ეპიდემიოლოგია

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Diabetes Mellitus Type 2ავტორი: Domus Medica | SSMGბოლო გამოქვეყნება: 2017Diabète sucré de type 2ავტორი: SSMG | Domus Medicaბოლო გამოქვეყნება: 2017

დიაბეტის პრევალენტობა მსოფლიოში იზრდება, რასაც ემატება მოსახლეობის ზრდა და მოსახლეობის დაბერება.[2][3]​​​ 2000 წელს, 20-79 წლის ზრდასრულებში დიაბეტის გლობალური პრევალენტობა იყო 4.6%, რაც 2021 წელს 10.5%-მდე გაიზარდა.[4]​ პრევალენტობა უფრო სწრაფად იმატებს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში.[5] 2000-დან 2019 წლამდე დაფიქსირდა 3%-იანი ზრდა დიაბეტით გამოწვეული ასაკობრივი სტანდარტიზებული სიკვდილობის მაჩვენებლებში; დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დიაბეტით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი 13%-ით გაიზარდა.[5]

მოზრდილებში დიაბეტის კვლევის მონაცემები არ არჩევს 1-ლი და მე-2 ტიპის დიაბეტს, მაგრამ დიაბეტის შემთხვევების უმეტესობა (დაახლოებით 90%) არის ტიპი 2.[2] უმეტეს ქვეყნებში დიაგნოსტირებული დიაბეტის სიხშირე გაიზარდა 1990-იანი წლებიდან 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე, მაგრამ მას შემდეგ კლებულობს.[3] ითვლება, რომ ეს კლების ტენდენცია შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებით და პრევენციული სტრატეგიებით. მონაცემები შეზღუდულია განვითარებად ქვეყნებში და ტენდენცია ამ რეგიონებში შეიძლება განსხვავდებოდეს.[3] მე-2 ტიპის დიაბეტის კლინიკურ გამოვლენას, როგორც წესი, წინ უსწრებს რეზისტენტობა ინსულინის მიმართ მრავალი წლის განმავლობაში და ჰიპერინსულინემია სანამ გლუკოზის მომატებული დონე გამოვლინდება.[1]

მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პირები ჰიპერტენზიის (80% - 90%), ლიპიდური დაავადებების (70-80%) და ჭარბწონიანობის ან სიმსუქნის (60-70%) ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან.[6] მოწევის პრევალენტობა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პირებში მსგავსია ზოგადი მოსახლეობისა, საიდანაც მიმდინარე მწეველების პროპორცია შეადგენს 25% და 28%-ს, ხოლო არამწეველების 39%-ს და 42%-ს (რიგითობა დაცულია).[7]

დიაბეტით დაავადებულთათვის გულ-სისხლძარღვთა დაავადების ყველაზე ხშირი საწყისი გართულებებია პერიფერიული არტერიების დაავადება (16.2%) და გულის უკმარისობა (14.1%), რასაც მოჰყვება სტაბილური სტენოკარდია (11.9%), მიოკარდიუმის არალეტალური ინფარქტი (11.5%) და ინსულტი (10.3%).[8] საშუალოდ, მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე ზრდასრულები ინსულტით ან მიოკარდიუმის ინფარქტით (MI) სიკვდილის დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალი რისკს ქვეშ არიან დიაბეტის არმქონე პირებთან შედარებით და ისინი დაახლოებით 40-ჯერ უფრო ხშირად კვდებიან მაკროვასკულარული დაავადებებით, მიკროვასკულარულ დაავადებებთან შედარებით.​[9][10][11]​ თუმცა, მონაცემები მიუთითებს, რომ ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილებში, რომლებიც ოპტიმალურად მართავენ გლუკოზას, არტერიულ წნევას, ლიპიდებს, მოწევას და წონას, აქვთ გულ-სისხლძარღვთა სერიოზული მოვლენების რისკი, რაც მნიშვნელოვნად არ აღემატება დიაბეტის არმქონე ასაკითა და სქესით შეთავსებული თანატოლების რისკს.​[12][13]

როდესაც დიაბეტის დიაგნოზი დგინდება 40 წლის ასაკში, მამაკაცები საშუალოდ კარგავენ სიცოცხლის 5.8 წელს, ხოლო ქალები - საშუალოდ 6.8 წელს, რაც ხაზს უსვამს დიაბეტის პირველადი პრევენციის მნიშვნელობას.[14] თუმცა, დიაბეტის გამოვლენა უფროს ასაკში გაცილებით ნაკლებად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, თუ შესაძლებელია გლუკოზის, არტერიული წნევის და ლიპიდების კონტროლის მიღწევა და შენარჩუნება. დიდი სისტემური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის თანახმად, დიაბეტის დიაგნოზის ასაკი საპირისპიროდ იყო დაკავშირებული ყველა მიზეზით სიკვდილობისა და მაკროვასკულარული და მიკროვასკულარული დაავადების რისკთან.[15]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას