განხილვები პაციენტთან
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Diabetes Mellitus Type 2ავტორი: Domus Medica | SSMGბოლო გამოქვეყნება: 2017Diabète sucré de type 2ავტორი: SSMG | Domus Medicaბოლო გამოქვეყნება: 2017პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ მკურნალობის ხშირი კორექტირება მიუთითებს კარგ მკურნალობაზე და არ არის მკურნალობის წარუმატებლობის ნიშანი ან საკუთარი თავის დადანაშაულების ან დანაშაულის გრძნობის საფუძველი.
სისხლში გლუკოზის მონაცემების თვით-მონიტორინგი გლუკოზის კონტროლის დაკარგვის სწრაფად იდენტიფიცირებისა და მკურნალობის ეფექტური კორექტირებისთვის თვითმკურნალობის მნიშვნელოვანი ჩვევაა მრავალდოზიანი ინსულინის რეჟიმის გამოყენების დროს და საჭიროებს პაციენტის განათლებას და შეუფერხებელ წვდომას ჯანდაცვის ჯგუფის წევრებთან დაგეგმილ ვიზიტებს შორის. თუ პაციენტი ინსულინის მულტიდოზურ რეჟიმზეა, რეკომენდებულია გლუკოზის მონიტორინგი ჭამამდე და ძილის წინ.
შაქრიანი დიაბეტის მქონე სხვა პაციენტებში თვითკონტროლი შეიძლება სასარგებლო იყოს დიეტის, მედიკამენტების რეჟიმისა და ფიზიკური დატვირთვის ცვლილებების გავლენის შესაფასებლად, ასევე დაავადების ეპიზოდების დროს საკვების, სითხის და მედიკამენტების მიღების მართვისთვის.[311][312]
რეპროდუქციული ასაკის ყველა დიაბეტიანმა ქალმა უნდა მიიღოს კონსულტაციები მკაცრი გლიკემიური კონტოლის აუცილებლობასთან დაკავშირებით დაორსულებამდე.[97]
პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაციები თვალების, ტერფების, თირკმელების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებების პრევენციის და, შესაბამისად, იდენტიფიცირების შესახებ.
პაციენტებს უნდა აუხსნათ, რომ გლუკოზის დაბალ შემცველობას (გლუკოზა ≤3.9 მმოლ/ლ [≤70 მგ/დლ]) თან ხშირად ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტაქიკარდია, ოფლიანობა, კანკალი, ინტენსიური შიმშილის გრძნობა ან გონების დაბინდვა და ეს სიმპტომები დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას 15-20 გ ნახშირწყლით (გლუკოზის 3-4 აბის ექვივალენტი თუ თითოეული ტაბლეტი 5 გრამია).
ადამიანები, რომლებიც ატარებენ მანქანას, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ ჰიპოგლიკემია და უნდა იყვნენ გაფრთხილებული ამის შესახებ.
თვითმკურნალობის შემდეგ, თუ შესაძლებელია, უნდა შემოწმდეს გლუკოზის დონე.
პაციენტებს უნდა მისცენ მითითება, რომ მათ დაუყოვნებლივ აცნობონ ღამით ჰიპოგლიკემიის ან ჰიპოგლიკემიის განმეორებითი ეპიზოდების შესახებ, რათა შესაძლებელი იყოს თერაპიის შესაბამისად კორექტირება.
ვარჯიშამდე საჭიროა ნახშირწყლის შემცველი საკვებით წახემსება იმ შემთხვევაში, თუ თვითმონიტორინგით გლუკოზა <5.6 მმოლ/ლ-ზე (<100 მგ/დლ) და პაციენტი იღებს ინსულინს ან ინსულინის სეკრეტაგოგს (სულფონილშარდოვანა ან მეგლიტინიდი). პაციენტებმა, რომლებიც მოიხმარენ ალფა გლუკოზიდაზის ინჰიბოტორებს და აქვთ ჰიპოგლიკემია, უნდა მიიღონ გლუკოზის აბები, რადგანაც მკურნალობა ანელებს ჩვეულებრივი ნახშირწყლების ათვისებას.
მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის რისკის მქონე პაციენტები (გლუკოზა <3.0 მმოლ/ლ [<54 მგ/დლ]) ან ვისაც ჰქონდა მძიმე მოვლენა, რომელიც ხასიათდება შეცვლილი გონებრივი და/ან ფიზიკური სტატუსით, რომელიც საჭიროებს დახმარებას ჰიპოგლიკემიის სამკურნალოდ, უნდა ატარებდნენ საინექციო გლუკაგონს და მათ ახლობლებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია გლუკაგონის ინექციის შესახებ.[34]
დარწმუნდით, რომ პაციენტმა იცის, რომ ნებისმიერმა თანმხლებმა ავადობამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დონის მატება.[225] მიეცით პაციენტს მკაფიო და ინდივიდუალური ზეპირი და წერილობითი რჩევები („ავადმყოფობის წესები“), თუ როგორ უნდა შეცვალოს მკურნალობა თანმხლები ავადობის დროს. ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყდეს ავადმყოფობის პერიოდში; მნიშვნელოვანია პაციენტმა იცოდეს, რომ მას მოუწევს ნებისმიერი შეჩერებული მედიკამენტის ხელახლა დაწყება, როგორც კი თავს უკეთ იგრძნოს და შეძლებს საკვების მიღებას და სითხის დალევას. DiabetesontheNet: sick day rules Opens in new window
ტელეჯანმრთელობის/ციფრული ჯანმრთელობის გადაწყვეტილებები (ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენება, როგორიცაა ვიდეო ზარები და სმარტფონის აპლიკაციები, ჯანმრთელობის ინფორმაციის გაცვლის, პაციენტების ტრენინგისა და მონიტორინგისთვის და თვითმართვის გასაადვილებლად) არის მზარდი სფერო, რომელმაც შეიძლება გაზარდოს დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ზრუნვაზე ხელმისაწვდომობა, და უნდა იქნას გამოყენებული პირად ვიზიტებთან ერთად.[34][100]
ურჩიეთ პაციენტებს სასარგებლო ონლაინ რესურსებზე წვდომა, საჭიროებისამებრ. მაგალითისთვის, Diabetes UK Opens in new window და NHS: Healthy living for people with type 2 diabetes Opens in new window
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას