაკბილული წითელი ბოჭკოები მიდიფიცირებულ გომორის ტრიქრომულ საღებავზე.

მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში მშობლების ახლონათესაობა, სიკვდილი ახალშობილობის ადრეულ ეტაპზე, დედის ორსულობისას ღვიძლის მწვავე გაცხიმოვნება და HELLP სინდრომი (ღვიძლის ფერმენტების მომატება და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) ორსულობის დროს. შესაძლოა იყოს ლეთარგიული და გაღიზიანებული ცუდ კვებასთან ერთად. ფიზიკალური გასინჯვით შესაძლოა გამოვლინდეს სიყვითლე, კატარაქტა, ჰეპატოსპლენომეგალია, კუნთების დარღვეული ტონუსი, დისმორფიზმი (მაგ: სახის უხეში ნაკვთები) და სხეულის დამახასიათებელი სუნი. შესაძლოა გამოვლინდეს სიცოცხლისათვის საშიში ენცეფალოპათია.[66][67]

კვლევები

შრატის ამონიუმი შესაძლოა მომატებული იყოს (შარდოვანას ციკლის დარღვევა, ორგანული აციდემია). არტერიული სისხლის გაზების ანალიზმა შესაძლოა აჩვენოს მეტაბოლური აციდოზი მომატებული ანიონური შარდის ოროტმჟვა დაბალია კარბამილ ფოსფატ სინთეტაზას დეფიციტის დროს და მოამტებულია ორნიტინ ტრანსკარბამილაზას დეფიციტის დროს.[67]

ბაქტერიული მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, ფოტოფობია და ცხელება.

გასინჯით შესაძლოა გამოვავლინოთ ცხელება, კისრის გაშეშება და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები.

კვლევები

თავზურგტვინის სითხეში ვლინდება ლეიკოციტების რაოდენობის მომატება, ხშირად ნეიტროფილოზით, მომატებული ცილითა და დაბალი გლუკოზით. გრამის წესით შეღებვით და PCR: შესაძლოა გამოვავლინოთ გამომწვევი ორგანიზმი.[68]

სოკოვანი მენინგიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, ფოტოფობია და ცხელება.

შეიძლება ანამნეზში იმუნოსუპრესია შეგვხვდეს.

გასინჯით შესაძლოა გამოვავლინოთ ცხელება, კისრის გაშეშება და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები.

კვლევები

თავზურგტვინის სითხის მიკრობიოლოგიური კვლევით შესაძლოა გამოვლინდეს სოკოების ზრდა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას