ეპიდემიოლოგია

ენცეფალიტის დაახლოებით 2500 შემთხვევა რეგისტრირდება ინგლისში ყოველწლიურად.[4] გლობალურად, ენცეფალიტის ინციდენტობა შეადგენს დაახლოებით 7-ს 100 000 მოსახლეზე წელიწადში.[5] აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 შემთხვევა ვლინდება.[6] ჭეშმარიტი ინციდენტობის დადგენა ძნელია (კლინიკური გამოვლინების ფართო სპექტრის, დიაგნოსტიკის დარღვევისა და აღრიცხვის დარღვევის გამო), და შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე საავადმყოფოდან გამოსვლის მონაცემები გვთავაზობს ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში, კანადასა და ავსტრალიაში.[7][8][9][10][11][4] სქესის მიმართ დამოკიდებულება არ არის დამახასიათებელი, მაგრამ ასაკობრივ ჯგუფთან მიმართებაში ხშირად ბიმოდალური განაწილება აღინიშნება: ერთ წლამდე და 65 წლის ასაკის ზემოთ.

სეზონური და გეოგრაფიული ცვალებადობა აღინიშნება ზოგიერთი ვირუსული ენცეფალიტის შემთხვევაში აშშ-სა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ენტეროვირუსული და უმეტესი არბოვირუსული ენცეფალიტების გაზრდილი ინციდენტობა აღინიშნება ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე (პიკით ივლისიდან ოქტომბრამდე), რაც ასახავს პათოგენებისა და/ან ვექტორების აქტივობის სეზონურ ცვალებადობას . ზოგიერთი არბოვირუსი ხასიათდება გამოხატული გეოგრაფიული ცვალებადობით. ევროპაში, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის შემთხვევები იზრდება ენდემური ტერიტორიების გაფართოებისა და ტკიპების აქტივობის სეზონის გახანგრძლივების გამო.[12] ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის ვირუსი ენდემურია ცენტრალური, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ ევროპის სოფლად და ტყიან ადგილებში.[13] 2019 წელს დაფიქსირდა ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის 3246 შემთხვევა ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ოცდახუთ ქვეყანაში. ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჩეხეთში, ლიტვასა და გერმანიაში.[14] ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტის შესახებ ევროკავშირის გავრცელების სიხშირე მერყეობდა 0,4-დან 0,7 შემთხვევამდე 100 000 მოსახლეზე, 2015 წლიდან 2019 წლამდე. ჩეხეთსა და ნორვეგიაში ფიქსირდებოდა გავრცელების მუდმივი ზრდა 2015 წლიდან 2019 წლამდე.[14]

აივ ინფექციასთან ასოცირებული ენცეფალიტის შემთხვევები შემცირდა და სტაბილურია 90-იანი წლების ბოლოდან, ანტირეტროვირუსული თერაპიის გავრცელების შემდეგ.[6] ტრანსპლანტაციის ან იმუნური დაავადების შედეგად მიღებულ იმუნოკომპრომისულ მდგომარეობებთან დაკავშირებული ენცეფალიტების რაოდენობა კი გაიზარდა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას