მონიტორინგი

გადარჩენილებმა უნდა გაიარონ ინტენსიური რეაბილიტაციის კურსი საავდმყოფოდან გაწერის შემდეგ, თუ მათი ფსიქიკური მდგომარეობა და ფუნქციური შესაძლებლობები ამის საშუალებას იძლევა. პაციენტის ფუნქციების აღდგენის დონე უნდა გაკონტროლდეს და დარეგისტრირდეს, რათა შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს შემდგომი მოვლისა და ცხოვრებისათვის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აღნიშნულ პაციენტებს ესაჭიროებათ მონიტორინგი ეპილეფსიის განვითარების შესაფასებლად და შესაბამისი ანტიკონვულსანტური მედიკამენტებით სამკურნალოდ. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს ჰიდროცეფალია და მათთვის თავზურგტვინის მუდმივი დრენირების პროცედურები, როგორიცაა ვენტრიკულოპერიტონიალური შუნტის ჩადგმა, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. ენცეფალიტმა შესაძლოა გაზარდოს ჰიპერაქტივობით ყურადღების დეფიციტის სინდრომის (ADHD) და კოგნიტიური პრობლემების რისკი, განსაკუთრებით პედიატრიულ პოპულაციაში.[114] ნეიროფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება რეკომენდებულია იმათთვის ვინც გადაურჩა ბავშვობის ენცეფალიტებს.[101][113]

მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტის (ADEM) მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ კონტროლი ექიმთან განმეორებითი ვიზიტების დროს (ახალი სიმპტომების გამოჩენის დასადასტურებლად) და თავის ტვინის განმეორებითი მრტ 6 თვიდან ერთ წელიწადში, რათა დადასტურდეს დაზიანებების ალაგება. ახალი სიმპტომების გაჩენა ან მრტ ცვლილებები მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტიდან 1 თვის შემდეგ ქრონიკული დემიელინიზაციის დაავადების (გაფანტული სკლეროზი) ეჭვს ბადებს და დაავადების კონტროლისათვის მკურნალობის საჭიროებას აჩენს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას