ანამნეზი და გასინჯვა

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Diabetes Mellitus Type 2ავტორი: Domus Medica | SSMGბოლო გამოქვეყნება: 2017Diabète sucré de type 2ავტორი: SSMG | Domus Medicaბოლო გამოქვეყნება: 2017

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

მთავარი რისკფაქტორებია: ხანდაზმულობა; ჭარბი წონა/სიმსუქნე; ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფი (მათ შორის შავკანიანი, სამხრეთ აზიელი ან ესპანური წარმომავლობა); მე-2 ტიპის დიაბეტის ოჯახური ანამნეზი; გესტაციური დიაბეტის ანამნეზი; არადიაბეტური ჰიპერგლიკემიის არსებობა; პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი; ჰიპერტენზია; დისლიპიდემია ან დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადება.[27][34]

ასიმპტომური

მე-2 ტიპის დიაბეტი ხშირად უსიმპტომოა და აღმოჩენა სკრინინგის დროს ხდება. სიმპტომები, არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მიანიშნებდეს უფრო გამოკვეთილ ჰიპერგლიკემიაზე.

იშვიათი

პოლიდიფსია

როგორც წესი, პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც უზმოზე პლაზმის გლუკოზა აქვთ >16.6 მმოლ/ლ (>300 მგ/დლ) და/ან HbA1c >95 მმოლ/მოლ (>11%).

პოლიურია

როგორც წესი, პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც უზმოზე პლაზმის გლუკოზა აქვთ >16.6 მმოლ/ლ (>300 მგ/დლ) და/ან HbA1c >95 მმოლ/მოლ (>11%). ვინაიდან პოლიურია ვითარდება მნიშვნელოვანი ჰიპერგლიკემიის დროს, ის იშვიათად გვხვდება მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში (და უფრო ხშირია პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებში).

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

კანდიდოზური ინფექციები

ყველაზე ხშირად, ვაგინალური, სასქესო ასოს ან კანის ნაკეცებში.

კანის ინფექციები.

ცელულიტი ან აბსცესი.

საშარდე ტრაქტის ინფექციები

ცისტიტი ან პიელონეფრიტი

დაღლილობა

ძლიერი დაღლილობა შეიძლება იყოს გულსისხლძარღვთა პროგრესირებადი დაავადების ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი; კლინიცისტებმა უნდა დაუშვან დაბალი ზღვარი გულის შეფასებისთვის.

დაბინდული მხედველობა

მომატებული გლუკოზის გამო

იშვიათი

პოლიფაგია

როგორც წესი, პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც უზმოზე პლაზმის გლუკოზა აქვთ >16.6 მმოლ/ლ (>300 მგ/დლ) და/ან HbA1c >95 მმოლ/მოლ (>11%).

წონაში დაკლება უნებლიედ

თუ არსებობს გამოკვეთილი ჰიპერგლიკემია.

პარესთეზიები

შეიძლება გამოვლინდეს კიდურებში ნეიროპათიის შედეგად იმ პირების შემთხვევაში, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ დიაბეტი, მაგრამ დიაგნოზი არ იყო ცნობილი.

აკანტოკერატოდერმია

ხავერდოვანი, ბაცი ყავისფერიდან შავამდე ფერის ნიშანი, როგორც წესი, კისერზე, მკლავების ქვეშ ან საზარდულში. შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სიმსუქნესთან.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აკანტოკერატოდერმია, რომელიც მოიცავს იღლიასდიპლომირებული მედიკოსის, მელვინ ჩიუს კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5459e1db

რისკფაქტორები

ძლიერი

უფროსი ასაკი

ხანდაზმული ადამიანები მომატებული რისკის ქვეშ არიან. თუმცა, მე-2 ტიპის დიაბეტის ინციდენტობა იზრდება ბავშვებსა და მოზარდებში.[26]

ჭარბი წონა/სიმსუქნე

როგორც ჩანს, არის მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს მეორე ტიპის დიაბეტის კლინიკურ გამოვლინებას.[27][28] სიმსუქნის მქონე პაციენტებში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ადამიანებში, რომელთაც არ აღენიშნებათ სიმსქუნე.[29]​ დიაბეტის დიაგნოზის დადგენისას სხეულის მასის საშუალო ინდექსი შეადგენს 31 კგ/მ^2 რამდენიმე ჩატარებული კვლევის მიხედვით და სხეულის მასის ინდექსის ზრდასთან ერთად თანდათანობით იზრდება დიაბეტის რისკიც.[30] რამდენიმე კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ წონის კლება დაკავშირებულია დიაბეტის დაწყების დაყოვნებასთან ან შემცირებასთან, მაღალი რისკის მოზრდილებში.[31]

გესტაციური დიაბეტი

გესტაციური დიაბეტის შემდეგ ტიპი 2 დიაბეტის სიხშირე ძალიან ვარიაბელურია. 170 000 ქალის მონაცემების სისტემური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის თანახმად, მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი გესტაციური დიაბეტის გამოვლენის შემდეგ იყო 20% მშობიარობის შემდგომ 10 წლის განმავლობაში, მშობიარობის შემდგომი 50 წლის შემდეგ კი გაიზარდა 58%-მდე.[32] გარდა ამისა, პოპულაციაზე დაფუძნებულმა კოჰორტულმა კვლევამ დაასკვნა, რომ გესტაციურად გლუკოზის აუტანლობა, და მდგომარეობები, რომლებიც არ აკმაყოფილებს გესტაციური დიაბეტის კრიტერიუმებს, იწვევს ტიპი 2 დიაბეტის მაღალ რისკს ზრდასრულ ასაკში.[33]

არადიაბეტური ჰიპერგლიკემია

არადიაბეტური ჰიპერგლიკემია (ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც პრედიაბეტი) არის მე-2 ტიპის დიაბეტის დაწყების ძირითადი რისკფაქტორი.[1]​​[34]​​ არადიაბეტური ჰიპერგლიკემიის გლობალური ტვირთი მნიშვნელოვანი და მზარდია.[35]

მე-2 ტიპის დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში

მართალია ჯერ კიდევ სრულად არაა გარკვეული კონკრეტული გენეტიკური პროფილი, რომელიც განსაზღვრავს რისკს, ეპიდემიოლოგიური დაკვირვებები მცირე ეჭვს ტოვებს მნიშვნელოვანი გენეტიკური კომპონენტის შესახებ.[19]

არა-თეთრკანიანი წინაპრები

დიაბეტის პრევალენტობა განსხვავდება ეთნიკური ჯგუფის მიხედვით. დიდ ბრიტანეთში ტიპი 2 დიაბეტი უფრო ხშირია აფრიკელი, აფრიკულ-კარიბის და სამხრეთ აზიური წარმოშობის ხალხში.[36]​​ სამხრეთ აზიისა და აღმოსავლეთ აზიის ხალხებს აქვთ ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, არის კვებითი რაციონის, ცხოვრების სტილისა და გენეტიკური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი.[37][38][39][40] პრევალენტობის განსხვავებული მაჩვენებლები დაფიქსირდა ევროპელ ამერიკელებში, ესპანელ ამერიკელებსა და აფრო-ამერიკელებში, აფრიკელი, ესპანური ან ამერიკულ-ინდოელი წარმოშობის ადამიანები დიაბეტის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან თეთრკანიანებთან შედარებით.[41][42]

საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი

მომატებული რისკი; აუცილებელია პერიოდული სკრინინგი მეორე ტიპის დიაბეტზე.[27]​​[34]

ჰიპერტენზია

ხშირადაა დაკავშირებულია მე-2 ტიპის დიაბეტთან. რეკომენდირებულია პერიოდული სკრინინგი იმ პირებისთვის, ვისაც პირველადი ჰიპერტენზია აქვს ან მკურნალობას იღებს ამის გამო, დიაბეტის მაღალი პრევალენტობის გამო.[27][34]

დისლიპიდემია

განსაკუთრებით, დაბალი მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ან/და ტრიგლიცერიდების მაღალი დონის შემთხვევაში: რეკომენდებულია პერიოდული სკრინინგი დისლიპიდემიის მქონე პირებში დიაბეტის მაღალი პრევალენტობის გამო.[34]​ სტატინები ასოცირდება ახალდაწყებული დიაბეტის მცირედ მომატებულ რისკთან, რაც უფრო მაღალია დიაბეტის სხვა რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებში და ასოცირდება მაღალი ინტენსივობის სტატინებთან და ხანდაზმულ ასაკთან.[18]

გულსისხლძარღვთა დაავადება

რეკომენდებულია პერიოდული სკრინინგი, პერიფერიული სისხლძარღვებისა და კორონარული დაავადებების მქონე პირებში დიაბეტის მაღალი პრევალენტობის გამო.[27][34]

სტრესი

სტრესი იწვევს ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც განაპირობებენ გლუკოზის დონის მატებას და არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ცხოვრებისეულმა სტრესმა შეიძლება ხელუ შეუწყოს ტიპი 2 დიაბეტის დაწყებას.[43]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას