პროგნოზი

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Diabetes Mellitus Type 2ავტორი: Domus Medica | SSMGბოლო გამოქვეყნება: 2017Diabète sucré de type 2ავტორი: SSMG | Domus Medicaბოლო გამოქვეყნება: 2017

მიუხედავად იმისა, რომ ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა უმჯობესდება ბევრ მაღალშემოსავლიან ქვეყანაში, დაავადების ტვირთი კვლავ მაღალია.[273]

დიაბეტი ზრდის სერიოზული გულსისხლძარღვთა მოვლენების და სიკვდილის ალბათობას, მაგრამ მომატებული რისკი განსხვავდება სხვადასხვა პაციენტებისთვის და დამოკიდებულია დიაბეტის დაწყების ასაკზე, დიაბეტის ხანგრძლივობაზე, გლუკოზის, არტერიული წნევის, ლიპიდების, თამბაქოს კონტროლზე, თირკმლის ფუნქციაზე, მიკროვასკულური გართულებების სტატუსზე და სხვა ფაქტორებზე. დიაბეტისა და მომატებული სიკვდილობის კავშირი შეიძლება შესუსტდეს გულ-სისხლძარღვთა რისკის ფაქტორების კონტროლით.[274] HbA1c 6%-დან 6,9%-მდე (42-52 მმოლ/მოლი) დაკავშირებულია ყველაზე დაბალ სიკვდილობასთან.[274] დიაბეტის მქონე ადამიანებში გართულებების მონაცემების ტენდენციები აჩვენებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (CVD) და მასთან დაკავშირებული სიკვდილობის დაქვეითებას, განსაკუთრებით მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.[275] როდესაც მე-2 დიაბეტის დიაგნოზს სვამენ 40 წლის ასაკში, მამაკაცი კარგავს მისი სიცოცხლის საშუალოდ 5,8 წელს, ხოლო ქალი - საშუალოდ 6,8 წელს.[14] საერთო სიკვდილობა მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პირებში დაახლოებით 15%-ით უფრო მაღალია, მაგრამ ≥60%-ით უფრო მაღალია ახალგაზრდა ზრდასრულებში, ვისაც სუსტი გლუკოზის კონტროლი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა აქვს, და მაჩვენებლები უკეთესია, დიაბეტის არმქონეთა და 65 წელზე უფროსებისთვის, ვისაც გლუკოზის კარგი კონტროლი აქვს და არა აქვს დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია.[9][10]

დიაბეტური რეტინოპათია არის სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სამუშაო ასაკის ადამიანებში ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში.[276] ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანების დაახლოებით 12%-19%-ს აქვს დიაბეტური რეტინოპათია დიაგნოზის მომენტში; 4%-ს უვითარდება პროლიფერაციული რეტინოპათია დიაბეტის 20 წლის ან უფრო ხანგრძლივი მიმდინარეობის შედეგად.[277] თირკმელების ქრონიკული დაავადება დროთა განმავლობაში ვლინდება მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 40%-ში.[161]​ დიაბეტი თირკმლის ბოლო სტადიის დაავადების წამყვანი მიზეზია. თუმცა, დიაბეტით გამოწვეული თირკმილს დაავადების სიხშირე მცირდება; საჭიროა მუდმივი ჩარევა დიაბეტური თირკმელების დაავადების გამოვლენისა და მართვისთვის, რათა შეზღუდოს თირკმლის დაავადების განვითარება.[278]

შეიძლება მიღწეული იყოს გლუკოზის ნორმალური/თითქმის ნორმალური დონის მდგრადი დაბრუნება ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში; თუმცა, სიხშირე, ხანგრძლივობა და ეფექტი კლინიკურ შედეგებზე გაურკვეველი რჩება და საჭიროა შემდგომი გამოკვლევები. კვლევითი ძალისხმევის გასაადვილებლად, დიაბეტის შესწავლის ევროპული ასოციაცია გვირჩევს, რომ მეტაბოლური ამ მდგრადი გაუმჯობესებას უნდა ეწოდოს რემისია და განისაზღვროს, როგორც HbA1c-ის დაბრუნება <6.5%-მდე (<48 მმოლ/მოლ), რომელიც ხდება სპონტანურად ან ჩარევის შემდეგ და რომელიც გრძელდება მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ჩვეულებრივი გლუკოზის დამაქვეითებელი ფარმაკოთერაპიის არარსებობის შემთხვევაში.[279]

ეფექტიანი მკურნალობისთვის საჭიროა, პაციენტი იყოს მოტივირებული და ინფორმირებული, რომელიც აქტიურად აიღებს პასუხისმგებლობას დიაბეტის მართვაზე და კლინიკური გუნდი, რომელიც შეეცდება ხშირად დააკორექტიროს დანიშნულება დაავადების თანმიმდევრული მართვის ხელშესაწყობად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სწორი ზრუნვითა და მხარდაჭერით, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეუძლიათ ჯანსაღი, პროდუქტიული ცხოვრების ქონა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას