სკრინინგი
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Diabetes Mellitus Type 2ავტორი: Domus Medica | SSMGბოლო გამოქვეყნება: 2017Diabète sucré de type 2ავტორი: SSMG | Domus Medicaბოლო გამოქვეყნება: 2017დიდ ბრიტანეთში არ ტარდება პოპულაციის დონის რუტინული სკრინინგი ტიპი 2 დიაბეტისთვის.[98]
ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს ორეტაპიან სტრატეგიას ტიპი 2 დიაბეტის მაღალი რისკის მქონე ადამიანების იდენტიფიცირებისთვის (და არადიაგნოსტირებული მე-2 დიაბეტის მქონე პირებისთვის): რისკის შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, დამადასტურებელი სისხლის ანალიზი.[27] ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს ზოგადი პრაქტიკის ექიმებს (პირველადი ჯანდაცვის ექიმებს) გამოიყენონ კომპიუტერზე დაფუძნებული რისკის შეფასების ვალიდური ინსტრუმენტი, რათა გამოვლინდნენ პრაქტიკის რეესტრში მყოფი ადამიანები, რომლებიც შეიძლება იყვნენ ტიპი 2 დიაბეტის მაღალი რისკის ქვეშ.[27] გარდა ამისა, იგი ურჩევს ფარმაცევტებს, ოპტიკოსებს, პროფესიული ჯანმრთელობის ექთნებს და საზოგადოების ლიდერებს გამოიყენონ ვალიდური თვითშეფასების კითხვარი ან ვალიდური ვებ ინსტრუმენტები:[27]
40 წელზე უფროსი ასაკის ყველა ზრდასრული (გარდა ორსული ქალებისა)
25-დან 39 წლამდე სამხრეთ აზიის, ჩინელი, აფრიკულ-კარიბის და აფრიკელი შავკანიანი ეთნიკურობის ადამიანები (ორსულების გარდა)
ნებისმიერი იმ სხვა მდგომარეობის მქონე მოზრდილები, რომლებიც ზრდის ტიპი 2 დიაბეტის რისკს.
მაღალი რისკის ქულების მქონე ადამიანებს უნდა შეეთავაზოთ, ოჯახის ექიმის/ექთნის მიერ, უზმოზე პლაზმური გლუკოზის ან HbA1c-ის ტესტი; სისხლის ანალიზი უნდა განიხილებოდეს რისკის ქულის მიუხედავად, სამხრეთ აზიური ან ჩინური წარმოშობის 25 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 23 კგ/მ²-ს.[27]
ადამიანებს, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ტიპი 2 დიაბეტის პროგრესირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფნი (ე.ი. არადიაბეტური ჰიპერგლიკემია, ანუ უზმოზე გლუკოზა პლაზმაში 5,5-დან 6.9 მმოლ/ლ-მდე [99.0-დან 124.2 მგ/დლ-მდე] ან აღენიშნებათ HbA1c 42-დან 47 მმოლ/მოლამდე [6.0%-დან 6.4%-მდე]), უნდა შევთავაზოთ რეფერალი მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ხარისხით უზრუნველყოფილი ცხოვრების სტილის შეცვლის ინტენსიურ პროგრამაზე.[27]
ინგლისში, ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა NHS დიაბეტის პრევენციის პროგრამა (DPP), რომელსაც ასევე უწოდებენ "ჯანმრთელი შენ" პროგრამას.[44] პროგრამა განსაზღვრავს მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს და აწვდის მათ 9-თვიან, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, პერსონალიზებულ ცხოვრების სტილის შეცვლის პროგრამას, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც პირისპირ ჯგუფური სერვისი ან ონლაინ სერვისი.[44]
მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთს არ აქვს მოსახლეობის მასშტაბის ეროვნული სკრინინგის პროგრამა, ზოგიერთ სხვა ქვეყანას ეს აქვს. მაგალითად, აშშ-ში:
შეერთებული შტატების პრევენციული სამსახურის ოპერატიული ჯგუფის (USPSTF) რეკომენდაციაა გლუკოზის სკრინინგი 35-70 წლის პირებისთვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსი არის ≥25კგ/მ².[99]
ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) რეკომენდაციაა უსიმპტომო ნებისმიერი ასაკის, არაორსული ზრდაერული პირის სკრინინგი, თუ სხეულის მასის ინდექსი არის ≥25 კგ/მ^2 (≥23 კგ/მ^2 სამხრეთ აზიური წარმოშობის პირებისთვის) და არსებობს დიაბეტის ერთი ან მეტი რისკფაქტორი.[34]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას