შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოვიდა 56 წლის მამაკაცი თავის ტკივილით, ცხელებით, დაბინდული მხედველობით და სომნოლენციით, რასაც ცოტა ხანში მოყვა ვერბალურ გამღიზიანებელზე რეაქციის არქონა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცუდად გრძნობდა თავს, ჰქონდა დაქვეითებული მადა და მიალგიები. სამი დღის წინ მას ჰქონდა გონების ხანგამოშვებითი დაბინდვა, ძლიერი თავის ტკივილი და ცხელება. გამოკვლევა ვერ ჩატარდა გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრების გამო, რისთვისაც მას მისცეს ლორაზეპამი.

შემთხვევის ანამნეზი #2

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოვიდა 19 წლის მამაკაცი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრის ეპიზოდით. ერთი თვის წინ მას ჰქონდა ზედა სასუნთქი გზების ინფექცია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მას განუვითარდა თავის ტკივილები, დაბინდული მხედველობა, გენერალზიებული სისუსტე და სიარულის პროგრესირებადი გართულება. გასინჯვით გამოვლინდა ტკივილი თვალის მოძრაობისას, ასევე კიდურების ატაქსია და არაკოორდინირებული სიარული.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას