გართულებები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Diabetes Mellitus Type 2ავტორი: Domus Medica | SSMGბოლო გამოქვეყნება: 2017Diabète sucré de type 2ავტორი: SSMG | Domus Medicaბოლო გამოქვეყნება: 2017თირკმელების ქრონიკული დაავადება ვითარდება ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტთა დაახლოებით 40%-ში დროთა განმავლობაში და დიაბეტი არის თირკმელების დაავადების ბოლო სტადიის წამყვანი მიზეზი.[161][278] თირკმელების ქრონიკული დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია უკონტროლი არტერიული წნევა და უკონტროლო გლუკოზა, რაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, სულ მცირე, 4-ჯერ. გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე (eGFR) <60 მლ/წთ/1.73 მ² გულისხმობს თირკმლის ქრონიკული დაავადების დიაგნოზს, ხოლო მიკროალბუმინურია ან ალბუმინურია გულისხმობს ნეფროპათიას. ამ მონაცემთაგან ნებისმიერის არსებობის დროს საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება, რათა აგრესიულად იმართოს სისტოლური არტერული წნევა, თავიდან ავირიდოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები და განვიხილოთ ჰიპოგლიკემიიის დაბალი რისკის მქონე, თირკმელების მხრივ გამოკვეთილი სარგებლის მატარებელი (განსაკუთრებით ნატრიუმი-გლუკოზის კოტრანსპორტერი 2-ის ინჰიბიტორები ან გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის აგონისტები) ანტიჰიპერგლიკემიური აგენტების გამოყენება.[175][289]
ასევე მნიშვნელოვანია ანგიტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება და გლუკოზის კონტროლის ოპტიმიზაცია. როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე არის 30 მლ/წუთზე/1,73 მ²-ზე დაბალი, საჭიროა პაციენტის ნეფროლოგთან გაგზავნა თირკმლის ბოლო სტადიის დაავადების სამართავად.
თირკმლის უკმარისობა განაწყობს პაციენტებს ანემიის და ჰიპოგლიკემიისკენ; თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზების შემცირება.
გლობალურ კვლევაში, დიაბეტური რეტინოპათიის პრევალენტობა ახლად დიაგნოსტირებული ტიპი 2 დიაბეტის დროს მერყეობდა 1,5%-დან 31%-მდე, უფრო მაღალი გავრცელება დაფიქსირდა განვითარებად ქვეყნებში.[290] მხედველობის დაკარგვის რისკი იმატებს წნევის და გლუკოზის კონტროლის სისუსტით და რეტინოპათიის, კუნთების დეგენერაციის, გლაუკომის და კატარაქტის რეგულარული სკრინინგის შეუძლებლობით.[291][292] თვალებთან დაკავშირებული ყველა ამ მდგომარეობის რისკი იზრდება დიაბეტის შემთხვევაში.
ქვედა კიდურების ამპუტაციის ინციდენტობა (LEA) არის 2,5-დან 4-მდე დიაბეტით დაავადებულ 1000 ადამიანზე წელიწადში, მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ცვალებადობით ქვეყნებში.[293] ქვედა კიდურების ძირითადი ამპუტაციის ინციდენტობა, რომელიც განისაზღვრება როგორც ქვედა კიდურის დაკარგვა კოჭთან ან ზემოთ, მცირდება დიაბეტის მქონე პაციენტებში; თუმცა, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ქვედა კიდურების მცირე ამპუტაციის (ქვედა კიდურის დაკარგვა კოჭის დონის ქვემოთ) სიხშირე იზრდება, საიდანაც დაახლოებით ნახევარი მეტატარსული ან ფეხის ტიტის ამპუტაციაა.[275]
რისკს აძლიერებს ნეიროპათია და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები და შეიძლება შემცირდეს მოწევის შეწყვეტით; გლუკოზის, წნევის და ლიპიდების აგრესიული მკურნალობით; ასევე სპეციალური ფეხსაცმლის გამოყენებით პაციენტების მიერ, რომლებსაც აქვთ დადასტურებული ნეიროპათია ან ტერფის დეფორმაცია; ასევე ქვედა კიდურების ნებისმიერი ინფექციის შესაბამისი და აგრესიული მკურნალობით.
ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებს აქვთ დემენციის რისკი დაახლოებით 1.5-დან 2.5-ჯერ მეტი იმავე ასაკისა და სქესის მქონე პირებთან შედარებით, რომლებსაც არ აქვთ ტიპი 2 დიაბეტი.[300][301][302] შვედეთის დიაბეტის ეროვნული რეესტრის დასკვნამ დაადგინა, რომ ტიპი 2 დიაბეტის კავშირი დემენციასთან განსხვავდება დემენციის ქვეტიპის მიხედვით. ყველაზე ძლიერი საზიანო კავშირი შეინიშნება სისხლძარღვოვან დემენციასთან, მაგრამ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებს გლიკემიის ცუდი კონტროლით აქვთ ყველა ტიპის (როგორც სისხლძარღვოვანი, ასევე არასისხლძარღვოვანი) დემენციის მომატებული რისკი.[303] დიდ ბრიტანეთში არსებულმა კოჰორტმა კვლევამ აჩვენა, რომ HbA1c-ის უფრო მაღალი ან არასტაბილური დონე და დიაბეტის გართულებების არსებობა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია დემენციის მომატებულ რისკთან.[304] კვლევამ, რომელიც შეისწავლა კავშირი HbA1c-ის სხვადასხვა დონეების ხანგრძლივ ზემოქმედებასა და დემენციას შორის, აჩვენა, რომ დემენციის რისკი ყველაზე მაღალი იყო მოზრდილებში HbA1c კუმულაციური კონცენტრაციით 9% ან მეტი.[305]
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (CVD) და მასთან დაკავშირებული სიკვდილობა მცირდება დიაბეტის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.[275] მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტები ინსულტით ან მიოკარდიუმის ინფარქტით (MI) სიკვდილის დაახლოებით ორჯერ უფრო დიდ რისკს ექვემდებარებიან დიაბეტის არმქონე პირებთან შედარებით და ისინი დაახლოებით 40-ჯერ უფრო ხშირად კვდებიან მაკროვასკულარული გართულებებით, მიკროვასკულარულ გართულებებთან შედარებით.[9][10] გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად აუცილებელია წნევის, ლიპიდების და თამბაქოს მოხმარების სათანადო კონტროლი. სტატინების, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების, მეტფორმინის, ასპირინის, ემპაგლიფლოზინის, ლირაგლუტიდის და პროპროტეინ კონვერტაზა სუბტილიზინის/კექსინის ტიპის 9 (PCSK9) ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს გულ-სისხლძარღვთა სიკვდილობა ან ყველა მიზეზით სიკვდილობა დიაბეტის მქონე კონკრეტულ პაციენტებში. არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ გლუკოზის მართვის გზამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გულ-სისხლძარღვთა შედეგებზე. ACCORD-ისა და ADVANCE-ის რანდომიზებულ კვლევებში გლუკოზის კონტროლი თითქმის ნორმლის ფარგლებში ვერ უზრუნველყოფდა გულ-სისხლძარღვთა ან ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის შემცირებას მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ხოლო ამ კვლევათაგან ერთ-ერთში კი ზრდიდა ნებისმიერი მიზეზით განპირობებული სიკვდილობის მაჩვენებელს. თუმცა ACCORD-ისა და ADVANCE-ის კვლევებში არ გამოუყენებიათ ემპაგლიფლოზინი, ლირაგლუტიდი ან PCSK9-ის ინჰიბიტორები. არაერთი კვლევის მიხედვით გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების რისკს ზრდის HbA1c ≥64 მმოლ/მოლ (≥8%) არსებობა.[144][140]
ძლიერი დაღლილობა შეიძლება იყოს გულსისხლძარღვთა პროგრესირებადი დაავადების ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი; მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების შემთხვევაში კლინიცისტი პოტენციურად გულთან დაკავშირებული სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაში უნდა იყენებდეს შედარებით დაბალ ზღვარს გულის სტატუსის შესაფასებლად.
დიაბეტი გულის შეგუბებითი უკმარისობის რისკფაქტორია და არასათანადო გლიკემიური კონტროლი დაკავშირებულია გულის შეგუბებითი უკმარისობის ჩამოყალიბებასთან და კლინიკური შედეგების გაუარესებასთან დიაბეტისა და გულის შეგუბებიტი უკმარისობის მქონე პაციენტებში.[280] გულის უკმარისობა ვითარდება დიაბეტით დაავადებულთა 22%-მდე პაციენტებში, ხოლო გულის უკმარისობა აღინიშნება დიაბეტით დაავადებულთა 10%-15%-მდე პირებს.[281][282] გულის შეგუბებითი უკმარისობა მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ხშირად უკავშირდება უკონტროლო ჰიპერტენზიას ან იშემიურ კორონარულ დაავადებას, თუმცა ასევე გვხვდება დიაბეტის მიკროვასკულური გართულებების დროს. შესაბამისად, ეს დიაბეტის მნიშვნელოვანი გართულებაა გულსისხლძარღვთა დაავადებების კუთხით.[281] გულის უკმარისობა შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების პირველი გამოვლინება დიაბეტის მქონე ბევრ ადამიანში.[281]
საჭიროებს მკურნალობას ACE ინჰიბიტორის/ანგიოტენზინ-II რეცეპტორის ანტაგონისტების, დიურეტიკების და სხვა პრეპარატების მეშვეობით.
უნდა გამოირიცხოს ისეთი გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, წინაგულების ფიბრილაცია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ანემია ან გულის სტრუქტურული დაავადებები.
უკავშირდება გაუკონტროლებელ წნევას, გლუკოზას და ლიპიდებს. სიცოცხლის განმავლობაში რისკი უფრო მაღალია ქალებისთვის, ვიდრე მამაკაცებისთვის.[283]
სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ნევროლოგიური შეფასება, ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორის (TPA) ან სხვა შესაძლო თერაპიული სტრატეგიების გამოყენებამ შესაძლოა მინიმუმამდე დაიყვანოს ზიანი და მაქსიმალურად გაზარდოს ფუნქციის აღდგენის პოტენციალი.
ჰიპერგლიკემია აქვეითებს ორგანიზმის თავდაცვას ბაქტერიული ინფექციებისგან სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით, მათ შორის, ფაგოციტოზის დარღვევით.
სისხლში გლუკოზის ნორმალიზაცია ამცირებს ინფექციების რისკს, კერძოდ, ცისტიტის, ცელულიტის და პნევმონიის რისკს. იმუნიზაცია ამცირებს სერიოზული პნევმოკოკური, Hemophilus influenzae, და გრიპის ინფექციების რისკს.
აგრესიული, ინფექციისთვის სპეციფიური თერაპია და მხარდამჭერი თერაპია, მათ შორის, გლუკოზის სათანადო კონტროლი გადამწყვეტია, წარმატებით მკურნალობისთვის.
მე-2 ტიპის დიაბეტი დაკავშირებულია პერიოდონტულ დაავადებებთან, მაგრამ მიზეზშედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა ორმხრივი კავშირი გლიკემიურ კონტროლსა და პაროდონტიტს შორის და 2022 წლის კოქრეინის მიმოხილვამ აღნიშნა, რომ არსებობს ზომიერი სიზუსტის მტკიცებულება, რომ პერიოდონტული მკურნალობა ღრძილქვეშა ხელსაწყოების გამოყენებით აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს როგორც პაროდონტიტის და დიაბეტის მქონე ადამიანებში კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით, ვიდრე მკურნალობის გარეშე მიმდინარეობა ან ჩვეულებრივი მოვლა.[284][285]
შესაბამისად, პერიოდონტული დაავადების და ჰიპერგლიკემიის კონტროლი ორმხრივად სასარგებლოა. მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პირებისთვის მნიშვნელოვანია რუტინული პრევენციული სტომატოლოგიური მკურნალობა.
NICE გვირჩევს, რომ პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია 2 ტიპის დიაბეტის დროს პაროდონტიტის მომატებული რისკის შესახებ და რომ მისმა მენეჯმენტმა შეიძლება გააუმჯობესოს სისხლში გლუკოზის კონტროლი.[36] პაციენტებს უნდა აცნობონ პირის ღრუს ჯანმრთელობის რეგულარული მიმოხილვის სარგებელი და პაროდონტიტის მქონე პაციენტებს უნდა შესთავაზონ შესაბამისი სტომატოლოგიური დახმარება.[36]
ჰიპოგლიკემია არის ინსულინის და/ან ინსულინის სეკრეტაგოგების (სულფონილურეა ან მეგლიტინიდი) ყველაზე ხშირი და პოტენციურად ყველაზე მძიმე გვერდითი მოვლენა, როდესაც ინსულინი გამოიყენება როგორც ცალკეულად, ასევე სხვა წამლებთან კომბინაციაში.
[ ]
ამან შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ხარისხის დაქვეითება; მძიმე ჰიპოგლიკემია არის სასწრაფო სამედიცინო მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კონფუზია, კრუნჩხვები და კომა. მძიმე ჰიპოგლიკემია არის გლუკოზას ნებისმიერი დაბალი დონე, რაც იწვევს მენტალურ და/ან ფიზიკურ დარღვევებს, რაც გამოჯანმრთელებისთვის საჭიროებს დახმარებას სხვა ადამიანისგან. გლუკოზის საგანგაშო მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც ≤3.9 მმოლ/ლ (≤70 მგ/დლ) და საჭიროებს მკურნალობას სწრაფი მოქმედების ნახშირწყლებით და გლუკოზის შემამცირებელი თერაპიის დოზის კორექტირებას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის მაჩვენებლად მიჩნეულია <3.0 მმოლ/ლ (<54 მგ/დლ).[34] სისხლში გლუკოზის დაბალი მაჩვენებლი ხშირია პაციენტებში, რომლებიც ცდილობენ მიაღწიონ HbA1c <53 მმოლ/მოლ (<7%) მაჩვენებელს. ჰიპოგლიკემია, როგორც წესი, უკავშირდება საგანგაშო ნიშნებს, როგორებიცაა სწრაფი გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, შფოთვა, დაბნეულობა და შიმშილი. ჰიპოგლიკემიის გაუცნობიერებლობა (ჰიპოგლიკემიის დროს სიმპტომების არარსებობა) და მძიმე ჰიპოგლიკემია აღინიშნება 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტების 1%-დან 3%-მდე წელიწადში. ასაკოვანი პირები და ასევე პირები, რომლებსაც აქვთ თანმხლები გულის ავადმყოფობა, გულის შგუბებითი უკმარისობა, თირკმელების ქრონიკული დაავადება, ან დეპრესია, იმყოფებიან მძიმე ჰიპოგლიკემიის არსებითად მომატებული რისკის ქვეშ.[286]
პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაციები ჰიპოგლიკემიის ამოცნობის, პრევენციის და მკურნალობის შესახებ და, რომ თან უნდა იქონიონ გლუკოზის აბები ან შესაბამისი სწრაფი მოქმედების ნახშირწყლოვანი პროდუქტი. ადამიანები, რომლებიც ატარებენ მანქანას, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ ჰიპოგლიკემია და უნდა იყვნენ გაფრთხილებული ამის შესახებ. პაციენტებმა, რომლებიც მოიხმარენ ალფა გლუკოზიდაზის ინჰიბოტორებს, უნდა მიიღონ გლუკოზის ტაბლეტები ჰიპოგლიკემიის დროს, რამდენადაც მკურნალობა ანელებს კონვენციური ნახშირწყლების ათვისებას.
როდესაც გლიკემიური მაჩვენებლების მიღწევა ან მკურნალობის გეგმის შესრულება ძნელია, უნდა ვიფიქროთ დეპრესიის არსებობაზე. სკრინინგის ისეთი დადასტურებული ინსტრუმენტის გამოყენებამ, როგორიცაა პაციენტის ჯანმრთელობის კითხვარი (PHQ)-9, შეიძლება ხელი შეუწყოს იდენტიფიკაციას და დიაგნოსტიკას. დიაბეტის მქონე პირების შემთხვევაში დეპრესიის პრევალენტობა შეადგენს 10%-25%.[295] ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილებს, რომლებსაც დაავადება დიაგნოზირებული აქვთ 40 წლამდე, ჭარბად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას სიცოცხლის განმავლობაში, რაც გულისხმობს ახალგაზრდა ასაკში ფსიქიკური დაავადებების დიდ ტვირთს.[296]
ობსტრუქციული აპნოე ძილის დროს ხშირია ჭარბწონიან და გაცხიმოვნების მქონე ზრდასრულების შემთხვევაში და დაკავშირებულია ინსულინის მიმართ რეზისტენტობასთან და გლუკოზის მეტაბოლიზმის ცვლილებასთან. საჭიროა შემდგომი კვლევები გლიკემიურ კონტროლზე სასუნთქი გზების უწყვეტი პოზიტიური წნევის ეფექტის შესაფასებლად, რადგან არსებული კვლევების შედეგები ვარიაბელურია.[297][298][299]
დიაბეტის ამერიკული ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ძილის შეფასებას, როგორც ცხოვრების სტილისა და გლიკემიური კონტროლის კომპონენტს.[34]
ხშირად მოიაზრება 1-ლი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში; თუმცა, შეიძლება შეგვხვდეს მე-2 ტიპის დიაბეტის დროსაც და დიაბეტის იშვიათ ფორმაში, როგორიცაა კეტოზისადმი მიდრეკილი დიაბეტი. ინფექცია და დიაბეტის მედიკამენტებზე დაბალი დამყოლობა კეტოაციდოზის ყველაზე ხშირი მიზეზია, მაგრამ ზოგჯერ მაპროვოცირებელი ფაქტორები არ ვლინდება.[287]
დიაბეტური კეტოაციდოზის კრიტერიუმები იგივეა, დიაბეტის ტიპის განურჩევლად. მდგომარეობა შეიძლება ფატალური იყოს არასწორი მკურნალობის შემთხვევაში.
ჰიდრატაცია, პარენტერული ინსულინოთერაპია, ელექტროლიტური დისბალანსის მონიტორინგი და და კორექტირება მნიშვნელოვანია წარმატებით მკურნალობისთვის.
ყველაზე ხშირად გვხვდება მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. ვითარდება თანდათან, რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში.[288] ხასიათდება მძიმე ჰიპერგლიკემიით, ჰიპეროსმოლარობით და მოცულობის შემცირებით, მძიმე კეტოაციდოზის არარსებობის პირობებში.
ჰიდრატაცია, ინსულინით თერაპია და ფრთხილი კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი წარმატებული თერაპიის საწინდარია.
დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია ყველაზე ხშირი ქრონიკული გართულებაა, რომელიც ხასიათდება პერიფერიული ნერვების დისფუნქციით და დიაგნოზი დგინდება სხვა მიზეზების გამორიცხვით.[294] პაციენტების უმეტესობას აწუხებს ტკივილი, მაგრამ მრავალი პაციენტი სრულიად უსიმპტომოა.
ავტონომიური ნეიროპათიის გამოვლინებები შეიძლება იყოს: ერექტილური დისფუნქცია, ფაღარათი, გასტროპარეზი ან ორთოსტატიური ჰიპოტენზია.
ტიპი 2 დიაბეტისთვის გლიკემიური კონტროლის ეფექტი პერიფერიულ ან ავტონომიურ ნეიროპათიაზე ნაკლებად ნათელია, ვიდრე ტიპი 1 დიაბეტისთვის. თუმცა, ტიპი 2 დიაბეტის ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა ნეირონების პროგრესირების ზომიერი შენელება ნეირონების დაკარგვის შექცევადობის გარეშე, გლუკოზის შემცირების სპეციფიკურ სტრატეგიებთან ერთად, რომლებსაც პოტენციურად განსხვავებული ეფექტი აქვს.[34]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას