პირველადი პრევენცია

ვაქცინები ხელმისაწვდომია ყბაყურის, წითელას, წითურას და პოლიოვირუსის მიმართ (უნივერსალური იმუნიზაცია); ცოფი; იაპონური ენცეფალიტი (შესაბამის გეოგრაფიულ და კლინიკურ სპექტრში); BCG (ქალმეტ-გუერინის ჩხირი) ბავშვებში ტუბერკულოზის გართულებების პრევენციისთვის; და სხვადასხვა ბაქტერია (პნევმოკოკუსის და მენინგოკოკუსის).

ტკიპათი გავრცელებადი ენცეფალიტი

ოთხი ინაქტივირებული ვაქცინა ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის (TBE) ტესტირებულია კლინიკურ კვლევებში და გამოვლინდა, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია: FSME-Immun® (TicoVac®) და Encepur® ლიცენზირებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, ხოლო TBE-Moscow® და EnceVir® ლიცენზირებულია რუსეთში და ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში.[27] დაავადების მაღალი ენდემურობის რეგიონებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ყველა ასაკობრივი ჯგუფის, მათ შორის ბავშვების ვაქცინაციას.[28]

აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ დაამტკიცა TicoVac® 2021 წლის აგვისტოში, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის პრევენციის მიზნით 1 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად.[29] იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტი (ACIP) რეკომენდაციას უწევს TBE ვაქცინაციას იმ ადამიანებში, რომლებიც გადაადგილდებიან ან მოგზაურობენ ენდემურ რეგიონში და, სავარაუდოდ, აქვთ ტკიპების ექსპოზიციის მაღალი დონე. ვაქცინაცია შეიძლება განიხილებოდეს, როდესაც ექსპოზიციის რისკი დაბალია, ინდივიდუალური ფაქტორების საფუძველზე, მათ შორის ანამნეზი და რისკის ტოლერანტობა.[30]​  დიდ ბრიტანეთში TBE ვაქცინა რეკომენდებულია:

  • პირები, რომლებიც მოგზაურობენ, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, ენდემურ ტყიან ადგილებში, სადაც ტკიპები ყველაზე გავრცელებულია (მათ შორის, ვინც ლაშქრობს, ბანაკდება, ნადირობს და ახორციელებს საველე სამუშაოებს)

  • პირები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ რაიონში, სადაც ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტი ენდემური ან ეპიდემიურია, განსაკუთრებით ისინი, ვინც მუშაობენ სატყეო მეურნეობაში, მეტყევეობაში, მიწათმოქმედებასა და სამხედრო სფეროში.

  • ლაბორატორიის მუშაკები, რომლებიც შესაძლოა ექსპოზირებულნი იყვნენ ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის ვირუსთან.[31]

დიდ ბრიტანეთში, ინაქტივირებული ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის ვაქცინა TicoVac®-ის 3-დოზიანი სქემა რეკომენდირებულია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. გამაძლიერებელი დოზა რეკომენდებულია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თუ ინდივიდი კვლავ რისკის ქვეშ იმყოფება.[31]

იაპონური ენცეფალიტი

იაპონური ენცეფალიტისთვის ოთხი ტიპის ვაქცინა არსებობს. ვაქცინების უმეტესობა უჯრედულ კულტურებზეა დაფუძნებული. აშშ-ში მხოლოდ ერთი ვაქცინაა ხელმისაწვდომი, SA-14-14-2 შტამზე დაფუძნებული(JE-VC) იაპონური ენცეფალიტის ვაქცინა, რომელიც მიღებულია Vero უჯრედებიდან, ინაქტივირებულია და ალუმ-ადიუვანტური. ის, ასევე, ხელმისაწვდომია ავსტრალიასა და სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში. იაპონიაში ხელმისაწვდომია Vero უჯრედებიდან მიღებული ორი სხვადასხვა ინაქტივირებული ვაქცინა. ორივე მათგანი ეფუძნება ბეიჯინ-1 შტამს. ჩინეთში, სამხრეთ აზიისა და სამხრეთაღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში გავრცელებულია SA 14-14-2 შტამზე დაფუძნებული ცოცხალი დასუსტებული ვაქცინა. და ბოლოს, ახალი ცოცხალი დასუსტებული, იაპონური ენცეფალიტის-ყვითელი ცხელების ქიმერული ვაქცინა ახლა უკვე ხელმისაწვდომია ავსტრალიასა და ტაიალნდში. სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეკომენდირებული განრიგი სეროკონვერსიის მაჩვენებლებისა და სპეციფიური ვაქცინების ინდივიდუალური კვლევების მიხედვით. ზოგიერთი ახალი ვაქცინისთვის განმეორებითი განრიგები შესაძლოა ჯერ არ იყოს განსაზღვრული.

ვაქცინაცია რეკომენდებულია აზიაში ან წყნარი ოკეანის აუზის დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურებისთვის, რომლებიც გეგმავენ ენდემურ მხარეში ტრანსმისიის სეზონზე ერთ თვეზე ხანგრძლივად გაჩერებას. ვაქცინაციის საჭიროება ასევე განხილული უნდა იყოს ენდემური რეგიონებში ტრანსმისიის სეზონზე მოგზაურობის დროს ერთ თვეზე ნაკლები დროით გაჩერების შემთხვევაში, თუ მოგზაურები აპირებენ არაურბანული ტერიტორიების მონახულებას და მათმა საქმიანობამ შეიძლება გაზარდოს დაავადების გადაცემის რისკი (მაგ., შენობაში მნიშვნელოვანი დროის გატარება, განსაკუთრებით ღამით, ან დაძინება დაუცველ ადგილას, საწოლის ბადეების, ან კონდიციონერის გარეშე), ან თუ მათი ვიზიტი ემთხვევა მიმდინარე ეპიდაფეთქებას. მოგზაურთა ვაქცინაციის საკითხი ასევე განხილული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ მათი მოგზაურობის დრო, ადგილი და საქმიანობა ენდემურ მხარეში წინასწარ განსაზღვრული არ არის.[32]

ასევე რეკომენდებულია ენდემური რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ვაქცინაცია.

მენინგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნები, გვთავაზობს ბავშვთა რუტინულ ვაქცინაციას მენინგოკოკური დაავადების პროფილაქტიკისთვის. ადგილობრივი გაიდლაინები განსხვავდება, ამიტომ საჭიროა მათი გაცნობა.

პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

ბავშვებსა და მოზრდილებში პნევმოკოკური მენინგიტის მაჩვენებლები შემცირდა კონიუგირებული ვაქცინის (PCV7, მოგვიანებით PCV13 ) გამოყენების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა მნიშვნელოვნად ეფექტურია, ბოლო დროს არა-ვაქცინის სეროტიპით, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამებით, გამოწვეული მენინგიტების სიხშირის მატება პრობლემას წარმაოდგენს.[33][34]

გრიპის ვაქცინაცია

ასევე, შესაძლებელია რეკომენდაცია გავუწიოთ ყოველწლიურ სეზონურ ვაქცინაციას გრიპის წინააღმდეგ პოტენციური ფილტვგარე გართულებების, მათ შორის ენცეფალიტის, შესამცირებლად.

მეორეული პრევენცია

გარკვეული აგენტების (ვირუსების და ბატერიების) პრევენციისთვის, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ენცეფალიტები, ხელმისაწვდომია გარკვეული ზომები.

  • სპეციფიკური მედიკამენტები: ტუბერკულოზის დროს თუ დადებითია გასუფთავებული ცილის ნაწარმზე და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის - იზონიაზიდი.

  • განათლება და რისკის შემცველი ქცევის (დაუცველი სქესობრივი აქტი) არიდება: აივ-ის პრევენცია, სიფილისი.

  • ეკოლოგიური კონტროლი (სანიტარული მდგომარეობა, ვექტორის კონტროლი და თავიდან აცილება): ნიპაჰ და ჰენდრა ვირუსი, ყველა არბოვირუსი, ენტეროვირუსები, ტიფოიდურები.

  • მძიმე იმუნოკომრომისული, ცოფის ენცეფალიტის, ეგზანთემატოზური ენცეფალიტის ან გადამდები ვირუსული ჰემორალგიუი ცხელების მქონე პაციენტების იზოლირება უნდა მოხდეს.[78]

  • ვინაიდან დასავლეთ ნილოსის ვირუსული ენცეფალიტი შესაძლო განვითარდეს სისხლის გადასხმის, მკვრივი ორგანოს ტრანსპლანტაციის შედეგად, სენსიტიური ლაბორატორიული სკრინინგ ტესტები მუშავდება, რამაც შესაძლოა მომავალში ხელი შეუწყოს პრევენციული ზომები მიღებას.[121][122]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას